კოსმეტიკამ თვალებს ზიანი რომ არ მიაყენოს
· არ წაისვათ ძალიან ბევრი ტუში, რადგანაც ამან შეიძლება თვალის გაღიზიანება გამოიწვიოს.
· თვალის ჩრდილი წაისვით ქუთუთოს მხოლოდ ზედა მხარეზე, რათა არ მოხდეს საცრემლე ჯირკვლების დახშობის პროვოცირება და ანთება;
· კოსმეტიკაში შემავალი კონსერვანტები ზოგ ადამიანში იწვევს ალერგიას. ასეთ შემთხვევაში შეცვალეთ კოსმეტიკის მარკა ან საერთოდ უარი თქვით მასზე;
სოლარიუმში ყოველთვის გაიკეთეთ სპეციალური დამცავი სათვალეები, საშიში ულტრაიისფერი სხივებისაგან თვალის დასაცავად.
ლალი ჩხიკვაძე