მყიფე ფრჩხილების მოვლა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მყიფე ფრჩხილების მოვლა

თევზით, ლობიოთი, ღვიძლით, ჩირით, ხილით, ნიგვზით რაციონის გამდიდრება შეაჩერებს ფრჩხილების აშრევების პროცესს. ვიტამინების დეფიციტი შეიძლება აღმოიფხვრას სპეციალური ვიტამინურ-მინერალური კომპლექსებით, რომლებიც შეიცავს ფრჩხილების ზრდისთვის აუცილებელ ყველა ვიტამინსა და მიკრო-ელემენტებს, ასევე შესაძლებელია სპეციალური დანიშნულების სამკურნალო ლაქების, ზეთებისა და კრემების გამოყენებაც.

პრაქტიკული რჩევები

კვლევებმა აჩვენა, რომ დღეში 2,5 გრამი ბიოტინი (В ჯგუფის ვიტამინი) ამაგრებს ფრჩხილებს და ხელს უშლის მათ აშრევებას. თუთიითა და რკინით მდიდარი დიეტა ასევე აუმჯობესებს ფრჩხილების მდგომარეობას. შეგიძლიათ მიიღოთ კანის, ფრჩხილებისა და თმისთვის განკუთვნილი ვიტამინებიც. კუტიკულა ფრჩხილს ინფექციებისგან იცავს, ამიტომ მისი მოჭრა სასურველი არ არის. კუტიკულას მოვლილი და ლამაზი შესახედაობა რომ ჰქოდნეს, შხაპის შემდეგ ხის სპეციალური ჯოხით სიღრმეში შესწიეთ. ლაქის მოსაშორებლად რაც შეიძლება იშვიათად გამოიყენეთ აცეტონის შემცველი სითხე, რადგან აცეტონი აშრობს ფრჩხილებს. საბედნიეროდ, უფრო მსუბუქი საშუალებებიც არსებობს. ზედმიწევნით მოარიდეთ ხელები სარეცხ და საყოფაცხოვრებო ქიმიას - მისი მუდმივი ზემოქმედება მხოლოდ კანს კი არ აშრობს, არამედ ფრჩხილებსაც აზიანებს. რეგულარულად, დღეში 3-ჯერ მაინც, ისვით ხელის კრემი. საზამთროდ შეარჩიეთ უფრო სქელი დამანოტივებელი კრემი Е ვიტამინის შემცველობით. ფრჩხილისთვის ოპტიმალურია კვადრატულ-ოვალური ანუ ნიჩბისებური ფორმა. მკვეთრად კვადრატული ფორმის ფრჩხილი შესაძლოა გვერდებზე გადატყდეს, ხოლო მომრგვალებული უფრო მეტად აქერცვლისკენაა მიდრეკილი. ფრჩხილისთვის კვადრატულ-ოვალური ფორმის მისაცემად გამოიყენეთ ქლიბი - თავდაპირველად კვადრატულად მოიჭერით, მერე კი კუთხეები ქლიბით მოამრგვალეთ.

სუსტი ფრჩხილების გასამაგრებლად

კვირაში 1-2-ჯერ მიიღეთ ასეთი აბაზანა: თბილ ზეთს დაუმატეთ А ვიტამინი, 3 წვეთი იოდი ან 5 წვეთი ლიმონის წვენი. ჩაყავით თითები 10-15 წუთით, მერე ამოიღეთ და შეიშრეთ. 10-15 წუთით ჩაყავით თითები ზეითუნის ზეთში, ერთი თვის განმავლობაში - ყოველდღე, მერე კი კვირაში 2-ჯერ.