უნიკალურ აპკს შეუძლია კანის დეფექტების შენიღბვა და ნაოჭების გადასწორება
იდეის არსი იმაში მდგომარეობს, რომ აპკი დამაგრების შემდეგ, ვიზუალურად სრულად ერწყმის კანს, ახდენს რა ახალგაზრდა კანის იმიტაციას.
გარდა კოსმეტიკური მიზნებისა, მეცნიერების აზრით, ეს გამოგონება შეიძლება გამოიყენონ წამლების მიწოდებისა და მზისგან დასაცავად. ის წარმოადგენს პოლიქსილოქსანის პოლიმერს, რომელიც მიიღეს სილიკონისა და ჟანგბადის მოლეკულის გამოყენებით. აღნიშნული აპკი სუნთქავს და კანს იცავს გარემოს მავნე ფაქტორებისაგან. აპკი კანში აკავებს ტენს და ხელს უწყობს ელასტიურობის აღდგენას. რადგან იგი უხილავია, შესაძლებელია მისი მთელი დღით ტარება. მასზე არ მოქმედებს ოფლი და წვიმა.
ლალი ჩხიკვაძე