როგორ გამოვიყენოთ მარწყვი კოსმეტოლოგიაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გამოვიყენოთ მარწყვი კოსმეტოლოგიაში

ეს იმით აიხსნება, რომ მარწყვში დიდი რაოდენობითაა სალიცილის მჟავა, რომელიც ძლიერი ანტისეპტიკური და ანთებისაწინააღმდეგო მოქმედებით ხასიათდება. მარწყვის ნიღბები და ნაყენები ეფექტურია გამონაყარის, პიგმენტური ლაქებისა და ჭორფლის დროს, ასევე ასწორებს ნაოჭებს და აჯანსაღებს კანს.

1. მარწყვის მათეთრებელი ნიღაბი: 3-4 ცალი მსხვილი მარწყვი გავსრისოთ ფაფისებურ მასამდე და წავისვათ წინასწარ გასუფთავებულ სახის კანსა და დეკოლტეს ზონაზე. 5-10 წუთის შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით და წავისვათ დამატენიანებელი კრემი.

2. მარწყვის ნიღაბი მოდუნებული კანისთვის: 2 ცალი მარწყვი გავსრისოთ, დავამატოთ 1 ჩაის კოვზი თაფლი (ნორმალური და ცხიმიანი კანის დროს) ან ცხიმიანი ნაღები (მშრალი კანის შემთხვევაში) და წავისვათ სუფთა კანზე. 10 წუთის შემდეგ ჩამოვიბანოთ ოდნავ თბილი წყლით.

3.ფორების გასაწმენდი მარწყვის ნიღაბი: მარლის საშუალებით გამოვწუროთ 3 ცალი მარწყვის წვენი, დავუმატოთ 2 ჩაის კოვზი კოსმეტიკური თიხა, წავისვათ სუფთა კანზე და 10 წუთის შემდეგ ჩამოვიბანოთ გრილი წყლით. ამის შემდეგ წავისვათ დამატენიანებელი კრემი.

ლალი ჩხიკვაძე