რა არის ბიორევიტალიზაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის ბიორევიტალიზაცია

  • ასაკოვანი ცვლილებებით ან სხვა მიზეზებით გამოწვეული კანის სიმშრალისა და გაუწყლოების, ელასტიკურობის დაქვეითების დროს. ამ პრობლემებს აგვარებს ჰიალურონის მჟავა, მასზე ეფექტური დამატენიანებელი ჯერ არ შექმნილა.
  • წვრილი ნაოჭების, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით, სიგარეტით, სტრესით გამოწვეული კანის მდგომარეობის ნებისმიერი ტიპის (მშრალი, ცხიმიანი) გაუარესების, დაბერების პირველივე ნიშნებისას.
  • ბიორევიტალიზაცია რეკომენდებულია არა მარტო სიბერის უკვე არსებულ გამოვლინებებთან საბრძოლველად, არამედ პროფილაქტიკისთვისაც.
  • ტრავმირებული კანის შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია მისი აღდგენა ლაზერული, ქიმიური პილინგის, პლასტიკური ოპერაციების შემდეგ. ჰიალურონის მჟავას გარედან დამატება აჩქარებს შეხორცებას.
  • ბიორევიტალიზაცია გამოიყენება როგორც კანის მოსამზადებლად ულტრაიისფერი დასხივებისთვის, ასევე მის შედეგებთან საბრძოლველად. ჰიალურონის მჟავა უზრუნველყოფს უჯრედების დაცვას ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალებისაგან და ატენიანებს კანს მაღალი ტემპერატურით გამოწვეული გაუწყლოებისას.
  • კანის არაჯანსაღი ფერის, პიგმენტური ლაქების, თვალების ქვეშ შავი რგოლების დროს.
  • ბიორევიტალიზაცია ზრდის ჰიპერპიგმენტირებული ზონის ანტიოქსიდანტურ დაცვას და ხელს უწყობს ფერის აღდგენას.
  • კეროვანი ჰიპერპიგმენტაციის სწრაფი მოცილება შესაძლებელია სხვადასხვა ერთობლივი მეთოდით: პილინგის, ბიორევიტალიზაციისა და მელანინის წარმოქმნის დამთრგუნველი საშუალებების გამოყენებით.
  • გაფართოებული ფორებისა და გაძლიერებული ცხიმის წარმოქმნისას, ცხიმიანი და პრობლემური კანის შემთხვევაში. ჰიალურონის მჟავას შემცველი პრეპარატები აქვეითებენ ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობას. ამ პრობლემის გამო 25 წლამდე ბიორევიტალიზაციის ჩატარების აუცილებლობა, როგორც წესი, არ არის.

უპირატესობები:

სიღრმე და მოქმედების ბუნებრიობა. კოსმეტიკური საშუალებების უმეტესობა შეიცავს ჰიალურონის მჟავას, მაგრამ კანის ზედაპირზე წასმისას ის ღრმად ვერ აღწევს და მისი მოქმედება ეპიდერმისის რქოვანა შრით შემოიფარგლება. ბიორევიტალიზაციისას კი მჟავა ეპიდერმისისა და დერმის ღრმა შრეებში შედის და როგორც ბუნებრივი კომპონენტი, უჯრედულ დონეზე მოქმედებს: ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის რეგენერაციას, აუმჯობესებს უჯრედშორისი ნივთიერების შემადგენლობას, რომელიც კვებავს და ატენიანებს კანს.

შედეგი ერთი-ორი სეანსის შემდეგ საგრძნობი ხდება. ეფექტის ხანგრძლივობა კურსის ჩატარებიდან 3-6 თვე, ზოგჯერ წლებიც კია. უმჯობესდება კანის ელასტიკურობა, დატენიანება, ფერი, წვრილი ნაოჭები სრულად სწორდება, ვითარდება ლიფტინგის ეფექტი. მიღებული შედეგის შენარჩუნების ვადა დამოკიდებულია ადამიანის ბიოლოგიურ ასაკზე, ორგანიზმის მიერ ჰიალურონის მჟავას ხარჯვის ტემპზე (მოწევა, ულტრაიისფერი გამოსხივება, სტრესი, საზოგადოდ, დაავადებები, აჩქარებენ მჟავას ხარჯვის ტემპს).

რა მიდამოში შეიძლება გაკეთდეს?

სხეულისა და სახის თითქმის ნებისმიერ უბანზე. ყველაზე ხშირად კოსმეტოლოგები ატარებენ სახის, ყელის, დეკოლტეს, ხელების ბიორევიტალიზაციას. სწორედ ეს ადგილები განიცდიან ყველაზე მეტად გარემოს მავნე ზემოქმედებას, რაც აჩქარებს კანის დაბერებას. ქუთუთოების, ყურის მიდამოსა და ბიბილოების ბიორევიტალიზაცია პრობლემას არ წარმოადგენს.

ბიორევიტალიზაციის შემდეგ წვრილი ნაოჭები შეიძლება გასწორდეს, მაგრამ ნაოჭების მოსაშორებლად უფრო ეფექტური კონტურული პლასტიკა, ბოტოქსია. ბიორევიტალიზაცია ემსახურება ნაოჭების წარმოქმნის პროფილაქტიკას, კანის ტონუსის, ელასტიკურობისა და მისი ახალგაზრდობის შენარჩუნებას.

სახეები:

  • ინექციური ბიორევიტალიზაცია - ამ დროს ჰიალურონის მჟავა შეჰყავთ წვრილი ნემსით. ის შეიძლება განვიხილოთ ზედაპირულ მეზოთერაპიად, რომელიც საჭირო სიღრმეზე აუცილებელი ოდენობის პრეპარატის შეყვანის საშუალებას იძლევა.
  • ლაზერული ბიორევიტალიზაციის დროს ნემსი არ გამოიყენება, კანის საფარველის მთლიანობა არ ირღვევა, პროცედურა კომფორტული და სასიამოვნოა და მას სპა-კოსმეტოლოგიის სფეროსაც მიაკუთვნებენ.
  • ინექციური ბიორევიტალიზაცია უფრო ეფექტურია, ლაზერული - უფრო კომფორტული. კანისთვის კი ორივე სასარგებლოა.

უკუჩვენებები:

  • ადგილობრივი - პროცედურის ადგილზე ინფექციურ-ანთებითი პროცესი;
  • კანის ახალწარმონაქმნი, მათ შორის ხალი;
  • ზოგადი - ჰიალურონის მჟავას ინდივიდუალური აუტანლობა;
  • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
  • სხეულის ტემპერატურის მომატებით მიმდინარე დაავადებები;
  • ავთვისებიანი სიმსივნეები;
  • აუტოიმუნური დაავადებები;
  • კელოიდური ნაწიბურები.

კანი ის ძირითადი ორგანოა, სადაც სინთეზირდება ჰიალურონის მჟავა. ამიტომ დიდ უბანზე ბიორევიტალიზაციით მჟავის რაოდენობა მთელ სხეულში მატულობს, რითაც კანთან ერთად სხვა ორგანოებიც კმაყოფილდება. ეს კი ზრდის ადაპტაციურ რესურსებს და ეხმარება მთელი ორგანიზმის გაახალგაზრდავებას.