საშემოდგომო კოსმეტოლოგიური პროცედურები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საშემოდგომო კოსმეტოლოგიური პროცედურები

ჰიპერპიგმენტაციის საშიშროების გამო ბევრი კოსმეტოლოგიური მანიპულაცია (მაგალითად, პილინგი) არ არის რეკომენდებული. ნაზი კანისთვის არც ზამთრის ცივ დღეებშია აღნიშნული პროცედურები სასურველი და სასიამოვნო. შემოდგომით კი კოსმეტოლოგებს თავისუფლად მოქმედების საშუალება ეძლევათ. ეს არის აქტიური პროცედურების (ქიმიური პილინგი, აქტიური მჟავათი ასაკის საწინააღმდეგო პროცედურები, ფოტო- და ლაზერული პროცედურები) პერიოდი.

შემოდგომით ქალები ცდილობენ, ლამაზი რუჯი და მოხდენილი სხეულიც შეინარჩუნონ და კანი ზამთრისთვისაც მოამზადონ.

ზაფხულგამოვლილი კანი მშრალია, მგრძნობიარე და ინტენსიურ დატენიანებას საჭიროებს. სწორედ ამიტომ არის შემოდგომით განსაკუთრებით აქტუალური კანის საკვები ელემენტებით მოსამარაგებელი და მისი დამატენიანებელი პროცედურები.

უნდა ვისარგებლოთ მომენტით და შემოდგომით შევავსოთ ორგანიზმი ვიტამინებისა და მიკროელემენტების მარაგით. მნიშვნელოვანია მკვებავი და დამატენიანებელი ნიღბების სისტემატური გამოყენებაც.

თმასა და კანს შემოდგომით განსაკუთრებული მოვლა უნდა. სპეციალისტები გვირჩევენ კანის პილინგს, თმის სამკურნალო კურსსა და სახის დამატენიანებელ და ვიტამინიზებულ ნიღბებს.

კანს მზის სხივებთან ბრძოლისას დაკარგული ძალები რომ დაუბრუნდეს, ამისთვის იდეალურია დამატენიანებელი ნიღბებისა და მეზოთერაპიის კურსი.

შემოდგომით ღამის მსუბუქი გელის სტრუქტურის კრემი შეცვალეთ უფრო სქელი, ნაჯერი საშუალებით. მაკიაჟი მოიშორეთ რძით, დღის კრემი კი დამატენიანებელი შეარჩიეთ.

უმთავრესი საშემოდგომო პროცედურები კანისთვის

ზაფხულში კანი უამრავ ნეგატიურ ზემოქმედებას განიცდის, ყველაზე აქტუალური ულტრაიისფერი გამოსხივებისა და ტემპერატურული სხვაობის მოქმედებაა. ამიტომ ზაფხულის ბოლოს კანი დაღლილი და ტენდაკარგულია. კრემები ყოველთვის ვერ აუმჯობესებს მის მდგომარეობას. შეგიძლიათ მიმართოთ ბიორევიტალიზაციას, ესთეტიკური მედიცინის ცენტრებში ეს ერთ-ერთი სასურველი პროცედურაა შემოდგომით.

პროცედურის დროს კანქვეშ შეჰყავთ ჰიალურონის დამატენიანებელი მჟავა, რის ხარჯზეც ხდება კანის საფარველის რეგენერაცია. კანი შესამჩნევად ჯანსაღდება და ყოველგვარი დაღლილობისა თუ შეშუპების კვალი ქრება. სპეციალისტები სასურველად 2-დან 5 პროცედურამდე მიიჩნევენ, 2-3-კვირიანი შესვენებებით.

შემოდგომით შესაძლებელია პილინგიც. ხარისხიანი პილინგის კურსის ეფექტი აპარატული მეთოდის შედეგებს უთანაბრდება. არსებობს პილინგის უამრავი ვარიანტი. ყველაზე პოპულარული მეთოდია - დამზოგავი გლიკოლის პილინგი, ხილის მჟავებით პილინგი, ლაზერული პილინგი. გამოსაყენებელი ვარიანტი დერმატო-კოსმეტოლოგმა პაციენტის მონაცემების მიხედვით უნდა შეარჩიოს.

  • ზედაპირული პილინგი გამოიყენება მცირე დეფექტებისთვის, მაგალითად, ჭორფლისას;
  • საშუალო რეკომენდებულია ფერიმჭამელებისა და ზედაპირული ნაოჭების დროს;
  • ღრმა - გაფართოებული ფორების, ნაწიბურების, მოდუნებული კანისთვის და ა.შ.

პილინგის ძირითადი მიზანია კანის ფერის გათანაბრება, წვრილი ნაოჭების გასწორება და კანის საფარველის ბუნებრივი რეგენერაციის პროცესის ამუშავება.

თმისთვის

სტილისტების რჩევით, საჭიროა თმის აღსადგენი, ფერის გასაუმჯობესებელი, მტვრევის, სიმშრალის, ბოლომძოვარებისა და ცვენის საწინააღმდეგო კომპლექსური პროცედურები. თმაზე საკვები შრატის, სასარგებლო შემადგენლობის ნიღბებისა და სხვა საშუალებების წასმა, სასურველია ბოლოების მოკვეცა.

შემოდგომის მანიკიური და პედიკიური

მანიკიურის ოსტატები ხელისა და ფეხის კანისთვის ჩვეულებრივი მანიკიურ-პედიკიურიდან შPA ვარიანტზე გადასვლას არჩევენ, ეს მოიცავს მასაჟს, ეთერზეთების კომპრესებს, სქრაბებსა და დამატენიანებელ ნიღბებს.

სუსტ და მტვრევად ფრჩხილებს ფრჩხილის ფირფიტით უმკურნალეთ, ფრჩხილები კალციუმითა და ჟანგბადით მომარაგდება და მათი აშრევებაც შეჩერდება.