სიმართლე ბოტოქსის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიმართლე ბოტოქსის შესახებ

როგორ გახდა საშიში შხამი სილამაზის მსახური

ბოტოქსი ანუ ბოტულინოტოქსინი - ეს არის ნივთიერება, რომელიც ბოტულიზმის ბაქტერია ჩლოსტრიდიუმ-ით სინთეზირდება. ამ ბაქტერიებს შეუძლიათ ადამიანის მძიმე კვებითი მოწამვლა და სიკვდილიც კი გამოიწვიონ.

ტოქსინს ასუფთავებენ და ნემსით შეჰყავთ პაციენტის კანში, სადაც ის ბლოკავს აცეტილქოლინის რეცეპტორებს, იწვევს კუნთის დროებით დამბლას, ბლოკავს ნერვებში იმპულსების გადაცემას და კანის ზედაპირი გლუვდება.

ერთ დროს ბოტოქსს მკაცრად სამედიცინო მიზნით - კუნთების არაბუნებრივი სპაზმის კონტროლისთვის იყენებდნენ. უკანასკნელ ხანებში ის კოსმეტიკური მიზნებითაც გამოიყენება. ბოტოქსით არა მარტო ნაოჭები მინიმიზდება, იქმნება სავსე ტუჩის ეფექტი, იხსნება თვალის კუნთების სპაზმი და იღლიის გადაჭარბებული ოფლიანობა.

ბოტოქსის უპირატესობები:

  • ბოტოქსის დოზა იმდენად უმნიშვნელოა, რომ ორგანიზმს არავითარ საფრთხეს არ უქმნის.
  • ბოტოქსი პლასტიკური ქირურგიის კარგი ალტერნატივაა, რადგან სახის ამგვარი კორექცია მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომია მსურველთათვის, უმტკივნეულოა და გააჩნია მყისიერი ეფექტი.
  • ბოტოქსი ეფექტურად ასწორებს და ათანაბრებს სახის კანს, აცილებს ღრმა ნაოჭებს სახესა და შუბლზე. ინექციის კვალის ალბათობა მინიმალურია.
  • ბოტოქსზე ალერგიის განვითარების რისკი დაბალია, მაშინაც კი, თუ კანი ჩხვლეტის მიმართ მგრძნობიარეა.

ბოტოქსის ნაკლოვანებები:

  • ინექციის ადგილას მცირე უზუსტობამ შეიძლება ქუთუთოს ან წარბის ჩამოშვება გამოიწვიოს. მართალია, ეს დროებითია, მაგრამ უხერხულობის შემქმნელია.
  • შესაძლოა სახის ზოგიერთი კუნთის დროებითი დამბლაც აღინიშნოს.
  • რადგან ბოტოქსის ეფექტი თანდათანობით ქრება, პროცედურის გამეორება ყოველ 3-4 თვეშია საჭირო.
  • პროცედურა არც ისე იაფია, მით უფრო, თუ რამდენიმე სეანსია ჩასატარებელი და ეფექტიც დროებითია.
  • შესაძლებელია ბოტოქსმა საერთოდ არ იმუშაოს. სახის ზოგიერთი ნაოჭი არ არის დამოკიდებული კუნთის მუშაობაზე, მაგალითად, შეუძლებელია ამ გზით გასწორდეს ცხვირ-ტუჩის ნაოჭი (ამისთვის ჰიალურონის მჟავასა და კოლაგენის ინექცია გამოიყენება).
  • არსებობს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკიც: ღებინება, თავის ტკივილი, შეშუპება, სისხლჩაქცევა, კუნთების ტკივილი.

სპეციალისტების რჩევით ბოტოქსი კატეგორიულად უკუნაჩვენებია ღვიძლისა და ფილტვების დაავადებებისას, ცილოვან პრეპარატებზე ალერგიისა და ახლომხედველობისას. ასევე იკრძალება ანტიბიოტიკებისა და კალციუმის პრეპრატების მიღებისას.

ბოტოქსის ინექციამდე საჭიროა ბოტულინოტოქსინზე თავსებადობის შემოწმება, რადგან ის ცოცხალ ორგანიზმში სინთეზირებული ერთ-ერთი რთული ცილაა.

ბოტოქსი არ იწვევს შეჩვევას

გავრცელებულია მოსაზრება, რომ ბოტოქსის ინექციები საკმაოდ საშიშია, რადგან რამდენიმე პროცედურის შემდეგ კუნთები ეჩვევა პრეპარატს. სპეციალისტების აზრით, შეჩვევის ეფექტი ნამდვილად არ არსებობს. ის მხოლოდ მაშინ ვითარდება, როდესაც ერთ სრულფასოვან პროცედურას რამდენიმე ჯერად ყოფენ. მაგალითად, ერთ სეანსზე შუბლის ნაოჭს იცილებენ, ერთი თვის შემდეგ სხვა მიდამოს კორექცია ხდება, კიდევ ერთი თვის შემდეგ კი წარბებშუა ნაოჭებს ისწორებენ. თუ შესაბამისი ინექციები ერთ სეანსზე გაკეთდება და მათ შორის ინტერვალი არ დაირღვევა, ყველაფერი რიგზე იქნება.

ბოტოქსის შემდეგ ხშირად ვითარდება ფტოზი. მაგრამ ეს მოვლენა საშიში არ არის, შექცევადია და რამდენიმე თვეში თავისით ქრება.

ორსულობის დროს ბოტოქსის ინექციები არასასურველია.

ბოტოქსს სახის ყველა უბანზე ნუ გაიკეთებთ - მოერიდეთ პირის ირგვლივ ზონას, ლოყებსა და ნიკაპს. სპეციალისტები ამ ადგილებში ნაოჭების აღსაკვეთად ბიოპოლიმერულ გელებს ემხრობიან.

დაბოლოს, ბოტოქსის შეყვანამდე კარგ სპეციალისტთან გაარკვიეთ, რამდენად გესაჭიროებათ ეს ინექცია.