ზღვის მარილი თმისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზღვის მარილი თმისთვის

ზღვის მარილი ძალიან სასარგებლოა თმისთვის. ის ღრმად აღწევს ქსოვილებში, აუმჯობესებს მათ სისხლით მომარაგებასა და მიმოქცევას, აჯერებს ჟანგბადით და ამით აჩქარებს უჯრედულ ცვლას. ეს ეხმარება თმის კვებას, ჩერდება ცვენა და აქტიურდება სტრუქტურის ზრდისა და აღდგენის პროცესი. ზღვის მარილი აწესრიგებს კანის ცხიმოვან ბალანსს, რაც პანაცეაა თმის მომატებული ცხიმიანობის სამკურნალოდ.

ზღვის მარილს გააჩნია შესანიშნავი გამწმენდი ეფექტი, თავის კანში შეზელისას ქერტლისგან ათავისუფლებს კანს.

ზღვის მარილი თმისთვის სუფთა სახითაც გამოიყენება და სხვადასხვა ნიღბის, ბალზამის, ლოსიონისა და ტონიკების შემადგენლობაშიც. ზღვის მარილისა და მის საფუძველზე დამზადებული პროდუქციის შეძენა ნებისმიერ აფთიაქშია შესაძლებელი.

თმის გასაძლიერებლად და გასაჯანსაღებლად ძალიან ეფექტურია ზღვის მარილის ნიღბები, მაგრამ გამოყენების რამდენიმე წესია გასათვალისწინებელი:

  • არ გამოიყენოთ ზღვის მარილის ნიღბები, თუ თავის თმიანი ნაწილის კანს მცირე ნაკაწრი ან დაზიანება აქვს;
  • მარილი თმისთვის მხოლოდ კვირაში 2-ჯერ შეიძლება. უფრო ხშირი გამოყენებისას უკუშედეგია მოსალოდნელი - თმა დაკარგავს მოცულობას, სიგლუვეს, გაუხეშდება და დავარცხნისას არ დაგემორჩილებათ;
  • მშრალი კანისთვის მარილი კვირაში მხოლოდ ერთხელ მოიხმარეთ, ცხიმიანი ან ცხიმიანობისკენ მიდრეკილი კანისთვის კი კვირაში 2-ჯერ;
  • მარილის ნიღაბი უნდა წაისვათ მხოლოდ სველ თმასა და კანზე;
  • მკურნალობის ოპტიმალური კურსი თვეში 6-8 პროცედურაა, არანაკლებ 2,5-3 თვე, შემდგომი შესვენებით.

ზღვის მარილის სახლის პირობებში გამოყენებაც შეიძლება:

1. სუფთა სახით ზღვის მარილის შეზელა თმის ძირებში (მარილის პილინგი):

მცირე რაოდენობით ზღვის მარილი აიღეთ პეშვით, წაისვით სველ თმაზე, თითების მსუბუქი, წრიული მოძრაობით შეიზილეთ თმის ძირებში და გადაანაწილეთ თანაბრად თავის თმიანი ნაწილის კანზე 5-10 წუთის განმავლობაში. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ თმა თბილი წყლითა და შამპუნით და გადაივლეთ ვაშლის ძმრის ან ლიმონის წვენის წყალხსნარი. აღნიშნული პროცედურა ეხმარება თმის კვებასა და აღდგენას, აფერხებს ცვენას და ასტიმულირებს ზრდას, შესანიშნავად ასუფთავებს კანს და აშორებს ქერტლს.

2. მკვებავი ნიღაბი ზღვის მარილით, კეფირითა და ეთერზეთებით (მსუბუქი სქრაბი):

1 ჩაის ჭიქა კეფირს დაუმატეთ 50 გ ზღვის მარილი და 3-5 წვეთი ეთერზეთი. თმის მომატებული ცხიმიანობისას ძალიან კარგია ნაძვის, ლიმონის, ევკალიპტის ან მიხაკის ზეთი. თმის გაძლიერებული ცვენისას - პიტნის, როზმარინის ან ლავანდის ეთერზეთი. ყველაფერი კარგად აურიეთ. მიღებული მასა თითების წრიული მოძრაობით შეიზილეთ თმის ძირებში და თმის მთელ სიგრძეზე. ეფექტის გასაძლიერებლად დაიხურეთ პოლიეთილენის პარკი ან ქუდი. 20-30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და ბავშვის რბილი შამპუნით. ეს ნიღაბი კარგად კვებავს თმას, ის გლუვი, ძლიერი და მბზინავი ხდება, ფერხდება ცვენა.

3. თმის ზრდის ნიღაბი ზღვის მარილისა და ბანანისაგან:

საშუალო ზომის ბანანისგან მოამზადეთ პიურე. დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ზღვის მარილი. მოათავსეთ ეს მასა ბლენდერში. შეიზილეთ თმის ძირებში. დაიხურეთ პოლიეთილენის პაკეტი და მოიხვიეთ პირსახოცი. ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.

4. ნებისმიერი ტიპის თმისთვის ზღვის მარილის, კვერცხის გულისა და კეფირის გამამაგრებელი ნიღაბი:

50 მლ წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი, დაუმატეთ 1 კვერცხის გული და 50 მლ კეფირი. ყველაფერი კარგად აურიეთ და დაბანის შემდეგ შეიზილეთ თმის ძირებში. ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.

5. ქერტლის საწინააღმდეგო ზღვის მარილის, პურისა და კვერცხის გულის ნიღაბი:

პურის 2-3 მცირე ზომის ნაჭერი დაალბეთ წყალში, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი და 2 კვერცხის გული. შეიზილეთ თმის ძირებში, შეიფუთეთ და 40 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

6. აღმდგენი ნიღაბი ზღვის მარილის, თაფლის, მდოგვისა და ზეითუნის ზეთისგან:

ათქვიფეთ 1 კვერცხის გული, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი, 3 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, თაფლი და ნახევარი ლიმონის წვენი. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ და შეიზილეთ თმის ძირებში. შემოიხვიეთ პირსახოცი. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. რეკომენდებული კურსია კვირაში ერთხელ 1 თვის განმავლობაში.

7. ზღვის მარილის დამატენიანებელი ნიღაბი:

1 ჩაის ჭიქა ტუტე მინერალურ წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი და დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ნუშის ზეთი. ყველაფერი კარგად აურიეთ და შეიზილეთ თმის ძირებში. დაიხურეთ პოლიეთილენის პაკეტი და შემოიხვიეთ პირსახოცი. 15-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.