თვალების ირგვლივ კანის მოვლა 30 წელს გადაცილებულთათვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თვალების ირგვლივ კანის მოვლა 30 წელს გადაცილებულთათვის

თვალების ირგვლივ კანი გაიწმინდეთ მიდამოსთვის განკუთვნილი მაკიაჟის მოსაშორებელი სპეციალური რძით. ბამბის ტამპონით ძალიან ფრთხილად და ნაზად ჩამოიშორეთ კოსმეტიკური საშუალებები ისე, რომ კანი არ დაჭიმოთ. ამ მიზნით ნუ გამოიყენებთ ჩვეულებრივ საპონს, რადგან ის არა მარტო გამოაშრობს, შეიძლება გააღიზიანოს კიდეც კანი.

30 წლის შემდეგ კრემების, ლოსიონებისა და გელების გამოყენება ჩვევად იქციეთ. შეარჩიეთ თქვენთვის შეასაფერისი კოსმეტიკური საშუალება, რომელიც არ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს და კანის სიწითლეს. გამოხატული ნაოჭებისას თვალების ირგვლივი მიდამოსთვის უმჯობესია მკვებავი კრემები, შეშუპებისაკენ მიდრეკილებისას კი - მსუბუქი დამატენიანებელი გელი.

კრემი ან გელი წაისვით თითების მსუბუქი მოძრაობით, თვალის გარეთა კუთხიდან ცხვირის მიმართულებით, ზედა ქუთუთოზე კი საპირისპირო მიმართულებით.

კანის გულდასმით გასუფთავება და ხარისხიანი კრემის რეგულარული გამოყენება - ნაოჭების პროფილაქტიკისა და უკვე არსებულის შემცირების აუცილებელი ღონისძიებაა.

თუმცა ეს საკმარისი არაა. 30 წლის შემდეგ თვალების ირგვლივ კანის მოვლა გულისხმობს სხვადასხვაგვარი მკვებავი ნიღბისა და დამამშვიდებელი კომპრესის გამოყენებას. ამისთვის კი სალონში ფულისა და დროის ხარჯვა სულ არ არის აუცილებელი. ყველაფრის შინ მომზადებაც შესაძლებელია ხელმისაწვდომი ინგრედიენტებისგან.

კარტოფილის ნიღაბი - უმი გახეხილი კარტოფილის ფაფა დაიდეთ თვალებთან 20 წუთით. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში 2-ჯერ. ნიღაბი ამშვიდებს, ამცირებს შეშუპებას და ხსნის კანის სიწითლეს.

ზეთოვანი ნიღაბი - ძილის წინ კრემის ნაცვლად ნებისმიერი ზეთი წაისვით. ზეთი ასწორებს და კვებავს კანს, ამცირებს ნაოჭებს.

1 ჩ/კ ბანანის რბილობი შეურიეთ ამდენივე ნაღების კარაქს. ეს იმპროვიზებული კრემი წაისვით თვალების ირგვლივ და ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მუქი ჩაის ან გვირილის ნაყენის კომპრესები კანის მატონიზებელი შესანიშნავი საშუალებაა. იგი ამცირებს შეშუპებას და დაღლილობის კვალს. ბამბის ტამპონი დაასველეთ ნაყენში, გაწურეთ და დაიდეთ თვალებზე 10 წუთით.

კანი თვალის ირგვლივ განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. თუ სახის კანის ინტენსიური მოვლა 25-30 წლიდან უნდა დაიწყოს, თვალების ირგვლივ კანი 20 წლიდან მოითხოვს მოვლას.

პირველ რიგში, აუცილებელია კრემის შერჩევა, რომელიც უპასუხებს ყველა თანამედროვე მოთხოვნას და გადაჭრის კომპლექსურ პრობლემებს.

რომელი კრემი შევარჩიოთ

თვალების ირგვლივ შავი ჩრდილების მოსაშორებლად შეარჩიეთ კრემი რეტინოლის, პეპტიდებისა და К ვიტამინის შემცველობით.

თუ შეშუპებისკენ ხართ მიდრეკილი, გამოიყენეთ კოფეინის შემცველი კრემი. ეს ერთდროულად ორ პრობლემას მოხსნის - შეამცირებს შეშუპებას და შავ რგოლებს.

თუ თვალების ირგვლივ კანი ძალიან მშრალია, იქერცლება, წითლდება, აირჩიეთ დამატენიანებელი კომპონენტებიანი კრემი. გლიცერინისა და ჰიალურონის მჟავას შემცველობა ამ პრობლემებს გაუმკლავდება.

წვრილი ნაოჭების ბადის არსებობისას გამოიყენეთ კრემი პეპტიდებითა და თუთიით. პეპტიდები კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავების სტიმულაციას უწყობს ხელს, თუთია ეხმარება კანს უჯრედების განახლებაში და ელასტინის გამომუშავების სტიმულატორებს მიეკუთვნება.

დღის კრემად გამოიყენეთ მსუბუქი საშუალებები, რომლებიც სწრაფად შეიწოვება, საღამოს კი უფრო ნაჯერი მკვებავი კრემები. კრემის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ვარგისიანობის ვადას.

თვალების ირგვლივ კანის მოვლის წესები:

მაკიაჟი წამწამებიდან და ქუთუთოებიდან მოიშორეთ მხოლოდ სპეციალური საშუალებებით. არ გამოიყენოთ საპონი და დასაბანი ტუტე გელები.

მაკიაჟის მოშორების შემდეგ იხმარეთ თვალის კანის მატონიზებელი სპეციალური ტონიკები.

გასუფთავებისა და ტონიზაციის შემდეგ თვალების ირგვლივ კრემი წაისვით.

სისტემატურად მოუარეთ თვალების ირგვლივ კანს. არასოდეს დაიძინოთ შეღებილი თვალებითა და წამწამებით.

ძილი

30 წლის შემდეგ ჯანსაღი, სრულფასოვანი ძილი კანის მოვლის აუცილებელი შემადგენელია. იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრებით, ამით ხანგრძლივად შეინარჩუნებთ ჯანმრთელობას, კანი კი გლუვი და მკვრივი გექნებათ.