რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
სათესლე ჯირკვლების ტკივილი
სათესლე ჯირკვლების ტკივილი
სათესლეები - ეს მამაკაცის სასქესო ჯირკვლებია. მარჯვენა და მარცხენა ჯირკვლები მამაკაცის სათესლე პარკის შესაბამის ნახევრებშია მოთავსებული. ხშირად მარცხენა სათესლე ჯირკვალი უფრო დაბლაა დაწეული. თითოეული სათესლე ჯირკვლის ზედა ნაწილს უერთდება სათესლე ბაგირაკი, რომელიც სათესლის გარსების, სათესლის არტერიის, სათესლე ჯირკვლის ვენური წნულის ვენებისა და თესლგამომტანი სადინარისგან შედგება. სათესლე ჯირკვლების გვერდებზე ზემოთ და ქვემოთ მოთავსებულია სათესლეების დანამატები, რომლებიც ჯირკვლების ქვედა ნაწილში თესლგამომტან სადინარებში გრძელდება. თავად ჯირკვალიც რამდენიმე გარსისგან შედგება, თუმცა მათი მიმოხილვა შორს წაგვიყვანს. აი, ასეთია მოკლედ სათესლე ჯირკვლების ანატომია. სათესლე ჯირკვლებისა და მათი დანამატების დაავადებები თითოეული ან რამდენიმე ანატომიური სტრუქტურის პათოლოგიით შეიძლება იყოს გამოწვეული. შესაბამისად, სხვადასხვაგვარია მათი კლინიკური გამოვლინებაც, მაგრამ მათ მაინც აქვთ ერთი საერთო ნიშანი - ეს ტკივილი გახლავთ. გაგაცნობთ სათესლე ჯირკვლების რამდენიმე დაავადებას, მათი მკურნალობისა და პროფილაქტიკის წესებს.

ვარიკოცელე სათესლე ჯირკვლისა და სათესლე ბაგირაკის ვენების ვარიკოზული გაგანიერებაა. ის მამაკაცთა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და ხშირად არცთუ ისე სასიამოვნო შედეგი მოსდევს. ვარიკოცელე ვითარდება ორი მიზეზის გამო. პირველი სისხლძარღვის კედლის თანდაყოლილი სისუსტეა. ხშირად ვარიკოცელე ამ პრობლემისადმი გენეტიკური განწყობის შედეგი გახლავთ - ვარიკოცელეთი დაავადებულის სისხლით ნათესავს თითქმის ყოველთვის აღმოაჩნდება ხოლმე ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ბრტყელტერფიანობა, გულის მანკი, ფიმოზი ან შემაერთებელი ქსოვილის სხვა უკმარისობა. ხშირად ეს დაავადებები ერთმანეთს თანხვდება. მეორე მიზეზი მცირე მენჯის ღრუში ან სათესლე პარკის ვენებში სისხლის წნევის მომატებაა. სინამდვილეში ეს უფრო წინასწარი განწყობის ფაქტორია და არა დაავადების მიზეზი, მაგრამ ზოგჯერ გვხვდება იმდენად მკვეთრად გამოხატული ანატომიური ცვლილებები, რომლებსაც ვენებში წნევის მომატება მოჰყვება, რომ ეს ფაქტორი ვარიკოცელეს მიზეზად იქცევა. სათესლე ჯირკვლის ვენა შეიძლება გაიღუნოს, სხვა სისხლძარღვებით გადაიკეტოს, ქსოვილთა ნაკეცებს შორის გაიაროს და სხვა. ეს ყველაფერი ვენის შევიწროებას და შედეგად მასში სისხლის წნევის მომატებას იწვევს. იშვიათად ვენაში სისხლის წნევის მომატება ზოგადი ფაქტორებით არის გამოწვეული - ქრონიკული შეკრულობით ან დიარეით, სიმძიმეების აწევით, მუცლის კუნთების დაჭიმვით და ასე შემდეგ. ამ ფაქტორებმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ვარიკოცელეს განვითარებას, მაგრამ დაავადების მიზეზად ვერ იქცევა. ყველაზე ხშირად ვარიკოცელე სქესობრივი მომწიფების პერიოდში ვითარდება. ის სწრაფად აღწევს გარკვეულ ხარისხს და აღარ პროგრესირებს. ვარიკოცელე თითქმის ყოველთვის მარცხენამხრივია. იშვიათია ორმხრივი ვარიკოცელე, კიდევ უფრო იშვიათი - მარჯვენა სათესლე ჯირკვლისა. ვარიკოცელე სათესლე ჯირკვლის ფუნქციაზე ახდენს გავლენას. ეს ორგვარად შეიძლება გამოვლინდეს - ან ტკივილითა და უსიამოვნო შეგრძნებებით, ან უნაყოფობით. ტკივილს ან უსიამოვნო შეგრძნებებს ყველაზე ხშირად აქვთ დაქაჩვის, ზეწოლის ხასიათი. ხშირად პაციენტები ამ მდგომარეობას აღწერენ როგორც სათესლე პარკში სიმძიმის შეგრძნებას. ჩვეულებრივ, ეს შეგრძნებები მუდმივი არ არის, მაგრამ ვლინდება ფიზიკური დატვირთვის, სქესობრივი აქტის, სითბური პროცედურების ან ხანგრძლივი უმოძრაობის დროს. მარცხენამხრივი ვარიკოცელეს დროს არ არის აუცილებელი, ტკივილი მარცხნივ იყოს ლოკალიზებული - ხშირად პაციენტებს უჭირთ გარკვევა, რომელ ნახევარშია ეს შეგრძნება უფრო მკვეთრად გამოხატული, არცთუ იშვიათად კი ტკივილი მარჯვნივ ლოკალიზდება. ყველაზე ხშირად
You must have Flash Player installed in order to see this player.
ვარიკოცელე უსიმპტომოდ მიმდინარეობს და საერთოდ არ აწუხებს ადამიანს. მრავალი მამაკაცი ვარიკოცელეთი მთელ ცხოვრებას ატარებს, შვილები ჰყავს და არაფერი იცის ამ დაავადების შესახებ. ხშირად ვარიკოცელეს სხვა მიზეზის გამო გასინჯვისას, შემთხვევით აღმოაჩენენ. ვარიკოცელეს აღმოჩენა ხდება სათესლე ჯირკვლის დათვალიერებით, ექოსკოპიური ან დოპლეროგრაფიული კვლევით. ორი უკანასკნელი აუცილებლად ორ მდგომარეობაში - წოლითსა და დგომითში - უნდა ჩატარდეს. თუ ასე არ გაკეთდა, გამოკვლევა ყოველგვარ აზრს კარგავს. მკითხველისთვის საინტერესო იქნება ისიც, რომ ვარიკოცელეს აღმოჩენის შეთხვევაში აუცილებლად უნდა გაკეთდეს სპერმომორფოგრამა. ვარიკოცელეს მხოლოდ ქირურგიული მეთოდით მკურნალობენ. თუ სადმე გაიგონებთ მისი უოპერაციოდ მკურნალობის შესახებ, არ დაიჯეროთ, ვარიკოცელეს ეფექტური მკურნალობა ოპერაციის გარეშე შეუძლებელია. ვარიკოცელე, როგორც ზემოთაც ვთქვით, ძირითადად ანატომიური ან გენეტიკური განწყობის გავლენით ვითარდება, ამიტომ მის პროფილაქტიკაზე ლაპარაკიც ზედმეტია. სქესობრივი მომწიფების პერიოდის დასრულების შემდეგ (19-20 წლის ასაკში) კარგი იქნება უროლოგთან კონსულტაციის გავლა და თუ ვარიკოცელეს არავითარი ნიშანი არ არსებობს, მაშინ ამაზე ნერვიულობა აღარ ღირს. თუ ვარიკოცელე აღმოგაჩნდათ, თავი უნდა არიდოთ მძიმე ფიზიკურ დატვირთვას და მოიწესრიგოთ კუჭ-ნაწლავის მოქმედება. სათესლე ჯირკვლებში ტკივილის დროს შესაძლოა შვება მოგგვაროთ ცივმა საფენებმა სათესლე პარკის მიდამოში ან სისხლძარღვთა შემავიწროებელმა პრეპარატებმა. სისხლძარღვთა გამაფართოებლები და სითბო კი უკუნაჩვენებია. განურჩევლად მდგომარეობისა, აუცილებელია ვიზიტი ექიმთან და, შესაძლოა, ოპერაციის გაკეთება - ასე თავს დააღწევთ დაავადებას და მის ყოველგვარ გამოვლინებას, რაც თქვენს ცხოვრებას უფრო მშვიდსა და ხარისხიანს გახდის.



თარიღი : 04-01-2017
ვახო
მომენტალური ტკივილი დამეწყო მარცხენა სათესლე ჯირკვლის არეში რომ ვნახე შესიებული მაქვს გთხოვთ სასწრაფოდ მიპასუხოთ
თარიღი : 23-06-2016
123456
4 დღეა მტკივა სათესლე ჯირკვალი მარჯვენა, დისკომფორტს ვგრძნობ, ვარჯიში დავიწყე და მაგის ბრალი ხომ არ არის?
თარიღი : 27-06-2015
გიორგი პაპიძე
ვარ 16 წლის დარტყმის შედეგად ვიტკინე მარჯვენა სათესლე ჯირკვალი მეორე დღეა და გარეგანი დათვალიერებით არაფერი არ ეტყობა და პერიოდულად იცის რამოდენიმე წამით ტკივილის შეხსენება მეტი არაფერი და რამე საშიში ხო არ არის ?
თარიღი : 19-06-2015
მაინტერესებს მარცხენა სატესლე ჯირკვლის ამოგების შემტხვევაში ბავშვის კოლის ალბათობა რამდენია
თარიღი : 04-03-2015
ნნნ1997
გამარჯობა, ვარ 17 წლის. პერიოდულად მტკივა მარჯვენა სათესლე ჯირკვალი, მარცხენა ბევრად მსუბუქად და იშვიათად. რამდენიმე ხნის წინ ნახევარი დღის განმავლობაშიც კი მტკიოდა უწყვეტად. ტკივილი თითქოს მფეთქავია. იქნებ, დამეხმაროთ, მითხრათ, რა შეიძლება იყოს. ალბათ, ეს ნახევარი წლის ამბავია, პერიოდულად ხდება ხოლმე. არ დავკვირვებივარ, იქნებ გაციებას უკავშირდება?!
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ჟურნალმა "ოჯახის მკურნალმა" საქველმოქმედო პროექტის #ქველმოქმედებამარტივია ფარგლებში ნოემბრისა და დეკემბრის ნომრების რეალიზაციიდან შემოსული თანხის ნაწილი 5 022 ლარი დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს გადასცა.
"ძალ­იან მნიშვნელოვანია მკურნალობის პროცესში პაციენტის თანამონაწ­ილეობა. ეს წიგნი სწორედ ამას გასწავლით...
ზამთრის მზე, ულტრაიისფერი გამოსხივების თვალსაზრისით, ზაფხულისაზე არანაკლებ საშიშია. ზამთარში ზოგჯერ ის უფრო ინტენსიურიცაა. ამასთან, წელიწადის ამ დროს სხეული ტანსაცმლითაა დაფარული, ხოლო თვალები მზის ზემოქმედების ქვეშ მთელი დატვირთვით ხვდება.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბრიტანელმა სპეციალისტებმა ჩაის მოულოდნელი თვისება გამოავლინეს. გლაზგოს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ დიდი რაოდენობით ჩაის მიღება მამაკაცის ორგანიზმზე ნეგატიურად აისახება
გენიტალიების გაახალგაზრდავება მამაკაცთა შორის პოპულარულ პროცედურა ხდება. გაახალგაზრდავების ოპერაციები უკვე აღარავის აკვირვებს, მაგრამ
სპერმატოცელე მკვრივი, ფიბროზული გარსით შემოსაზღვრული, მრგვალი ფორმის, ზოგჯერ სპერმატოზოიდებისა და სპერმატოციტების მინარევიანი სითხის შემცველი, მოცულობითი წარმონაქმნია.

სპერმატოცელე შეიძლება საშიში პათოლოგიის ნიშანიც იყოს, ისეთის, როგორიცაა სათესლეს ან თესლის გამომტანი სადინარების სიმსივნე. ამიტომ სათესლე პარკისა და საზარდულის არხის მიდამოში ნებისმიერი წარმონაქმნი ექიმის კონტროლს საჭიროებს.

როგორ იქმნება ხელოვნური შარდის ბუშტი ანუ შარდის ორთოტოპული დერივაცია

“როდესაც ქვეყანას ჰყავს დიდი პროფესიონალები, მისი ხალხი ფრთებს შლის, ყველა პრობლემას ადვილად ლახავს, სრულყო­ფილებისაკენ სწ­რაფვაც უფრო თვ­ა­ლსაჩინოა. წარმოიდგინეთ ახლა პროფესიონალთა ქვეყანა!”

მე ძალიან მომ­წ­ონს ნიკოლოზ ჩე­რნიშევსკის ეს სიტყვები და ყოველთვის მახსენდება ხოლმე პროფესორ გურამ ქარაზანაშვილთან შეხვედრისას, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის უდიდესი პროფესიონალი და დიდებული პიროვნებაა, არამედ იმიტომაც, რომ მისი წყალობით მართლა ბევრ ადამიანს გაუშლია სიხარულის ფრთები ჯანმრთელობის ურთულესი პრობლემების გადალახვით.

სპერმაში სისხლის არსებობას ჰემოსპერმიას უწოდებენ. იგი უხშირესად კეთილთვისებიანი ხასიათისაა, თუმცა შეიძლება იყოს სერიოზული უროლოგიური დაავადებების
ხშირად, მამაკაცებს ეუხერხულებათ იმის აღიარება, რომ ასოს თავი სტკივათ. ამას ერთვის მისი სიწითლე, შესაძლოა, ნახეთქები და გამონადენიც კი. ეს სიმპტომები (ჩივილები) უყურადღებოდ არ დატოვოთ და არ იფიქროთ, რომ ჰიგიენის გაძლიერებით პრობლემა მოგვარდება! რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ჰიგიენის ნორმების დაცვა აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი. მამაკაცის სასქესო ორგანოზე ასეთი უხერხულობის გაჩენა შეიძლება სულ უბრალო და ადვილად მოსაგვარებელმა მიზეზმა - ჰიგიენის ნაკლებობამაც გამოიწვიოს და საკმაოდ სერიოზულმა, აუცილებლად და დროულად სამკურნალო, მაგალითად, ვენერიულმა თუ სხვა სახის ინფექციურმა დაავადებებმაც.

21 ოქტომბერი 2016
ფინჯანი ყავის დალევის შემდეგ, იშვიათად თუ დავფიქრებულვართ, როგორ მოქმედებს ის სხვადასხვა ორგანოსა და სისტემაზე.
13 სექტემბერი 2016
1. საფეხურებზე სიარული.

კიბეზე ასვლისას ადამიანი წუთში 11 კალორიას წვავს.
ცნობილია, რომ სტრესმა შეიძლება წონის მატება გამოიწვიოს. მიზეზი მხოლოდ ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელ გაძლიერებულ მადაში არ არის. იცვლება თავად სხეულის მუშაობის მექანიზმი.
ხახვი ნებისმიერი ქვეყნის სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი პროდუქტია და მრავალი დაავადების სამკურნალო, ეფექტურ ბუნებრივ წამალსაც წარმოადგენს.
გაგიგონიათ ალბათ, შიშს დიდი თვალები აქვსო. რატომ? იმიტომ, რომ არ არსებობს ორგანული დაავადება, რომელზეც შიში მანკიერად არ მოქმედებს.