რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
დაავადებები, რომლებიც სასქესო ორგანოებს ზომას უცვლის
დაავადებები, რომლებიც სასქესო ორგანოებს ზომას უცვლის

პეირონის დაავადება. ეს დაავადება ახალგაზრდა და შუახნის მამაკაცებს ემუქრება. იგი ტკივილით იჩენს თავს, რაც მამაკაცს აიძულებს, გულდასმით დაითვალიეროს სასქესო ორგანო. სწორედ მაშინ აღმოაჩენს ის ასოში მკვრივ, მკვეთრკონტურებიან სიმკვრივეს, კვანძს, ბალთას. პეირონის დაავადება ონკოლოგიურთა რიცხვს არ მიეკუთვნება, არც შარდვის დარღვევებს იწვევს, მაგრამ ძალუძს, საკმაოდ დიდი ხნით დიდი დაღი დააჩნიოს სქესობრივ ცხოვრებას. დაავადების დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ სასქესო ასო ერექციისას დეფორმირდება, მრუდდება. გამრუდების კუთხემ შესაძლოა 90 გრადუსს და უფრო მეტსაც მიაღწიოს. რთულდება ერექცია, შეუძლებელი ხდება სქესობრივი აქტის ნორმალურად ჩატარება. პეირონის დაავადების შესახებ საერთო აზრი ჯერ კიდევ არ არსებობს.


როგორია დაავადების მექანიზმი?
სასქესო ასოს შიგნით ორი ცილინდრია, რომლებსაც კავერნოზულ სხეულებს უწოდებენ. ერექციის დროს ეს ცილინდრები სისხლით ივსება, თუმცა უსაზღვროდ არ ფართოვდება - ამაში თეთრი გარსი უშლით ხელს. პეირონის დაავადების დროს სწორედ ეს გარსი ზიანდება (იგლიჯება). ორგანიზმი თვითონვე "აკერებს~ დაზიანებულ ადგილს, მაგრამ ისე უხეშად, რომ პაციენტის მდგომარეობა სავალალოდ იცვლება. პეირონის დაავადება თავისთავად არ იკურნება. მისი მკურნალობა მხოლოდ გამოცდილ უროლოგს ძალუძს. მედიკამენტური თერაპია, დასხივებები, სტეროიდების თუ ე ვიტამინის ინიექციები დაავადების მხოლოდ დასაწყისში შეიძლება იყოს ეფექტური, ისიც - ნაწილობრივ. ბოლო დროს დიდი წარმატებით იყენებენ ულტრაბგერის დარტყმით მეთოდს, მკურნალობის ვიბრაციულ მეთოდებს. როცა ბალთაში კალციუმის მარილები ჩალაგდება, მედიკამენტური თერაპიისთვის დროის დაკარგვა აღარ ღირს, აქ საქმეში ქირურგია ერთვება. ხოლო თუ მამაკაცი ასოს დეფორმაციის ან ტკივილის გამო ვერ ახორციელებს სქესობრივ აქტს, პრობლემის მოგვარება ასოს პროთეზებს ეკისრება.


სათესლე ჯირკვლების სიმსივნე. სხვა სასქესო ორგანოებისგან განსხვავებით, სათესლე ჯირკვლების სიმსივნე საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. მის წილად მოდის მამაკაცთა ონკოლოგიური დაავადებების 2%. სამწუხაროდ, ასიდან თითქმის 99 სიმსივნე ავთვისებიანია. ავთვისებიანი სიმსივნეების მაქსიმალური სიხშირე, მაქსიმალური გამოვლინება თანხვდება სქესობრივი აქტიურობის კულმინაციურ პერიოდს (20-40 წელი), თუმცა დაავადება შეიძლება შეგვხვდეს ბავშვებშიც და ხანდაზმულ მამაკაცებშიც. სათესლე ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ორ ფაქტორს. ერთ-ერთი მათგანი კრიპტორქიზმია (მდგომარეობა, როცა სათესლე ჯირკვალი სათესლე პარკში არ არის ჩამოშვებული). ხშირად კრიპტორქიზმის გართულებაა, თანაც კიდევ უფრო საშიში, სემინომა - სათესლე ჯირკვლის სიმსივნე. სხვა გართულებებს შორისაა სათესლე ჯირკვლის ტრავმა და სათესლე ჯირკვლის შემოგრეხა. მეორე ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ავთვისებიანი სიმსივნეების ჩამოყალიბებას - სათესლე ჯირკვლის ატროფია და მამაკაცის ორგანიზმში მიმდინარე მასთან დაკავშირებული ჰორმონული ძვრებია. სათესლე ჯირკვლის სიმსივნე დასაწყისში თავს არაფრით ამჟღავნებს. ჩვეულებრივ, ავადმყოფები ერთ-ერთ სათესლე ჯირკვალში თავად აღმოაჩენენ სიმაგრეს. ჯირკვალი სწრაფად დიდდება, შეიძლება ითქვას, იჭიმება, ზოგჯერ მტკივნეულობაც შეინიშნება. თავად სათესლე ჯირკვლის სიმსივნე ტკივილის შეგრძნებას არ იწვევს, ტკივილი სიმსივნური პროცესის სათესლე ბაგირაკზე გადასვლის შემდეგ ვითარდება. მოგვიანებით სათესლე ჯირკვალი უფრო მეტად მკვრივდება და დეფორმირდება. ამ პროცესს მოსდევს სათესლე ჯირკვლის გარსებში სითხის დაგროვება, რაც კიდევ უფრო ადიდებს სათესლე პარკის შესაბამის ნახევარს. თუ სათესლე ჯირკვალი სათესლე პარკში არ არის დაშვებული (ან არ იქნა დაშვებული ქირურგიული გზით), სიმსივნე შეიძლება ისინჯებოდეს საზარდულის მიდამოში, სადაც ის ასევე მკვრივი და მტკივნეულია. თუ სათესლე ჯირკვალში სიმსივნე განვითარდა კრიპტორქიზმის აბდომინალური ფორმის დროს, ანუ მაშინ, როცა სათესლე ჯირკვალი მუცლის ღრუშია დარჩენილი, მაშინ ის ძალზე დიდი გაიზრდება, შესაძლოა, მუცლის ღრუს ნახევარიც კი დაიკავოს. ავადმყოფების დაახლოებით 3%-ს სიმსივნე ორივე სათესლე ჯირკვალში ერთდროულად უვითარდება. შედარებით იშვიათია რამდენიმეწლიანი შუალედით განვითარების შემთხვევები. სიმსივნეების დიაგნოსტიკა სათესლე პარკის დათვალიერებით იწყება. ეს სიმსივნის შესახებ პირველ მონაცემებს იძლევა. თუ ავადმყოფს კრიპტორქიზმი არ აქვს, მაგრამ აღენიშნება სათესლე პარკის ასიმეტრია, მაშინ ის ხელითაც უნდა გაისინჯოს. ეს ილეთი ექიმს საკმაოდ ფასეულ ინფორმაციას აწვდის. როგორც ზემოთ ითქვა, სათესლე ჯირკვლის სიმსივნის დროს გარსებს შორის სითხე გროვდება. საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა სითხე პუნქციით ამოიღოს და სათესლე ჯირკვალი მერეღა გასინჯოს ხელით. სათესლე ჯირკვლების სიმსივნეების დიაგნოსტიკაში დიდ როლს ასრულებს ულტრაბგერითი გამოკვლევა. მისი მეშვეობით შესაძლებელია სათესლე ჯირკვლის შიდა სტრუქტურის, სიმსივნის დანახვა და მისი ზომების განსაზღვრა. სათესლე ჯირკვლების სიმსივნის სადიაგნოზოდ ყველაზე უფრო შედეგიანი მეთოდია პუნქციის შედეგად ბიოფსიის გზით აღებული მასალის ციტოლოგიური კვლევა. სათესლე ჯირკვლების სიმსივნეს უმთავრესად ოპერაციული გზით მკურნალობენ. ამ დროს აკეთებენ ჰემიკასტრაციას - ამოკვეთენ დაზიანებულ სათესლე ჯირკვალს. უმეტესად, ასე ვთქვათ, მომწიფებული სემინომის დროს ჩატარებული ეს ოპერაცია, წესისამებრ, დამაკამაყოფილებელ შედეგებს იძლევა, სხვა შემთხვევაში კი საჭირო ხდება სათესლე ბაგირაკის მთლიანად ამოკვეთა. თუ დადგენილია მუცელგარეთა სივრცის ლიმფურ კვანძებში მეტასტაზების არსებობა, ტარდება ლიმფადენექტომია - დაზიანებული ლიმფური კვანძების ამოკვეთა. მარტივი ან გაფართოებული ჰემიკასტრაცია - ეს სათესლე ჯირკვლის სიმსივნის მკურნალობის პირველი ეტაპია. ამის შემდეგ აუცილებელია სხივური თერაპიის ჩატარება. ასეთი მკურნალობა დადებით შედეგს იძლევა სემინომებისა და იმ ტიპის სიმსივნეების მკურნალობის დროს, რომლებსაც სემინომის ტიპის ელემენტები აქვთ. ზოგჯერ, განსაკუთრებით მაშინ, როცა სიმსივნე დიდი ზომისაა, დასხივებას ოპერაციამდე აკეთებენ. ეს ხშირად იმდენად ამცირებს სიმსივნის ზომას, რომ მისი ამოკვეთა შესაძლებელი ხდება. სხივური თერაპია გამოიყენება მეტასტაზების სამკურნალოდაც, ლიმფური კვანძების კონგლომერატის დასხივების სახით, იმ შემთხვევებშიც კი, როცა მათი ამოკვეთა შეუძლებელია. სათესლე ჯირკვლების სიმსივნეების მკურნალობისას, განსაკუთრებით - სემინომის შემთხვევაში, ფართოდ გამოიყენება ქიმიოთერაპიაც. ინფორმაციისთვის იმასაც დავამატებთ, რომ პირველი-მეორე სტადიის სემინომის რადიკალური მკურნალობისას პროგნოზი კეთილსაიმედოა, ხოლო არასემინომური სიმსივნეების შემთხვევაში - გაცილებით უარესი. თუ მცირეოდენ ყურადღებას გამოიჩენთ საკუთარი თავისა და ჯანმრთელობის მიმართ, დაავადება ვერაფერს დაგაკლებთ, მისი განვითარების შემთხვევაში კი დროული სამედიცინო ჩარევით მრავალ პრობლემას აიცილებთ თავიდან და სრული გამოჯანმრთელების გაცილებით მეტი შანსი გექნებათ.


თვითგასინჯვა. სათესლე ჯირკვლები დაახლოებით ერთნაირი უნდა იყოს. თუ ერთ-ერთი მათგანი ძალიან პატარაა, სავარაუდოდ, ის დიდი ხნის წინ გადატანილი ინფექციის გამოა ატროფირებული. ერთი სათესლე ჯირკვალი ყოველთვის უფრო დაბლაა დაწეული, ვიდრე მეორე. წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხებს ერთად ვერ დადგამდით. სასურველია, თავი თვეში ერთხელ მაინც დაითვალიეროთ, მაგრამ მხოლოდ სითბოში - სიცივეში სათესლე პარკი ძლიერ იჭმუხნება. საუკეთესო შემთხვევაში, დათვალიერება უნდა ჩაიტაროთ თბილ აბაზანაში ან შხაპის ქვეშ. სათესლე ჯირკვლები თითებს შორის გადააგორეთ. ისინი მაგრად მოხარშული კვერცხის (რა თქმა უნდა, უნაჭუჭოდ) კონსისტენციისა, დაახლოებით 3,5-4 სანტიმეტრი დიამეტრისა უნდა იყოს; ზომით ერთმანეთისგან 5-6 მილიმეტრზე მეტით არ უნდა განსხვავდებოდეს. სათესლე ჯირკვლის უკანა ნაწილის გასინჯვის დროს სათესლე ჯირკვლის დანამატს ნახავთ, რომელიც ბაგირაკს ჰგავს და სპაგეტის სიმსხოა. თუ აღმოაჩინეთ უჩვეულო შეშუპება, კვანძი ან რაიმე სხვა ტიპის ანომალია, გააკეთეთ უბრალო დიაგნოსტიკური გასინჯვა: ბნელ ოთახში შედით, ჩართეთ ჯიბის ფარანი და სათესლე პარკი უკანა მხრიდან გაანათეთ. თუ შუქი შედარებით ადვილად აღწევს წარმონაქმნში, მაშინ ის, სავარაუდოდ, სითხით არის სავსე - ეს სათესლე ჯირკვლის წყალმანკის (ჰიდროცელე) ან სათესლე ჯირკვლის დანამატის კისტის სიმპტომია. მაგრამ ამ ტიპის ტესტი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ უარი თქვათ ექიმთან ვიზიტზე. თუ სათესლე ჯირკვლები ფრთხილად მოისინჯეთ, მაშინ ისინი არ უნდა გეტკინოთ.

 

 



თარიღი : 07-07-2015
leqso
როდესაც ადამიანს აქვს ერთი სათესლე ჯირყვალი რამდენია იმის ალბატობა რომ ის უსჰვილოა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
ბავშვიან ოჯახში შოკოლადის მსურველი ყოველთვის მოიძებნება. არც უფროსები იტყვიან მასზე უარს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბავშვისთვის განკუთვნილი შოკოლადი აუცილებლად ხარისხიანი უნდა იყოს. კაკაოთი დამზადებული ტკბილეული ყველა შოკოლადი როდია და არც ღირს მათი სისტემატურად მიწოდება ბავშვისთვის.
თურმე, თუ დარიჩინშერეულ თაფლს პურს წაუსმევთ და ყოველდღიურად საუზმეზე მიირთმევთ, მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებას თავიდან აიცილებთ. თაფლში შერეული დარიჩინი არტერიებში ქოლესტერინის დონეს მნიშვნელოვნად აქვეითებს და განამტკიცებს გულის კუნთს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ბრიტანელმა სპეციალისტებმა ჩაის მოულოდნელი თვისება გამოავლინეს. გლაზგოს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ დიდი რაოდენობით ჩაის მიღება მამაკაცის ორგანიზმზე ნეგატიურად აისახება
გენიტალიების გაახალგაზრდავება მამაკაცთა შორის პოპულარულ პროცედურა ხდება. გაახალგაზრდავების ოპერაციები უკვე აღარავის აკვირვებს, მაგრამ
სპერმატოცელე მკვრივი, ფიბროზული გარსით შემოსაზღვრული, მრგვალი ფორმის, ზოგჯერ სპერმატოზოიდებისა და სპერმატოციტების მინარევიანი სითხის შემცველი, მოცულობითი წარმონაქმნია.

სპერმატოცელე შეიძლება საშიში პათოლოგიის ნიშანიც იყოს, ისეთის, როგორიცაა სათესლეს ან თესლის გამომტანი სადინარების სიმსივნე. ამიტომ სათესლე პარკისა და საზარდულის არხის მიდამოში ნებისმიერი წარმონაქმნი ექიმის კონტროლს საჭიროებს.

როგორ იქმნება ხელოვნური შარდის ბუშტი ანუ შარდის ორთოტოპული დერივაცია

“როდესაც ქვეყანას ჰყავს დიდი პროფესიონალები, მისი ხალხი ფრთებს შლის, ყველა პრობლემას ადვილად ლახავს, სრულყო­ფილებისაკენ სწ­რაფვაც უფრო თვ­ა­ლსაჩინოა. წარმოიდგინეთ ახლა პროფესიონალთა ქვეყანა!”

მე ძალიან მომ­წ­ონს ნიკოლოზ ჩე­რნიშევსკის ეს სიტყვები და ყოველთვის მახსენდება ხოლმე პროფესორ გურამ ქარაზანაშვილთან შეხვედრისას, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის უდიდესი პროფესიონალი და დიდებული პიროვნებაა, არამედ იმიტომაც, რომ მისი წყალობით მართლა ბევრ ადამიანს გაუშლია სიხარულის ფრთები ჯანმრთელობის ურთულესი პრობლემების გადალახვით.

სპერმაში სისხლის არსებობას ჰემოსპერმიას უწოდებენ. იგი უხშირესად კეთილთვისებიანი ხასიათისაა, თუმცა შეიძლება იყოს სერიოზული უროლოგიური დაავადებების
ხშირად, მამაკაცებს ეუხერხულებათ იმის აღიარება, რომ ასოს თავი სტკივათ. ამას ერთვის მისი სიწითლე, შესაძლოა, ნახეთქები და გამონადენიც კი. ეს სიმპტომები (ჩივილები) უყურადღებოდ არ დატოვოთ და არ იფიქროთ, რომ ჰიგიენის გაძლიერებით პრობლემა მოგვარდება! რასაკვირველია, ამ შემთხვევაში ჰიგიენის ნორმების დაცვა აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი. მამაკაცის სასქესო ორგანოზე ასეთი უხერხულობის გაჩენა შეიძლება სულ უბრალო და ადვილად მოსაგვარებელმა მიზეზმა - ჰიგიენის ნაკლებობამაც გამოიწვიოს და საკმაოდ სერიოზულმა, აუცილებლად და დროულად სამკურნალო, მაგალითად, ვენერიულმა თუ სხვა სახის ინფექციურმა დაავადებებმაც.

23 ოქტომბერი 2016
ასაკთან ერთად ადამიანებს სულ უფრო მეტად ერღვევათ ძილის პროცესი. მოხუცებულთა უმრავლესობა, ჩვეულებრივ, უძილობას უჩივის.
18 ოქტომბერი 2016
მეცნიერებმა 16 000 ადამიანის მონაწილეობით ჩატარებული 16 კვლევის შედეგები გააანალიზეს. მათ მოხალისეებში დნმ-ის მეთილირების დონე შეაფასეს.
დანიშნულების მიხედვით გამოყოფენ საყოფაცხოვრებო, სპორტულ, სპეციალურ სამუშაო, საბავშვო, სამხედრო, სამკურნალო და სხვა ფეხსაცმელს.

ფეხსაცმელი უნდა პასუხობდეს ჰიგიენურ პრინციპებს:

1) ჰქონდეს დაბალი თბოგამტარობა, უზრუნველყოს ფეხსაცმლის სივრცის მიკროკლიმატი, მისი ვენტილაცია;

ჭარბი წონის გამო ადამიანი მომხიბვლელობას რომ კარგავს და ვეღარც სასურველ სამოსს იხდენს, მყისვე დიეტას მიმართავს. სწრაფი შედეგის ეშხით, ამ დროს უმთავრესია, ზიანი არ მიადგეს ჯანმრთელობას.

საშიში
შიმშილი: წონის დაკლების ყველაზე ექსტრემალური და მავნე ხერხია - სრულიად არაფრის ჭამა; შიმშილი - ეს არის ძლიერი სტრესი ორგანიზმისთვის, რომელსაც ნებისმიერი დაავადების გამოწვევა შეუძლია. ძალიან ხშირად, “სადაც წვრილია, იქ წყდება”, ანუ თუ ორგანიზმში რაიმე სუსტი ადგილია, ის ზიანდება.

დაავადებული სახსრების მოვლა, სხვა პათოლოგიათა მსგავსად, რამდენიმე რჩევის გათვალისწინებასა და საჭირო ღონისძიებათა პერიოდულ თუ მუდმივ გატარებას გულისხმობს, რაც არც ისე ძნელია.

იკვებეთ ორგანიზმის სასიკეთოდ
სახსრების დაავადებებისას ერიდეთ მწარე, მჟავე და მლაშე კერძებს. ეცადეთ, მენიუ მცენარეული საკვებითა და ვიტამინებით გაამდიდროთ. განსაკუთრებით სასარგებლოა მწვანე ჩაი, ვაშლი, ქლიავი, ლიმონი, მოცვი და ქაცვი.