ქალის ორი დიდი უროლოგიური პრობლემა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქალის ორი დიდი უროლოგიური პრობლემა

- შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის პირველი ნიშნებია შარდის უნებლიე დაღვრა დახველების, დაცემინებისა და სიცილის დროს, რასაც შემდგომ ნელ-ნელა ემატება შარდის დაღვრა ფიზიკური დატვირთვის, სიმძიმის აწევის, სირბილის, ხტუნვის, სიარულისა და სქესობრივი ცხოვრების დროს. შარდის დაძაბვით შეუკავებლობას აქვს ორი პიკი. პირველი მოდის მშობიარობის შემდგომ პერიოდზე. მშობიარობის დროს იოგები ზიანდება, კუნთები ეშვება, რის შედეგადაც ვითარდება შარდის დაძაბვითი შეუკავებლობა. სამწუხაროდ, ახალგაზრდა დედები ამას სათანადო ყურადღებას არ აქცევენ, მთელი ყურადღება ბავშვზე გადააქვთ, თანაც ჰგონიათ, რომ ეს დროებითია და გაუვლით, მაგრამ დროთა განმავლობაში დაავადება პროგრესირებს. მეორე პიკი მოდის შუახნის ასაკზე და ერთვის მენსტრუალური ციკლის გაქრობის დროს ორგანიზმში მიდინარე ჰორმონულ ცვლილებებს. ამ დროს ეშვება ის იოგები და კუნთები, რომლებიც შარდს აკავებს. შარდის შეუკავებლობით დაავადებული ქალის ცხოვრება წარმოუდგენლად რთულია: იგი მიჯაჭვულია საპირფარეშოსა და საფენებს, იძულებულია, შეიცვალოს სამსახური, შეზღუდოს სითხის მიღება და წინასწარ ეძებოს საპირფარეშო. ყოველივე ეს მკვეთრად აუარესებს ქალის ცხოვრების ხარისხს, იწვევს დეპრესიას.

- ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია?

- რასაკვირველია, შესაძლებელია. შარდის დაძაბვით შეუკავებლობას უმეტესად ოპერაციულად მკურნალობენ, თუმცა საწყის სტადიაში შესაძლებელია ადგილობრივი მკურნალობაც - ქალის სასქესო ჰორმონების შემცველი მალამოების გამოყენება. თავად სიტყვა "ოპერაცია" არ უნდა აშინებდეს ქალს. შარდის შეუკავებლობის სამკურნალოდ შემუშავებულია მინიმალურად ტრავმული – სლინგური ოპერაციები, რომელთა არსია მოდუნებული და დაზიანებული იოგების აღდგენა-რემოდელირება. ამ ოპერაციების ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს და პაციენტი კლინიკიდან მეორე დღესვე ეწერება. ჩემ მიერ ჩატარებული რამდენიმე ასეული ოპერაციის შედეგები და საერთაშორისო გამოცდილება მაძლევს უფლებას, ვილაპარაკო განკურნების ძალზე მაღალ მაჩვენებელზე, რომელიც 90 პროცენტს აღემატება. თუ ქალს იმავდროულად აქვს საშოს კედლების დაწევაც, მიზანშეწონილია ერთდროულად, ერთი ჩარევის ფარგლებში, ორი ოპერაციის გაკეთება – სლინგურისა (შარდის შეუკავებლობის გამო) და საშოს კედლების პლასტიკისა სპეციალური პოლიპროპილენის ბადის გამოყენებით. ვერ დავეთანხმები ზოგიერთ ჩემს კოლეგას, რომ შარდის შეუკავებლობა არის ასაკობრივი პრობლემა და მკურნალობას არ საჭიროებს. თითოეული განკურნებული ქალის სიხარული და მადლიერება არის ის ძალა, რომელმაც უნდა დაამსხვრიოს სტერეოტიპი, რომ ქალმა ამ პრობლემით ექიმს არ უნდა მიმართოს. კიდევ ერთი მცდარი აზრი ის გახლავთ, რომ შარდის შეუკავებლობის განკურნება შესაძლებელია მარტივი გინეკოლოგიური პლასტიკით. ამგვარი ოპერაცია მართლაც მოგვაწოდა ერთმა ამერიკელმა გინეკოლოგმა 1928 წელს, მაგრამ სადღეისოდ უკვე მრავალგზის არის დამტკიცებული, რომ ეს ოპერაცია ან იმთავითვე უშედეგოა, ან ათიდან 4-6 შემთხვევაში შარდის შეუკავებლობა ხელახლა ვითარდება. თანამედროვე სლინგური ოპერაციები ეფუძნება 1996 წელს შვედი უროგინეკოლოგის მიერ მოწოდებულ ქალის მცირე მენჯის ინტეგრალურ თეორიას. სადღეისოდ ასეთი ოპერაცია მთელ მსოფლიოში მილიონ-ნახევარზე მეტ ქალს აქვს გაკეთებული.

- ქალთა მეორე, არანაკლებ დიდი პრობლემაა ქრონიკული ცისტიტი. ორიოდე სიტყვით ამ საკითხსაც შევეხოთ...

- შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის მორეციდივე (განმეორებადი) ანთება ქალის ცხოვრებაში თავს პირველად სქესობრივი ცხოვრების დაწყებისთანავე იჩენს. დეფლორაციული ცისტიტის შემდეგ პრაქტიკულად ყოველი სქესობრივი აქტი იწვევს ცისტიტს ან მის გამწვავებას. ანტიბაქტერიული მკურნალობა იძლევა დროებით შედეგს და დროთა განმავლობაში უშედეგო ხდება. სქესობრივ აქტთან დაკავშირებული ცისტიტის მიზეზია შარდსადენი მილის გარეთა ხვრელის საშოში ჩაბრუნება, რაც გამოწვეულია მისი დაბალი მდებარეობით და საქალწულე აბკის ნარჩენების დაქაჩვით. ამ ანატომიური თავისებურებების გამო აქტის დროს საშოს ლორწო ბაქტერიული შიგთავსითურთ ხვდება შარდსადენ მილსა და შარდის ბუშტში და იწვევს ცისტიტს. გამოსავალია მარტივი ოპერაცია, რომლის დროსაც ხდება შარდსადენი მილის გარეთა ხვრელის გადაადგილება საშოს შესასვლელიდან. თუ ამგვარი კორექცია არ გაკეთდა, ცისტიტი ყოველთვის გამეორდება. ამასთან, შესაძლოა ინფექცია მოხვდეს თირკმელებში, რასაც მწვავე პიელონეფრიტი მოჰყვება. მაგრამ ჩვენ გვავიწყდება მთავარი – ყოველი ანთება მნიშვნელოვნად აზიანებს შარდის ბუშტის ლორწოვანს, უფრო სწორად, მასზე არსებულ უხილავ საცხს, რომელიც ლორწოვანს შარდისა და ბაქტერიების უშუალო შეხებისგან იცავს. თუ ეს დამცავი ფენა დაზიანდა, ბაქტერიები შეაღწევენ ლორწოვანი გარსის უჯრედების შრეებს შორის და ანტიბიოტიკებისთვის მიუწვდომელნი გახდებიან, გამრავლდებიან და პერიოდულად მოხდება მათი "ამოფრქვევა", რაც, თავის მხრივ, ცისტიტის გამწვავებას გამოიწვევს. 

ვი საცხის დაზიანება პირდაპირ გზას უხსნის შარდის ნაერთების შეხებას უკვე დაზიანებულ და გათხელებულ ლორწოვან გარსთან, რაც იწვევს ლორწქვეშა გარსში არსებული ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებას და ძლიერ ტკივილს შარდის ბუშტის საპროექციო არეში. ამჟამად უკვე არსებობს სპეციალური პრეპარატები, რომელთა შეყვანა უშუალოდ შარდის ბუშტში ხელს უწყობს დამცავი საცხის ფენის აღდგენას. ამ პრეპარატების გამოყენება აუცილებლად უნდა დაიწყოს ან ანტიბაქტერიულ კურსთან ერთად, ან მის შემდეგ, როგორც კი გამწვავების ნიშნები ჩაცხრება. ქრონიკული ცისტიტი სერიოზული უროლოგიური პრობლემაა კლიმაქსურ ასაკში, როდესაც შესამჩნევად მცირდება სისხლში ქალის სასქესო ჰორმონების რაოდენობა. შეგახსენებთ, რომ ქალის ჰორმონი მნიშვნელოვანია საშოს ნორმალური მიკროფლორის შესანარჩუნებლად, მისი დისბალანსი კი ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას შარდის ბუშტში. გარდა ამისა, ქალის ჰორმონები გავლენას ახდენს შარდის ბუშტის დამცავი საცხსა და ლორწოვან გარსზე, რომელთა დაზიანება ქრონიკული ცისტიტის გამწვავებას ახშირებს. დამცავი საცხის აღდგენა ამ დროსაც მნიშვნელოვან გაუმჯობესებას და განკურნებასაც კი იწვევს. ასეთი მკურნალობის გარეშე შედეგის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია, პათოლოგიური ცვლილებები წლიდან წლამდე პროგრესირებს და ვითარდება მტკივნეული შარდის ბუშტის სინდრომი მიკრო და მაკროწყლულებით, შარდის ბუშტის ტევადობისა და, ამის კვალობაზე, ფუნქციის დაკარგვით. იოლი მისახვედრია, რომ ქალი იძულებული გახდება, ყოველ 10-20 წუთში შარდოს. მისი ცხოვრების ხარისხი უკიდურესად მძიმდება და ერთადერთი გამოსავალი რჩება - უშუალოდ შარდის ბუშტის კედელში სპეციალური ნემსით იმ ნივთიერების შეყვანა, რომელიც ხელოვნურად ზრდის შარდის ბუშტის ტევადობას და ამცირებს ტკივილის მუდმივ შეგრძნებას. ამრიგად, ქრონიკული ცისტიტის პრობლემა ძალზე აქტუალურია და მასთან ბრძოლა უნდა ეფუძნებოდეს თანამედროვე საერთაშორისო პრინციპეპს, რათა ძვირფასი დრო უშედეგო, უეფექტო მკურნალობაზე არ დაიკარგოს.