შარდის გამოყოფის დარღვევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შარდის გამოყოფის დარღვევები

თუ ამ სისტემის რომელიმე რგოლი მოიშალა, შარდის გამოყოფა ირღვევა. შარდის ბუშტის ნეიროგენული დისფუნქცია ორი ძირითადი ფორმით ვლინდება: ჰიპოტონიური შარდის ბუშტისა და ჰიპერტონიული შარდის ბუშტის სახით. ჰიპოტონიური შარდის ბუშტის შემთხვევაში ორგანო შარდით ისე გადაივსება, რომ ადამიანს მოშარდვის სურვილი არ უჩნდება. თუ შარდის ბუშტი ძლიერ გაიწელა, შარდმა შესაძლოა წვეთწვეთობით დაიწყოს გამოყოფა. ჰიპერტონიული შარდის ბუშტის შემთხვევაში პირიქით ხდება: მაშინაც კი, როცა შარდის ბუშტში შარდი არ არის, ორგანოს კუნთები სპონტანურად (თავისთავად) და ძლიერად იკუმშება, რაც მოშარდვის დაუოკებელ სურვილს იწვევს. შესაძლოა, შარდის შეუკავებლობამაც კი იჩინოს თავი. ადამიანი ხშირად და მცირე ულუფებით შარდავს, ღამღამობით შარდის ბუშტის დასაცლელად იღვიძებს. ჰიპერტონიული შარდის ბუშტის შემთხვევაში ორგანოს კუნთოვანი მასის ძლიერი შეკუმშვის გამო შესაძლოა შარდმა უკან, თირკმელშიც კი გადაინაცვლოს (შარდისბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი), რაც ხშირად ძნელად განკურნებადი ქრონიკული ანთებითი პათოლოგიის - პიელონეფრიტის მიზეზად იქცევა. შარდის ბუშტის ნეიროგენულ დისფუნქციას ნერვული სისტემის დაზიანება იწვევს, რისი მიზეზიც, თავის მხრივ, შეიძლება იყოს ტრავმა, სიმსივნე, გაფანტული სკლეროზი, მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე განხორციელებული ოპერაცია, შაქრიანი დიაბეტი... თუმცა არის შემთხვევები, როდესაც შარდის ბუშტის ნეიროგენული დისფუნქცია აღნიშნულ მიზეზთა გარეშეც ვითარდება. საზოგადოდ, შარდი ბუშტში ორგანოს წელვადობის უნიკალური უნარის ხარჯზე გროვდება. შარდის მოცულობის მატებისა და ორგანოს გადიდების მიუხედავად, ბუშტში წნევა შარდის ბუშტის სფინქტერის არეში არსებულზე გაცილებით დაბალი რჩება. სწორედ ამის წყალობით არის, შარდი ბუშტში რომ რჩება და გარეთ არ გამოდის. მუცლის ღრუში წნევის მომატების დროსაც კი, მაგალითად, მაშინ, როცა ადამიანს ახველებს, აცემინებს ან პროვოკაციულ ტესტს უტარებენ, - სთხოვენ, ფეხის წვერებზე აიწიოს და შემდეგ მკვეთრად დაეშვას ტერფებზე, - შარდის ბუშტი მასში არსებულ შარდს აკავებს. შარდის ბუშტის დაცლას უზრუნველყოფს ნერვული რეგულაციის მეტად რთული სისტემა. მისი კოორდინირებული აქტივობის წყალობით შარდის ბუშტის სფინქტერი (შარდის ბუშტის ყელისა და შარდის გამომტანი მილის პროქსიმული ნაწილის გლუვი კუნთები) დეტრუზორის შეკუმშვის დაწყებამდე რამდენიმე მილიწამში დუნდება. დეტრუზორს შარდის ბუშტის კედლის გლუვ კუნთებს უწოდებენ. დეტრუზორის ნორმალური შეკუმშვის საფუძველზე შარდის ბუშტი მთლიანად იცლება. თუ შარდის ბუშტი თავისუფლად ივსება და მთლიანად იცლება, ესე იგი დეტრუზორი არ არის დაზიანებული. თუ დეტრუზორის სპონტანური შეკუმშვა (შემდგომ - შარდის უნებლიე გამოყოფით) ნევროლოგიური დარღვევებით არის გამოწვეული, ამას დეტრუზორის ჰიპერრეფლექსიას უწოდებენ, ხოლო თუ მისი შეკუმშვის მიზეზი ნევროლოგიური დარღვევა არ არის, დეტრუზორის არასტაბილურობაზე საუბრობენ. როდესაც დეტრუზორი შარდის გამოყოფისას არ იკუმშება, მას ჰიპოაქტიურად მიიჩნევენ. თუ ეს მდგომარეობა განპირობებულია ნევროლოგიური დარღვევით (მაგალითად, ზურგის ტვინის გავის ნაწილის ან მენჯის ნერვების დაზიანებით), ამბობენ, რომ აღინიშნება დეტრუზორის არეფლექსია. ეს ტერმინები უფრო ნათლად ასახავს შარდის გამოყოფის დარღვევებს და ანაცვლებს ისეთ სამედიცინო განმარტებებს, როგორიცაა "ავტონომიური შარდის ბუშტი", "დეცენტრალიზებული შარდის ბუშტი", "ატონიური შარდის ბუშტი" და სხვა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შარდის გამოყოფის მაკონტროლებელი ცენტრი ზურგის ტვინში კი არ არის ლოკალიზებული, როგორც წლების განმავლობაში მიაჩნდათ, არამედ თავის ტვინის ღეროში. დეტრუზორისა და სფინქტერების ფუნქციობის კოორდინაცია (სინერგიზმი) შესაძლებელია მხოლოდ შენარჩუნებული ვეგეტატიური და სომატური ინერვაციის პირობებში. მაგალითად, ზურგის ტვინის ზედა განყოფილებების ტრავმის შემთხვევაში ეს სინერგიზმი ირღვევა. ამის გამო თავს იჩენს შარდის შეუკავებლობა, შარდის ბუშტის სრულად დაუცლელობა, შარდის ბუშტის კედლის ცვლილება (ტრაბეკულური და ფიბროზული ცვლილებები) და თირკმლის უკმარისობაც კი. სიმარტივისთვის შარდის გამოყოფის დარღვევებს ორ ჯგუფად ყოფენ: შარდის ბუშტის რეზერვუარული ფუნქციის დარღვევად (შარდის დაგროვება და შეკავება) და შარდის ბუშტის ევაკუატორული ფუნქციის დარღვევად (დაცლა). თითოეული დარღვევის დიაგნოსტიკაში მნიშვნელობა ენიჭება იმის გარკვევას, რით არის განპირობებული შარდის გამოყოფის პათოლოგია - დეტრუზორის პრობლემით თუ შარდის ბუშტის ყელისა და შარდის გამომტანი მილის პათოლოგიით, აგრეთვე - აქვს თუ არა პაციენტს ნევროლოგიური პათოლოგია. ზოგჯერ პაციენტს ერთსა და იმავე დროს რამდენიმე ფუნქციის დარღვევა აღენიშნება.