შარდვის დარღვევა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შარდვის დარღვევა

განასხვავებენ მის პირველად და მეორეულ ფორმებს. პირველად ღამის ენურეზს საფუძვლად უდევს მოშარდვის რეფლექსის გამოუმუშავებლობა, მეორეული ღამის  ენურეზის დროს კი უკვე გამომუშავებული შარდის შეკავების რეფლექსი ქრება. პირველადი ღამის ენურეზის დროს ძილში შარდის ბუშტის უნებლე დაცლა კვირაში ორჯერ მაინც ხდება. ასეთ დიაგნოზს უსვამენ 5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს, რომლებსაც ჩვილობიდანვე არ ჰქონიათ მშრალი პერიოდი და არ უდასტურდებათ საშარდე სისტემის ორგანოთა დაზიანება. ღამის ენურეზს განაპირობებს:

  • გენეტიკური ფაქტორები;
  • გამოღვიძების პროცესის დარღვევა;
  • შარდის ბუშტის დაცლის კონტროლის უნარის დარღვევა;
  • ენდოკრინული ფაქტორი (ანტიდიურეზული ჰორმონის გამოყოფის შემცირება, რაც ზრდის ღამის საათებში შარდის გამომუშავებას);
  • ფსიქოლოგიური ფაქტორები;
  • უროდინამიკური პრობლემები;
  • საშარდე გზების ინფექციები;
  • საშარდე გზების სარქვლები;
  • ხერხემლის სვეტის დაზიანება.

ღამის პირველადი ენურეზი არ უკავშირდება არც მენტალურ თუ ქცევით დარღვევებს, არც ძილის წინ მიღებული სითხის ოდენობას, თუმცა მკურნალობის უეფექტობა მოგვიანებით წარმოშობს პრობლემებს. ის სათავეს უდებს დაბალ თვითშეფასებას, ოჯახურ სტრესს, სოციალურ იზოლაციას.

- როგორია გენეტიკური ფაქტორების როლი?

- დადგენილია, რომ თუ რომელიმე მშობელს ენურეზი ჰქონდა, ალბათობა, ის ბავშვსაც განუვითარდეს, 40-45%-ია. თუ ორივე მშობელს ჰქონდა ენურეზი, ალბათობა 70-77%-მდე იზრდება. ამჟამად დადგენილია ენურეზზე პასუხისმგებელი გენების ლოკალიზაცია ზოგიერთ ქრომოსომაზე და მიმდინარეობს გენის ლოკუსთან დაკავშირებული სპეციფიკური მექანიზმების შესწავლა.

- რას ურჩევთ მშობლებს, რომელთა შვილებსაც ღამის ენურეზი აქვთ?


- ვურჩევ, ნუ დამალავენ ამ პრობლემას, მიმართონ ექიმს. იგი შეკრებს დეტალურ ინფორმაციას ენურეზის დაწყების დროისა და სიხშირის, ძილის ხასიათის, მემკვიდრეობითი დატვირთვის, ფსიქოლოგიური ფაქტორებისა და უროდინამიკური დარღვევების შესახებ, შეაფასებს ხანგრძლივი თეტაპიისთვის პაციენტისა და ოჯახის წევრთა მზადყოფნას. ყველა პაციენტს უნდა ჩაუტარდეს შარდის საერთო ანალიზი ნიტრიტული ტესტით. ცვლილებების აღმოჩენისას ჩატარდება შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა, ულტრასონოგრაფია, ცისტოგრაფია და უროდინამიკური კვლევა, მშობლებს განუმარტავენ ენურეზის მიზეზს. უფროსებს უნდა ესმოდეთ, რომ დაცინვა და დასჯა, საზოგადოდ, ნეგატიური განწყობა, ბავშვს ვნებს. ნურასოდეს დასჯით ბავშვს იმის გამო, რომ ღამით ჩაისველა. მით უმეტეს, ნუ მისცემთ შენიშვნას სხვების თანდასწრებით. გახსოვდეთ, პატარას საკუთარი მდგომარეობა თქვენზე მეტად აწუხებს! გააფრთხილეთ საბავშვო ბაღის ან სკოლის მასწავლებელი ბავშვის მდგომარეობის შესახებ და სთხოვეთ, მოშარდვის სურვილის გამოთქმისთანავე გაუშვას ტუალეტში, ოღონდ ეს ისე გააკეთეთ, ბავშვს ნუ გააგებინებთ! აწარმოეთ დღიური, სადაც აღნიშნული გექნებათ სველი და მშრალი ღამეები. ყოველი მშრალი ღამის შემდეგ ბავშვი შეაქეთ და წაახალისეთ! ნუ ეცდებით ბავშვის იზოლაციას. პირიქით, არ დაუშალოთ მეგობრებთან ერთად უქმე დღეების გატარება, ექსკურსიაზე სიარული. ცნობილია, რომ სახლიდან მოშორებით სველი ღამეები იშვიათდება. დაე, ბავშვმა იგრძნოს, რომ იგი არაფრით არის თანატოლებზე უარესი!

- როგორია ენურეზის მკურნალობისადმი თანამედროვე მიდგომა?

- ამჟამად მიღებულია ღამის ენურეზის მკურნალობის სამი მეთოდი:

  • ზემოქმედება ბავშვის ქცევაზე;
  • სპეციალური სასიგნალო სისტემის (“მშრალი ღამე”) გამოყენება;
  • ფარმაკოლოგიური საშუალებებით თერაპია.

ვინაიდან ღამის ენურეზი 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ჩვეული მოვლენაა და პათოლოგიად არ ითვლება, მის მკურნალობას 5 წლიდან ვიწყებთ. უპირველეს ყოვლისა, მშობელს უნდა ავუხსნათ, რომ ენურეზის დროს ხშირია სპონტანური გამოჯანმრთელება - ყოველწლიურად ასიდან 15 შემთხვევაში, თუმცა ღამის ენურეზის იგნორირება მაინც არ შეიძლება. მეორეული ენურეზი, როცა აშკარაა დაავადების განვითარებაში ფსიქოლოგიური ფაქტორების როლი, ფსიქოთერაპიით იკურნება. ღამის ენურეზის ტიპის (პირველადია თუ მეორეული) დადგენის შემდეგ ყალიბდება მკურნალობის ტაქტიკა.

ექსიკოზი

- შარდვის დარღვევის ერთ-ერთი სახეობა, შარდვის შემცირება, ორგანიზმის გამოშრობას ახლავს თან. რა იწვევს თავად ორგანიზმის გამოშრობას?

- ორგანიზმის გამოშრობა, ექსიკოზი, ვითარდება მაღალი ტემპერატურის, პირღებინების, ნაწლავთა გახშირებული მოქმედების დროს. ბავშვი მივარდნილია, უცრემლოდ ტირის, შარდავს ჩვეულებრივზე ნაკლებს. შესაძლოა, 12 საათის განმავლობაშიც კი არ დასჭირდეს პამპერსის გამოცვლა. როდესაც მშობელს პატარა ექიმთან მიჰყავს, ერთ-ერთი პირველი, რასაც პედიატრი კითხულობს, ეს არის: რამდენად ხშირად შარდავს ბავშვი და როდის გამოუცვალეს პამპერსი. ორგანიზმის სითხით შევსების ერთ-ერთი მაჩვენებელია შარდვის - დიურეზის აღდგენა. ბავშვი აქტიურდება და უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ასე რომ, ექსიკოზის დროს შარდვის შემცირება მეორეულია, სიმპტომური ხასიათი აქვს და ორგანიზმის სითხის შევსების შემდეგ გაივლის.  როგორ მოხდეს სითხით შევსება, ელექტროლიტების ხსნარის დალევით თუ ინტრავენური გადასხმით, ამას ექიმი ინდივიდუალურად გადაწყვეტს. ჩვილებს უჭირთ ორგანიზმისთვის საჭირო ოდენობის სითხის დალევა, მით უფრო - თუ პირღებინებაც აქვთ, ამიტომ აუცილებელი ხდება ინტრავენური გადასხმა, ეს მანიპულაცია კი აუცილებლად კლინიკის პირობებში უნდა ჩატარდეს.