რატომ ემართება ზოგ ადამიანს ცისტიტი ხშირად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ემართება ზოგ ადამიანს ცისტიტი ხშირად

გარდა ამისა, ცისტიტის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს რაციონიც.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ექსპერტების თქმით, შარდის გამომყოფი გზების ინფექციას ხშირად იწვევს ბაქტერია E. coli. ცისტიტის დროს ავადმყოფს აწუხებს წვის შეგრძნება შარდვის დროს, შარდვის გახშირება და მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი. ცისტიტს ანტიბიოტიკებით ებრძვიან, მაგრამ ეს ზრდის რეზისტენტობის (წამლისადმი გამძლეობის) განვითარების რისკს, ამიტომ მეცნიერებმა გადაწყვიტეს, ამ პრობლემას სხვა კუთხით მიუდგნენ. მათ E. coli ჯანმრთელი ადამიანების შარდის მასალაში გამოზარდეს. აღმოჩნდა, რომ შარდს ბაქტერიის გამრავლების შეზღუდვა შესძლებია. შარდის მასალები ორ ჯგუფად გაყვეს იმის მიხედვით, რამდენად ეფექტურად ამუხრუჭებდა შარდი ბაქტერიის ზრდას. ყველაზე ეფექტური ჯგუფი საგანგებოდ შეისწავლეს. გაირკვა, რომ შარდის ამ მასალებში დიდი აქტიურობა გამოიჩინა ცილამ, რომელიც ინფექციის პასუხად გამომუშავდება. ეს ცილაა სიდეროკალინი, რომელიც აცლის ბაქტერიას ზრდისთვის აუცილებელ რკინას. სიდეროკალინის აქტიურობაზე უშუალო გავლენას ახდენს შარდის მჟავიანობა. წინათ მჟავე შარდი დადებით ფაქტორად იყო მიჩნეული, მაგრამ რაც უფრო უახლოვდებოდა შარდის pH სუფთა წყლის დონეს, მით უფრო აქტიურად მოქმედებდა სიდეროკალინი. საბედნიეროდ, შარდის მჟავიანობის შეცვლა ადვილია. მკვლევრებმა კიდევ ერთი რამ აღმოაჩინეს: ნივთიერებათა ცვლის მცირე პროდუქტები (არომატული მოლეკულები), რომელთა არსებობა რაციონზეა დამოკიდებული, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცისტიტის პროფილაქტიკაში. რაც უფრო მეტია არომატული ნაერთი, მით ნაკლები ბაქტერიაა შარდში. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ზოგიერთი არომატული ნაერთი კარგად უკავშირდება რკინას და "რკინით შიმშილის" ეფექტს აძლიერებს. ამ კუთხით ერთ-ერთი სასარგებლო პროდუქტია შტოში.

ცისტიტი

როგორ დავამარცხოთ შარდის ბუშტის ანთება

შარდვის დარღვევა და შარდის ბუშტის პათოლოგიები ქალებში

ცისტიტი - ვამსხვრევთ მითებს

შარდის ბუშტის ანთება: მიზეზები, მკურნალობა და პროფილაქტიკა

რატომ ირღვევა შარდვის პროცესი ქალის ორგანიზმში