თესლის გამომტანი სადინრების გადაკვანძვის ალტერნატივა - ქიმიური კონტრაცეფცია მამაკაცებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თესლის გამომტანი სადინრების გადაკვანძვის ალტერნატივა - ქიმიური კონტრაცეფცია მამაკაცებისთვის

ამიტომაც, ბუნებრივია, დგას საკითხი - თუ ქალებს შეუძლიათ არასასურველი ორსულობისაგან თავდაცვა ჰორმონული პრეპარატებით, რატომ არ შეიძლება იგივე მეთოდის გამოყენება მამაკაცებთანაც?! ეს საკითხი დიდი ხანია დგას მკვლევართა დღის წესრიგში!

მეცნიერები შეეცადნენ დაემტკიცებინათ - ჰორმონული კონტრაცეპტივები მამაკაცებისთვისაც რეალურია! ექსპერიმენტები ჩატარდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის, პროფესორ მარიო ფილიპ რეიეს ფესტინის მიერ. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 18-დან 45 წლამდე ასაკის 320 ჯანმრთელმა მამაკაცმა. ექსპერიმენტის მონაწილეები ერთ წელზე მეტი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ "მუდმივ მონოგამურ ურთიერთობებში", მათი პარტნიორების (იგულისხმება ქალები) ასაკი იწყებოდა 18 წლიდან და არ აღემატებოდა 38 წელს. მნიშვნელოვანი პირობა იყო აგრეთვე სპერმის ნორმალური მაჩვენებლების არსებობა (როგორც სპერმატოზოიდების რაოდენობის, ასევე აქტივობისა და სხვა პარამეტრების).

ექსპერიმენტში მონაწილე მამაკაცებს 26 კვირის განმავლობაში უკეთდებოდათ ხანგრძლივი მოქმედების პროგესტერონის (200 მგ) და ტესტოსტერონის უნდეკანოატის (1000 მგ) ინიექციები. სპერმატოზოიდების დონე მუდმივად კონტროლდებოდა და ბუნებრივია, წყვილებს ეკრძალებოდათ სხვა ჰორმონული კონტრაცეპტივების გამოყენება. მას შემდეგ, რაც სპერმატოზოიდების რაოდენობა აღწევდა აუცილებელ (სასურველ) დონეს (1 მლნ 1 მლ-ზე), მამაკაცებს უგრძელებდნენ ჰორმონულ ინიექციებს და კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდების გამოყენებას უწყვეტდნენ. აღმოჩნდა, რომ თავდაცვის ამ მეთოდით შემთხვევათა 96 %-ში არასასურველი ორსულობის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდა. ექსპერიმენტში მონაწილეები ვერ ასცდნენ გვერდით ეფექტებს - ბევრი მათგანი დეპრესიის, დამთრგუნველი ფიქრებისა და განწყობის აღმოცენებას, ლიბიდოს დაქვეითებას, სახეზე აკნეს განვითარებას უჩიოდა. თუმცა, საბოლოოდ, მოხალისეების 75 პროცენტმა დაადასტურა, რომ თანახმაა მომავალში გამოიყენოს კონტრაცეფციის მოწოდებული მეთოდი.

თინათინ გოცაძე