8 ვიტამინი და მიკროელემენტი ტესტოსტერონის დონის ასამაღლებლად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

8 ვიტამინი და მიკროელემენტი ტესტოსტერონის დონის ასამაღლებლად

მამაკაცის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია სწორი კვება და საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით ორგანიზმის მომარაგება. მით უფრო, რომ თანამედროვე ადამიანის საკვები ხშირად ერთფეროვანი და უხარისხოა.

C ვიტამინი. სტრესულ პირობებში ამ ვიტამინის მიღება მამაკაცის სიჯანსაღისთვის აუცილებელია. დღიური დოზა 1000-1500 მგ-ია. თამბაქოს მოხმარებისას კი ამ ვიტამინის მიღება აუცილებელია, რადგანაც ნიკოტინი მას შლის. შეეცადეთ მიიღოთ მეტი ციტრუსი, მწვანილი, კომბოსტო.

E ვიტამინი. მას ანტიოქსიდანტური ფუნქცია აქვს. გარდა ამისა ეს ვიტამინი ინსულინს ტესტოსტერონის დაშლის საშუალებას არ აძლევს, ქმნის რა ერთგვარ ბარიერს ამ მნიშვნელოვან ჰორმონებს შორის. Eვიტამინი უხვადაა ზეთში, მწვანილსა და კვერცხის გულში.

B ჯგუფის ვიტამინები შეუცვლელია ლიბოდოსა და პოტენციის ასამაღლებლად. ის აახლებს ენერგიის მარაგს, ასტიმულირებს გულის კუნთის და ნერვული სისტემის მუშაობას. მის შესავსებად უნდა მიიღოთ რძის პროდუქტები, თევზი, სტაფილო და ნიგოზი.

D ვიტამინი ასევე მამაკაცის ტესტოსტერონის გამომუშავებას უწყობს ხელს. მისით მდიდარია ყველი, თევზის ქონი და ხაჭო.

თუთია - ამ მიკროელემენტის გარეშე შეუძლებელია ტესტოსტერონის გამომუშავება. ის ხელს უწყობს ესტროგენის გარდაქმნას ტესტოსტერონად, ამიტომ მიირთვით ხამანწკები, ზღვის პროდუქტები, მზესუმზირა და ნიგოზი.

სელენი პირდაპირ მოქმედებს ამ ჰორმონის ფუნქციაზე. 40 წლის შემდეგ მამაკაცმა უნდა მიიღოს სელენი და თუთია დანამატების სახით, თუ ამ ელემენტების დეფიციტის შევსება საკვებით ვერ ხერხდება. სელენის დღიური დოზა შეადგენს 200 მგ. იგი ბევრია ნიორში.

არგინინი - ეს ამინომჟავა შეუცვლელია ტესტოსტერონის გამოსამუშავებლად.

ომეგა-3, ომეგა-6 პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები. მათი დეფიციტისას მნიშვნელოვნად ქვეითდება ტესტოსტერონის დონე მამაკაცებში. მათ შეიცავს ზეთი, ცხიმიანი თევზი, ავოკადო, ზეთისხილი და ა.შ.

ნუ დაივიწყებთ ფიზიკურ აქტივობას. რაც მეტად იტვირთება კუნთები, მით უკეთ სინთეზირდება პროტეინი, რომელიც მონაწილეობს ტესტოსტერონის გამომუშავებაში. შეეცადეთ რაციონიდან ამოიღოთ ალკოჰოლი და უარი თქვათ თამბაქოს მოხმარებაზე.

ლალი ჩხიკვაძე