ბოტოქსი მამაკაცებს ინტიმური სფეროს პრობლემებისგან იხსნის
ლონდონის კლინიკასთან International Andrology ერთად, გააანალიზეს ერექციული დისფუნქციის მკურნალობის ფარგლებში ბოტოქსის ინექციების ეფექტურობა.
აღმოჩნდა, რომ ბოტოქსი სქესობრივი ფუნქციის ნორმალიზების საშუალებას იძლეოდა მისი პირველადი მოშლილობისას. როგორც ექსპერიმენტით დადასტურდა, მისი ინექციები შემთხვევათა 50%-ში ეფექტური იყო ერექციული დისფუნქციის სიმპტომების გამოხატულების შემცირების თვალსაზრისით. ბოტოქსი იწვევს გლუვი კუნთების დროებით დამბლასა და მოდუნებას. ის ასევე აძლიერებს სასქესო ასოში სისხლის მოდინებას. ეფექტი ექვსი თვე ნარჩუნდება.
ბოტოქსის გამოცდა მოხდა მძიმე ფორმის ერექციული დისფუნქციის მქონე მამაკაცებში. მოხალისეთა 50%-მა, რომელთაც ინექციის სახით, 50 ერთეული ბოტოქსი მიიღეს, აღნიშნა ერექციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, ხოლო ექსპერიმენტის მონაწილეთა 25% შეძლო სრულფასოვანი სქესობრივი აქტის ჩატარება. მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ მეთოდის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას.
ლალი ჩხიკვაძე