რომელი პროდუქტი ზრდის პროსტატის კიბოს რისკს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი პროდუქტი ზრდის პროსტატის კიბოს რისკს

დაასკვნეს, რომ ნაჯერი ცხიმებით რეგულარულად კვება მამაკაცებთან ზრდის პროსტატის კიბოს განვითარების რისკს.

კვლევაში მონაწილეობდა 1854 მამაკაცი, რომელთაც პროსტატის კიბოს საწყისი სტადია აღენიშნებოდათ. ამასთან, 321 პაციენტს სიმსივნის განსაკუთრებულად აგრესიული ფორმა ჰქონდა დიაგნოსტირებული. მოხალისეები აქტიურ მკურნალობასთან ერთად სხვა მხრივ საფუძვლიან დაკვირვება-შესწავლასაც გადიოდნენ. მეცნიერებმა დაწვრილებით შეისწავლეს და გააანალიზეს მათი მავნე ჩვევები, კვების ხასიათი და რეჟიმი, ასაკი, პროფესიული საქმიანობა, ეთნიკური წარმომავლობა და სხვა დეტალები. აღმოჩნდა, რომ პროსტატის კიბოს განვითარებაზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას.

"ალბათობა იმისა, რომ აღმოცენებული სიმსივნე წინამდებარე ჯირკვალში სწრაფად პროგრესირდება და განსაკუთრებულად აგრესიული იქნება, იზრდება იმ პირებთან, ვინც რეგულარულად იკვებება ნაჯერი ცხიმებით მდიდარი საკვებით, ამიტომაც მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ ცხიმიანი საკვების მიღება", - გვირჩვენ სპეციალისტები.

ნაჯერი ცხიმების მაღალი შემცველობით ხასიათდება შემდეგი ტიპის საჭმელები: ხორცის ქონიანი ნაჭრები. ხორცის პროდუქტები, ძეხვეული და ხორციანი ღვეზელები და ა.შ. კარაქი, ცხოველური წარმოშობის ერბო და ღორის ქონი. ყველი, განსაკუთრებით კი გამაგრებული ყველი. არაჟანი, ნაღები და ნაყინი. ზოგიერთი ცხარე სასუსნავი და შოკოლადის საკონდიტრო ნაწარმი. ბისკვიტები, ნამცხვრები და ცხოველურ ცხიმზე დამზადებული საკონდიტრო ნაწარმი, განსაკუთრებით კრემის და კარაქის დიდი შემცველობით. ასევე სხვა შემწვარი ან გამომცხვარი პროდუქტები, როგორიცაა ხაჭაპური, კუბდარი და ა.შ.

თინათინ გოცაძე