რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
რჩევები
ბევრი კლინიკა ისურვებდა ექიმი ჰაუსის დონის პროფესიონალ კადრებს. მის მიერ დასმული დიაგნოზები ზედმიწევნით სიზუსტით გამოირჩევა. სერიალში დაავადებები და მისი მკურნალობის გზები დეტალურად არის განხილული. ექიმებისთვის ჰაუსი მასწავლებლადაც შეიძლება ჩაითვალოს. ჩვენ კი გთავაზობთ ყველაზე უცნაურ დაავადებებს, რომლებიც ექიმმა ჰაუსმა განკურნა და რომლებიც რეალურ ცხოვრებაშიც შეიძლება შეგხვდეთ. ოქროთი მოწამვლამამაკაცს მოულოდნელად სუნთქვის პრობლემები შეექმნა. რამდენიმე სერიოზული ტესტის ჩატარების შემდეგ აღმონდა, რომ მას ცოლი ოქროს ნატრიუმის ტიომალატით წამლავდა. რეალურ ცხოვრებაში ოქროთი მოწამვლის სიმპოტოებია ძვლის ტვინის დეპრესია, სიყვითლე, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა. ოქროთი მოწამვლა არც ისე იშვიათია. ის შეიძლება მოხდეს ინდუსტრიული აფეთქების, ჰაერის ან წყლის ძლიერი დაბინძურების დროს.ბუბონის ჭირიერთ-ერთ პაციენტს ძილის პრობლემები შეექმნა. ის მთელი ქილა ძილის აბების დალევის შემდეგადაც ვერ იძინებს. შემდეგ ეტაპზე კი რექტალური სისხლდენა და ღვიძლის პრობლემები შეექმნა. პაციენტს ღვიძლის გადანერგვამაც ვერ უშველა. ექიმმა ჰაუსმა კი გაარკვია, რომ დაავადებულს კავშირი ქონდა ძაღლთან, რომელსაც, სავარაუდოდ, ბუბონის ჭირის მატარებელი რწყილები ყავდა. მისი ეს მოსაზრება, რა თქმა უნდა, მართალი აღმოჩნდა.დაავადების გადამტანები არიან ცხოველები, რომლებსაც ამ ჭირით ინფექცირებული რწყილები ყავთ. სიმპოტომებია თავის ტკივილი, ოფლიანობა, კანკალი, ძლიერი ციებ-ცხელება. მაგრამ მთავარი დამახასიათებელი ნიშანი არის ჩირქიანი წყლულები, ე.წ. "ბუბონები".რეალურ ცხოვრებაში დაავადების პრევენციის საუკეთესო საშუალება მკვდარ და რწყილიან ცხოველებთან მორიდებაა.ძილის დაავადება სერიალის ერთ-ერთი პაციენტი გაციებულია და მას გამუდმებით ეძინება. თავდაპირველად, სამედიცინო კოლექტივი დიაგნოზად სიმსინვეს განიხილავდა, თუმცა ექიმი ჰაუსის ჩარევის შემდეგ დადასტურდა, რომ მას ძილის დაავადება ქონდა.ეს არის ადამიანის ტრანსმისიული დაავადება, რომლის გამომწვევია უმარტივესი პარაზიტი–ტრიპანოსომები. გადამტანი კი არის ბუზი ცეცე. დაავადებამ სათანადო მკურნალობის გარეშე შეიძლება დაავადებულის სიკვდილიც კი გამოიწვიოს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განმარტებით, ძილის დაავადება უმეტესად აფრიკულ ქვეყნების მოსახლეობაში გვხვდება. თუმცა ის კონტინენტის ვიზიტორებსაც შეიძლება შეხვდეთ.რეალურ ცხოვრებაში დაავადებისგან დაცვის საუკეთესო საშუალება ბუზებისგან თავის არიდებაა. ამისთვის სასურველია, რომ კონტინეტზე სტუმრობისას ნეიტრალური ფერის ტანსაცმელი და გრძელმკლავიანი მაისურები ატაროთ. ტვინის წითელასერიალში გვხვდება სპორტსმენი, რომელიც სათამაშო მოედანს ორად ხედავს და თამაშის დროს სრულ კოლაფსს განიცდის. პარალელურად, ის ღამის მოჩვენებებით იტანჯება და აზროვნებაც დაუქვეითდა. კითხვაზე, რომ დაესახელებინა ცხოველი, რომლის სახელიც პ-ზე იწყებოდა, მან მხოლოდ პატარა სპილოს მოფიქრება შეძლო. ექიმმა ჰაუსმა ახალგაზრდის ისტორია გამოიკვლია და აღმოაჩინა, რომ ის ნაშვილები იყო. შესაბამისად დაასკვნა, რომ მას საჭირო ვაქცინაციები დროულად არ ჩაუტარდებოდა და დიაგნოზი - ტვინის წითელა დასვა.რეალურ ცხოვრებაში დაავადება მეტად იშვიათია. ამერიკის შეერთებულ შტატებში წლიურად 10 შემთხვევა ფიქსირდება. დაავადებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება ადეკვატური იმუნიზაციაა.ამ და სხვა საინტერესო დიაგნოზების სანახავად ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 19:00 საათზე #ჩაუჯექი "ექიმ ჰაუსს" GDS-ზე.
ნაჩვენებია მე-1 გვერ 19 - დან
ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ჯანმრთლობისთვის მავნებელია, თუმცა დღესასწაულებზე სასმელზე უარის თქმა ზოგჯერ შეუძლებელია. დღესასწაულებისთვის მომზადებაა საჭირო. რამდენიმე დღით ადრე, იოდშემცველი პროდუქტების მიღებაა რეკომენდებული (ზღვის კომბოსტო, ზღვის თევზი, ზღვის პროდუქტები, ფეიხოა).
ექიმი გრეგორი ჰაუსი ყველაზე პოპულარული ექიმია მსოფლიოში მიუხედავად იმისა, რომ ის სატელევიზიო სერიალის გმირია. ყველაზე პოპულარულ გამოგონილ პერსონაჟებს შორის ის ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.
ექსპერიმენტი ჩატარდა მღრღნელებზე. მეცნიერები საცდელ ცხოველებს წონის დასაკლებად ფიზიკურ ვარჯიშს აიძულებდნენ. აღმოჩნდა, რომ მამრები, მდედრებთან შედარებით, ფიზიკური ვარჯიშის დახმარებით, უფრო ადვილად იკლებდნენ წონაში. აღსანიშნავია, რომ დატვირთვის დონე და კვება იდენტური იყო.
09 თებერვალი 2017
ბევრი ფიქრობს, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირად იღებენ სელფს, ნარცისიზმით არიან შეპყრობილები. თუმცა, ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ყოველთვის ასე არ არის. ამ ადამიანებს სხვა მოტივიც შეიძლება ამოძრავებდეთ.
28 დეკემბერი 2016
სტენფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში ბავშვის ჩასახვისათვის კაცობრიობას სექსი აღარ დასჭირდება. მეტიც, პოტენციურ მშობლებს ბავშვების შერჩევა არა მხოლოდ სქესის, არამედ სხვა ნიშნების მიხედვითაც შეეძლებათ.
ადამიანის ტვინი მიდრეკილია სწრაფი დასკვნების გაკეთებისკენ, მაშინაც კი, თუ ეს უსაფუძვლო ნეგატიურ შეფასებას ნიშნავს. სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ როდესაც ადამიანს აძლევენ ადამიანების მითიურ ჯგუფზე ნეგატიურ ინფორმაციას
საშინაო საქმეები სპორტდარბაზში ვარჯიშის შემცვლელია. სპეციალისტებმა დათვალეს რამდენი კალორიის დაწვაა შესაძლებელი ჩვეული საშინაო საქმიანობის დროს. ასე მაგალითად, საწოლის გასწორებისას ადამიანი წვავს 70 კალორიას, რაც ერთი ორცხობილას ეკვივალენტია.
ეჭვიანობა აქვეითებს ყურადღებას, ხელს უშლის მნიშვნელოვან საკითხებზე ყურადღების კონცენტრირებას. გარდა ამისა, ეჭვიანობის გრძნობა იწვევს სტრესის, შფოთისა და დეპრესიის სიმპტომების გამოვლენას