მამაკაცის დღეგრძელობის საიდუმლო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცის დღეგრძელობის საიდუმლო

ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ იმას, რასაც სიბერეს მივაწერთ, სინამდვილეში ასაკთან საერთო არაფერი აქვს. ადამიანი გენეტიკურად დაპროგრამებულია დაბერებისთვის, მაგრამ უმრავლესობას ახალგაზრდობის მარაგი დროზე ადრე ეწურება ავადმყოფობისა და უარყოფითი აგენტების ზემოქმედების გამო, რომელთა თავიდან აცილება სრულიადაც არ არის შეუძლებელი. ადამიანებმა ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყონ იმაზე ფიქრი, რა მოელით სიბერეში. სიბერის გამომწვევი ფაქტორები გროვდება და რაც უფრო ადრიანად გავუმკლავდებით მათ, მით უკეთესად ავიღებთ სტარტს ცხოვრების გრძელ დისტანციაზე. რეგულარული ვარჯიში რამდენიმე ათეული წლით გაგაახალგაზრდავებთ, გაგიძლიერებთ გულს, შეგმატებთ ენერგიას და დაგიცავთ ტრავმებისგან. თქვენი სქესობრივი ცხოვრებაც უფრო სრულფასოვანი გახდება. რაც უფრო ძლიერი ხართ ფიზიკურად, მით მეტი ენერგია გაქვთ და სქესობრივადაც უფრო აქტიური ბრძანდებით. კარგი აღნაგობა ყველას სურს. გამხდარ ადამიანს ყოველთვის უფრო ახალგაზრდული იერი აქვს, უფრო აქტიურია, ენერგიული და, სტატისტიკის თანახმად, ნაკლებად ემუქრება ქრონიკული დაავადების რისკი. მაგალითად, ისეთებისა, როგორებიც არის დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. ფორმის შესანარჩუნებლად ბევრი კალორიებს ამცირებს. ეს მცდარი მიდგომაა, ვინაიდან კარგი აღნაგობის მთავარი მტერი ცხოვრების უმოძრაო წესი და ჭარბი ცხიმია. წონის დასაკლებად კალორაჟის შემცირება არცთუ ისე კარგი აზრია - თუ ცოტას შეჭამთ, ორგანიზმი ვეღარ მიიღებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს. იდეალური წონის შესანარჩუნებლად მეტი ფიზიკური აქტივობა გმართებთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ უკვე მიაღწიეთ საშუალო ასაკს. ერიდეთ ცხიმიან საკვებს. ავადმყოფობისგან დაგიცავთ A, C და E ვიტამინები, ასევე - ბეტა-კაროტინი. ისინი აქვეითებენ თავისუფალი რადიკალების დონეს და შლიან მოლეკულებს, რომლებიც ორგანიზმში დამღუპველ ცვლილებებს იწვევს. უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს ის ფაქტი, რომ რაც უფრო შედიხართ ასაკში,  მით უფრო იშვიათად იკმაყოფილებთ ვნებას. ნაწილობრივ ეს იმით აიხსნება, რომ ასაკთან ერთად უამრავი სხვა საზრუნავი გაგიჩნდათ, ნაწილობრივ კი იმით, რომ სისხლძარღვების ასაკობრივი ცვლილებები სქესობრივ ცხოვრებაზეც აისახება. სქესობრივი ცხოვრების გაგრძელება მნიშვნელოვანია არა მარტო ფიზიკური, არამედ ფიზიოლოგიური თვალსაზრისითაც. სექსზე უარის თქმა ნებისმიერ ასაკში ცხოვრებაზე უარის თქმის ტოლფასია. ეს ოჯახზე, სამუშაოზე, ჯანმრთელობაზე უარის თქმაა. თუ ახალგაზრდობის შენარჩუნების საკითხს სერიოზულად ეკიდებით, მოერიდეთ მზის სხივებს. ჯანმრთელობაზე მათი ზემოქმედება დამანგრეველია. მზე თანდათანობით ანადგურებს კანქვეშა ელასტიკურ ქსოვილს, შლის შემაერთებელ ქსოვილს და იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას. ქვედა შრის დასაცავად ზედა შრე სქელდება და კანი უხეშდება. მამაკაცები კალციუმს ქალებთან შედარებით ნაკლებად კარგავენ, მაგრამ ეს პრობლემა მათაც აწუხებთ. კალციუმის ნაკლებობა იწვევს ხერხემლის გამრუდებას და ზრდის მოტეხილობების რისკს. ასე რომ არ მოხდეს, მიიღეთ კალციუმით მდიდარი საკვები: რძის ნაწარმი, ბროკოლი, ნიგოზი. მნიშვნელოვანია ვარჯიში, რომლის წყალობით ძვლები მსხვილდება და მტკიცდება. პრობლემების ერთ-ერთი მიზეზია კუნთების სისუსტე, განსაკუთრებით - მუცლის კუნთებისა, რომლებიც ხერხემლის სწორ დგომას უზრუნველყოფს. დასვენება ნებისმიერ ასაკში აუცილებელია. დაღლილობა აქვეითებს ფიზიკურ აქტივობას და აჩლუნგებს გონებას. რამდენი ხანი უნდა გვეძინოს? არ აქვს მნიშვნელობა; საკითხავი ის არის, რამდენად კარგად გრძნობთ თავს დღის განმავლობაში. თუ დილიდანვე დაღლილობის შეგრძნება გაწუხებთ, გირჩევთ, მეტხანს იძინოთ. სრულყოფილი დასვენებისთვის ერთსა და იმავე დროს დაწოლა და ადგომაა საჭირო, რათა ორგანიზმის ბიოლოგიური საათი ჩაირთოს. ცოტაოდენმა ალკოჰოლმა შეიძლება ორგანიზმი გულის დაავადებებისგან დაიცვას. ავარჯიშეთ გონება - ეს სიცოცხლესაც გაგიხანგრძლივებთ. აზროვნების სტიმულაცია ასევე შესაძლებელია ძირითადი საქმიანობისგან განსხვავებული ჰობის საშუალებით. სასარგებლოა გაზეთების კითხვა - აქ ერთსა და იმავე მოვლენას სხვადასხვა კუთხით დაინახავთ. გონებრივ მდგომარეობას პირდაპირი კავშირი აქვს ფიზიკურთან. ადამიანი მანამდეა ახალგაზრდა, სანამ თავი ახალგაზრდა ჰგონია.