რატომ მალავენ მამაკაცები გრძნობებს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ მალავენ მამაკაცები გრძნობებს?

ბევრ კაცს მიაჩნია, რომ ქალებს უხეში მამაკაცები მოსწონთ და ცდილობენ მათ “იდეალს” შეესაბამებოდნენ. ისინი ემოციებს ხშირად სწორედ ამ იმიჯის შესანარჩუნებლად ფარავენ. სინამდვილეში, კაცები ქალებზე ნაკლებ მგრძნობიარენი როდი არიან.

ზოგიერთი მამაკაცის აზრით კი, თუ ქალი გაიგებს მისი ძლიერი და ღრმა გრძნობის შესახებ, მაშინვე სათავისოდ გამოიყენებს ამ ამბავს და მისით მანიპულირებას შეეცდება. თავისუფლების შეზღუდვა კი ყველა მამაკაცს აშინებს, ზოგჯერ ამიტომაც გაურბიან კაცები გრძნობების მანიფესტაციას.

მამაკაცები ზოგჯერ სიყვარულის აღიარებისგან იმიტომაც იკავებენ თავს, რომ ამით საკუთარი გრძნობის დაფარვა სურთ. არსებობს აზრი, თითქოს შეყვარებული მამაკაცი სუსტი მამაკაცია, ასევე ითვლება, რომ ქალი მამაკაცის ძლიერი გრძნობის შეტყობის შემდეგ მის მიმართ ინტერესს დაკარგავს. ამიტომ გრძნობათა შენიღბვით მამაკაცები ქალებს ინტერესს უმძაფრებენ, ცნობისმოყვარეობას უღვივებენ და იდუმალების საბურველში ეხვევიან. სწორედ ამ ტაქტიკის ნაწილია, რომ საყვარელ ადამიანებს არ სწერენ, არ ურეკავენ, არ უკითხავენ ლექსებს და არ უმღერიან სერენადებს.

ასეთ ვითარებაში ქალებსაც მართებთ გონივრული ქმედება. ნუ დააჩქარებთ მოვლენებს, ნუ შეზღუდავთ საყვარელ ადამიანს, ნუ შეაწუხებთ ზედმეტი კითხვებით: „გიყვარვარ?“ „რამდენად ძლიერად?“ - დროთა განმავლობაში კაცებს ბეზრდებათ ასეთი დაჟინებული ურთიერთობა და შეიძლება გულსატკენი სიტყვებიც კი გითხრათ.

მამაკაცისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, საყვარელ ქალს საქმით დაუმტკიცოს ერთგულება. საალერსო სიტყვების თქმა ყველას შეუძლია, საქმე - წრფელი გრძნობების ღირსეული ქცევით გამოხატვაა.