ალკოჰოლური სასმელები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ალკოჰოლური სასმელები

ძველად

ჰომეროსის თანამედროვენი ყურძნის ღვინოს პატივს სცემდნენ როგორც წამალს. ის სულიერთან ერთად ხორციელ ჭრილობებსაც კურნავდა. ჰომეროსი „ილიადაში“ ახსენებს ორ მეომარ ექიმს - მაქაონსა და პადალისს, რომლებიც დაჭრილებს ღვინოს ასმევდნენ. ღვინოში დასველებულ საფენებს ჭრილობების შესახვევად იყენებდნენ. ძველი დროის გამოჩენილმა ექიმმა, თანამედროვე ქირურგიის მამამ კლავდიუს გალენუსმა (131-201 ჩვ. წ. აღ-მდე) ქალაქ პერაგონში მოღვაწეობისას პირველმა გამოიყენა ღვინის ხსნარში დასველებული საფენები დაჭრილ გლადიატორთა სამკურნალოდ. ჰიპოკრატე მეღვინეობის შესანიშნავი მცოდნე იყო და ეს სასმელი ძალ-ღონის აღმდგენ საშუალებად მიაჩნდა. მას სწამდა, რომ ზოგიერთი დაავადების დროს ღვინოს შეეძლო წამლის მაგივრობაც გაეწია. ძველ საბერძნეთში ყურძნის მოუმწიფებელი მარცვლების წვენს იყენებდნენ სიცხის დამწევ საშუალებად, ასევე - ანგინის, პირის ღრუს წყლულების, სისხლიანი ხველის, საჭმლის მონელების დარღვევის, წყალმანკის, დიზენტერიის, უმადობის, ღვიძლის ტკივილის დროს. კახეთში გავრცელებული იყო წითელი ღვინის შეჭამანდი, რომელსაც ბოღლიწოს ეძახდნენ. ღვინოში ჩამბალ თონის პურს მიირთმევდნენ ბავშვებიც და ჯანმრთელი, ძლიერი და მხნე მებრძოლები იზრდებოდნენ. დასავლეთ საქართველოში ციებ-ცხელებით ნაავადმყოფარ ბავშვებს ალკოჰოლგამოცლილ ღვინოს ასმევდნენ: ღვინოს ჭიქაში ასხამდნენ და შიგ გახურებულ ვერცხლის კოვზს დებდნენ. სპირტი ორთქლდებოდა. უალკოჰოლო ღვინო აღძრავდა მადას, აჩქარებდა გამოჯანმრთელებას.

ღვინის სახეები

განასხვავებენ ჯიშობრივ და კუპაჟურ ღვინოს. ჯიშობრივს ერთი ჯიშის ყურძნისგან ამზადებენ, კუპაჟური კი სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ნარევია. ღვინოებს მშრალ და ტკბილ ღვინოებად ყოფენ, მათ შორის არსებულ სახეობათა სრული სპექტრით. სიმშრალეს იწვევს ღვინოში დარჩენილი შაქარი – რაც უფრო მშრალია ღვინო, მით უფრო ნაკლებ შაქარს შეიცავს ის. სუფრის ღვინოების უმეტესობა მშრალია.

  • ღვინის ტიპები

    მშრალი - დასრულებული ალკოჰოლური დუღილის შედეგად მიღებული ღვინო, რომელშიც რედუცირებული შაქრების შემცველობა არ აღემატება ლიტრზე 4 გრამს

  • ნახევრად მშრალი - ღვინო, რომელიც მიღებულია დურდოს ან ყურძნის ტკბილის არასრული დადუღების გზით და რომელშიც რედუცირებული შაქრების შემცველობა 4 გ/ლ-დან 25 გ/ლ-მდე მერყეობს
  • ნახევრად ტკბილი - ღვინო, რომელიც მიღებულია დურდოს ან ყურძნის ტკბილის არასრული დადუღების გზით და რომელშიც რედუცირებული შაქრების შემცველობა 30 გ/ლ-დან 50 გ/ლ-მდე მერყეობს
  • ტკბილი - ღვინო, რომელიც აკმაყოფილებს ნახევრად მშრალი და ნახევრად ტკბილი ღვინოებისადმი დაწესებულ მოთხოვნებს და რომელშიც რედუცირებული შაქრების შემცველობა 51 გ/ლ-დან 80 გ/ლ-მდე მერყეობს
  • ცქრიალა - ნახშირბადის დიოქსიდით გაჯერებული ღვინო, რომელიც მიიღება დახურულ ჭურჭელში ყურძნის ტკბილის პირველადი ან ღვინის მეორეული დუღილის შედეგად და რომელშიც ჭარბი წნევა 200ჩ ტემპერატურაზე არ უნდა იყოს 3 ბარზე ნაკლები
  • შუშხუნა - ნახშირბადის დიოქსიდით ხელოვნურად გაჯერებული ღვინო, რომელშიც ჭარბი წნევა 200ჩ ტემპერატურაზე არ უნდა იყოს 2,5 ბარზე ნაკლები
  • შემაგრებული  – ღვინო, რომელიც მიიღება მადუღარ დურდოზე ან მადუღარ ყურძნის ტკბილზე ეთილის რექტიფიცირებული სპირტის დამატებით და რომლის ფაქტობრივი სპირტშემცველობა 15%-დან 22%-მდეა
  • არომატიზებული - ღვინო, რომელიც მიიღება მშრალი ან შემაგრებული ღვინის, მცენარეთა სპირტიანი ექსტრაქტის, ეთილის რექტიფიცირებული სპირტისა და შაქრის შერევით


თეთრი - მსუბუქი ღვინის კლასიკური სახეობა, რომელსაც ახასიათებს ყვითელი ფერების სიუხვე და მომწვანო-მოოქროსფროში გადადის

ღვინოების კლასიფიკაცია ფერის მიხედვით

  • ვარდისფერი - ყურძნის წვენისგან ან ტკბილისგან წარმოებული ვარდისფერი ღვინო, რომელსაც კანს დადუღების დასრულებამდე აცლიან
  • წითელი - ღვინის ეს კატეგორია აერთიანებს შავი ყურძნისგან დამზადებულ ღვინოებს, რომლებიც დადუღებულია ყურძნის კანთან ერთად. ამ ტიპის ღვინოების სრული სპექტრი მოიცავს ღია ალუბლისფერიდან მოლურჯო-მოშავომდე ფერის ღვინოებს.

გემრიელი და სასარგებლო

„IN VINO VERITAS“ - საქვეყნოდ ცნობილი ეს ლათინური გამოთქმა ნიშნავს, რომ ღვინოშია ჭეშმარიტება. ღვინოს შესახებ თანამედროვე წარმოდგენათა გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ღვინოშია ჯანმრთელობაც. ნატურალური ღვინო ადამიანის ორგანიზმს მკვებავი და ენერგეტიკული ნივთიერებების დამატებით ოდენობას აწვდის. ჯანმრთელი მამაკაცისთვის სასარგებლოა დღე-ღამეში 2-3 ჭიქა, ხოლო ქალისთვის - 2-ჯერ ნაკლები. ქალის ორგანიზმი მამაკაცისაზე ძნელად იტანს ალკოჰოლს. ღვინის რეგულარული და, რა თქმა უნდა, ზომიერი სმა ადამიანს მხოლოდ გულის დაავადებებისგან კი არა, არამედ ზოგიერთი სახის კიბოსგანაც იცავს. მათი სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ვინც ყოველდღე 300-400 გრამ ღვინოს სვამს, 30%-ით უფრო დაბალია, ვიდრე მათი, ვინც ღვინოზე უარს ამბობს. სპეციალისტები ღვინის სარგებლობაზე საუბრისას ყოველთვის უსვამენ ხაზს ზომიერებას. თუ ზომიერებამ გვიღალატა, ეს ღვთაებრივი სასმელი შეიძლება თვითონვე იქცეს უამრავი დაავადების სათავედ. ზომიერი სმით ორგანიზმში კარგი ქოლესტერინის შემცველობა იზრდება, ხოლო ცუდისა მცირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ღვინო აწესრიგებს წნევას და აფართოებს სისხლძარღვებს. სასარგებლო კომპონენტები წითელ ღვინოში მეტია, ვიდრე თეთრში. ამასთანავე, ახალი ღვინო უფრო სასარგებლოა, ვიდრე დაძველებული. ტანინით მდიდარი დაძველებული მშრალი წითელი ღვინო კარგია დიაბეტის სამკურნალოდ. ჭამის წინ თეთრი ღვინის ზომიერი მიღება იწვევს ღვიძლის უჯრედების აღგზნებას, ხელს უწყობს თორმეტგოჯა ნაწლავში ნაღვლის წვენის გადადენას და აძლიერებს შარდის გამოყოფის პროცესს. ღვინით მკურნალობის პრაქტიკა წარმატებულია უცხოეთში: აშშ-ში, საფრანგეთში, იტალიაში. ღვინის ღმერთ დიონისეს შვილის ენეასის პატივსაცემად მას ენოთერაპია ეწოდა.

კახური ღვინო

მსოფლიოს გამოჩენილმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კახური ტიპის ღვინოები ძალზე ექსტრაქტულია. მათ ახასიათებთ სამკურნალო თვისებები შაქრიანი დიაბეტის, გლაუკომის, ნიკრისის ქარის, თირკმლის, ღვიძლის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ნერვული სისტემის დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს. კახური ღვინო მდიდარია მთრიმლავი ნივთიერებებით და აქვს მაღალი ფიზიოლოგიური აქტიურობის უნარი. ის ხელს უწყობს კაპილარული სისხლძარღვების ელასტიკურობის შენარჩუნებას და ამ მხრივ უფრო ეფექტურია, ვიდრე ევროპული ტიპის ღვინო. ყურძნისა და კახური ღვინის ფენოლურ ნაერთებს, განსაკუთრებით - პროანტოციანიდებს, ანტიათეროსკლეროზული მოქმედება ახასიათებთ და სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებები აქვთ. ადამიანის ჯანმრთელობისთვის უაღრესად სასარგებლო ზემოქმედების გამო კახური ტიპის ღვინოებს მსოფლიოში ჯერჯერობით კონკურენტი არ ჰყავთ.

საგულისხმო რჩევები

  • სისხლის ნაკლებობისას კარგია წითელი ღვინო (საფერავი, მუკუზანი, თელიანი, ქინძმარაული, ხვანჭკარა), ისინი მდიდარია რადიუმით, აღმგზნები და ენერგიის მომმატებელი საშუალებებით.
  • გულისცემის შესუსტების დროს სასურველია მიიღოთ მშრალი და ნახევრად მშრალი თეთრი ღვინო ან ცქრიალა ღვინო (შამპანური).
  • კუჭის აშლილობის დროს მიიღეთ წითელი მშრალი ღვინო - საფერავი.
  • ანემიისას რეკომენდებულია სუფრის წითელი ღვინო, დღეში 2 ჭიქა, ჭამის დროს.
  • ათეროსკლეროზის დროს კარგია მინერალურ წყალში გახსნილი 0,5 ლიტრი თეთრი ღვინო.
  • ავიტამინოზის დროს შეიძლება მიიღოთ ნახევრად ტკბილი ღვინო.
  • გრიპს,  ბრონქიტს, ფილტვების ანთებას უხდება გლინტვეინი (შაქრითა და სანელებლებით შეზავებული ცხელი წითელი ღვინო).
  • პირღებინებას აჩერებს ძალიან ცივი ცქრიალა ღვინო.
  • ყოველდღე ერთი ჭიქა თეთრი ღვინის სმა ფილტვებს ამაგრებს.