რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
ზეთი
ზეთი

სახეობები
ზეთის კვებითი ღირებულება და კულინარიული დანიშნულება მისი მიღების მეთოდზეა დამოკიდებული. ნედლეულიდან (ზეთისხილი, მზესუმზირა, სიმინდი, სოია) მცენარეული ცხიმის მიღება შესაძლებელია დაწნეხით და ექსტრაქციის მეთოდით. დაწნეხით მიღებული ზეთი უფრო სასარგებლოა. ექსტრაქციით მიღებული, როგორც წესი, უფრო იაფია, მაგრამ გაცილებით ღარიბია სასარგებლო ნივთიერებებით. გარდა ამისა, შესაძლოა ასეთ ზეთში იყოს გამხსნელი ნივთიერების ნარჩენები და სხვა ქიმიური მინარევები. ხარისხი იმაზეც არის დამოკიდებული, ცივად დაწნეხეს ნედლეული თუ დაწნეხვის წინ გააცხელეს (მოხალეს).

გაცხელებისას ნედლეულიდან მეტი ზეთი გამოდის, თუმცა იმავდროულად იზრდება ზეთში კანცეროგენული ნივთიერებების მოხვედრის შანსიც, ამიტომ დაიხსომეთ: ცივი დაწნეხვით მიღებული ზეთი უფრო სასარგებლოა, ვიდრე ცხელი დაწნეხვით მიღებული. გამოწურვის შემდეგ ზეთს წმენდენ. თუ ამისთვის გამოიყენეს მხოლოდ ფიზიკური მეთოდები (გაფილტვრა, სალექარში გაჩერება და ნალექის მოშორება) - ზეთის ხარისხი უმჯობესდება, თუმცა ხშირად მიმართავენ ზეთის ქიმიურ გაწმენდას ანუ რაფინირებას. ექსტრაქციით მიღებული ზეთები სრულ რაფინაციას ექვემდებარება. რაფინირებას იმიტომ მიმართავენ, რომ ასეთი გაწმენდის გარეშე ზეთი დიდხანს არ ინახება და კულინარიულ დამუშავებასაც ცუდად იტანს (გაცხელებისას შეიძლება აქაფდეს), თუმცა ქიმიური გაწმენდისას ზეთი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას კარგავს. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, ქიმიური დამუშავებისას ზეთში არასასურველი ქიმიური ნივთიერებებიც მოხვდეს, ამიტომ რაფინირებული ზეთი უკვე აღარ არის ისეთი სასარგებლო, როგორიც მანამდე იყო. ზოგჯერ ზეთის ეტიკეტზე ასეთ წარწერას წააწყდებით: "გავლილი აქვს მხოლოდ ჰიდრატაცია", ან "მხოლოდ ვინთერიზაცია", "დეზოდორაციის გარეშე", "არომატიზაციის გარეშე". ეს ტერმინები ქიმიური გაწმენდის (რაფინირების) სტადიებს ასახავს. ამ წარწერებით მწარმოებელი მიგვანიშნებს, რომ ზეთს ქიმიური გაწმენდის სრული ციკლი კი არა, მისი მხოლოდ ნაწილი აქვს გავლილი, ანუ სრულად რაფინირებულ ზეთზე უკეთესია, უფრო სასარგებლოა.


როგორ ავირჩიოთ
ზეთის არჩევის ზოგადი წესები ასეთია:

  • თუ ზეთი გაუცხელებლად (მაგალითად, სალათის შესაკაზმად) უნდა გამოიყენოთ, ეცადეთ, არარაფინირებული (ან არასრულად რაფინირებული) შეიძინოთ, ხოლო თუ რამის შესაწვავად გინდათ, რაფინირებულის შეძენა ჯობს.
  • აუცილებლად შეამოწმეთ შენახვის ვადა: რაფინირებული ზეთი 1 წელიწადს ან ცოტა მეტხანს ინახება (გამონაკლისია რაფინირებული ზეითუნის ზეთი - მისი შენახვის ვადა 2 წელია), არარაფინირებული კი უფრო ნაკლებ ხანს: 3-8 თვეს. თუ ზეთის შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადა ამაზე მეტია, ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქტს სპეციალური ქიმიური ნივთიერებები - ანტიოქსიდანტები აქვს დამატებული. ეს ნივთიერებები ადამიანის ორგანიზმისთვის საკმაოდ მავნეა, ამიტომ შეძლებისდაგვარად ერიდეთ ისეთი ზეთის შეძენას, რომლის შენახვის ვადა 2 წელზე მეტია.
  • მიაქციეთ ყურადღება, რომ შენახვის ვადა გასული არ იყოს! გაფუჭებული ზეთი ჯანმრთელობისთვის ძალზე საშიშია!
  • მიაქციეთ ყურადღება იმასაც, რომ რაფინირებული ზეთი კრიალა, გამჭვირვალე იყოს, არ ჰქონდეს ნალექი. არარაფინირებულ ზეთს კი შეიძლება მცირე ნალექი ჰქონდეს, რომელიც სასარგებლოც კია ორგანიზმისათვის.
  • თუ ზეთს აწერია, რომ იგი არ შეიცავს ქოლესტერინს, იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ სარეკლამო ხრიკია და ზეთის ეს სახეობა არაფრით სჯობს სხვას. საქმე ის არის, რომ ქოლესტერინს არც ერთი მცენარეული ზეთი არ შეიცავს, ეს ნივთიერება მხოლოდ ცხოველურ პროდუქტებშია. ზეითუნის ზეთის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ სორტს. ის ეტიკეტზე უნდა იყოს მითითებული. საერთაშორისო ვაჭრობაში მიღებულია ზეითუნის ზეთის რამდენიმე სორტი:
  • Virgin
    You must have Flash Player installed in order to see this player.
    Olive Oil. ეს არის არარაფინირებული ზეითუნის ზეთი, რომელიც მიღებულია მხოლოდ ფიზიკური მეთოდების (დაწნეხა, დაყოვნება, ფილტრაცია) გამოყენებით, ქიმიური გაწმენდის გარშე.
  • Refined Olive Oil (ან უბრალოდ Olive Oil) - რაფინირებული ზეითუნის ზეთია. ამ ზეთის ერთ-ერთი სახეობა, Light Olive Oil, ისეა დამუშავებული, რომ მისი რამდენიმეჯერ გაცხელებაც კი შეიძლება - მისი გაცხელებისას კანცეროგენული ნივთიერებები არ წარმოიქმნება.
  • Pure Olive Oil - რაფინირებული და არარაფინირებული ზეთების ნარევია.
  • Pomace Olive Oil - ეს ყველაზე დაბალი ხარისხის ზეითუნის ზეთია. იგი მიიღება ზეთისხილის ნაწნეხისგან ქიმიური გამხსნელებისა და მაღალი ტემპერატურის გამოყენებით.




კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ფსიქოლოგებმა გამოარკვიეს რას აკეთებენ ადამიანები ძილის წინ. ქალების უმრავლესობა დასაძინებლად, უპირატესობას წიგნის კითხვას ანიჭებს (13% ქალი, მამაკაცი 9% ). ქალების მხოლოდ 4% ამბობს, რომ სექსი დაძინებაში ეხმარება.
სერიალმა "ექიმმა ჰაუსმა" სატელევიზიო სივრცეში გამოჩენისთანავე მოახერხა ექიმების, მომავალი ექიმების, პაციენტების, სამედიცინო საკითხებით დაინტერესებული ადამიანების და ზოგადად, ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ორგანიზმზე სირბილის ზემოქმედების უჩვეულო ეფექტი გამოავლინეს. თურმე სირბილი სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სერიალმა "ექიმმა ჰაუსმა" სატელევიზიო სივრცეში გამოჩენისთანავე მოახერხა ექიმების, მომავალი ექიმების, პაციენტების, სამედიცინო საკითხებით დაინტერესებული ადამიანების და ზოგადად, ფართო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა
ადამიანთა (განსაკუთრებით ბავშვების) დამოკიდებულებამ ელქტრონულ მოწყობილობებზე საგანგაშო მასშტაბებს მიაღწია. ბავშვებს ხშირ შემთხვევაში ერღვევათ ძილის პროცესი. ისინი ღამით რამდენჯერმე (ათჯერ და მეტჯერაც) იღვიძებენ ტელეფონებიდან მუდმივად მომავალი შეტყობინებების, ზარებისა თუ ნიშნების შესამოწმებლად.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, რიგმა კლინიკებმა საყოველთაო ჯანდაცვით გათვალისწინებული თანხები დახარჯეს მენეჯმენტის კეთილდღეობასა და დივიდენდებზე და მხოლოდ მცირედი ნაწილი მიმართეს მედპერსონალსა და პაციენტებზე.
ვირტუალური რეალობა მხოლოდ ვიდეოთამაშებსა და კომპანია Facebook-ის მიერ შემოთავაზებულ სოციალურ სერვისებს როდი მოიცავს.
Mycredit.ge არის წარმატებული ქართული ბრენდი, რომელიც ბაზარზე მოქმედ საფინანსო კომპანიებს შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ორგანიზაცია Friendly finance ჯგუფის წევრია და აქვს გამოცდილება სკანდინავიისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში. MyCredit არ არის მხოლოდ ონლაინ სესხი. ინტერნეტ გვერდზე შეგიძლიათ ასევე გაეცნოთ პრაქტიკულ რჩევებს ფინანსების მართვის და დაზოგვის შესახებ.

სპეციალისტების ჯგუფმა აღმოაჩინა ბაქტერია Paenibacillus, რომელიც მდგრადია 70% თანამედროვე ძლიერი ანტიბიოტიკებისადმი. ეს ბაქტერია მღვიმეში 300 მეტრ სიღრმეზე ცხოვრობს. ბაქტერია მილიონობით წელი ადამიანებისა და წამლებისგან იზოლირებული რჩებოდა, ანუ წამლისმიერი მდგრადობა ჩამოყალიბდა თანამედროვე ფაქტორების ზემოქმედების გარეშე.
04 აგვისტო 2016
1. ხარისხიანი სუნამო მზადდება მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისაგან და არავითარი "ქიმია"

თანამედროვე პარფიუმერია ნატურალური და სინთეზური ნივთიერებების ნარევია. სრულად ნატურალური სუნამო 2000-იან წლებში აღადგინა ამერიკელმა პარფიუმერმა ამანდა აფტელმა. მსოფლიოში მსგავსი პროდუქცია ძალზე ცოტა იყიდება: ნატურალურ კომპოზიციებს აქვს სპეციფიკური სუნი, არ აქვს მოცულობითი შლეიფი და სერიოზული მდგრადობა.

04 აგვისტო 2016
მუდმივი სტრესის, ხშირად კი არაჯანსაღი ცხოვრების მიზეზით ბევრი ახალგაზრდა მამაკაცის ორგანიზმია შეწუხებულია. ასე ხდება მამაკაცის ჰორმონ ტესტოსტერონის უკმარისობის დროსაც. ამიტომ მარადიული პრობლემა - ტესტოსტერონის დონის ამაღლება კვლავ აქტუალურია, ზოგიერთ შემთხვევაში - პრიორიტეტულიც.

მამაკაცის სასქესო ჰორმონი - ტესტოსტერონი უშუალოდ რომ მოქმედებს მამაკაცის სხეულის აგებულებაზე, ათლეტურობაზე, ხმის ტემბრზე, სექსუალურ აქტივობაზე, ეს არავის აეჭვებს.

გახდომის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა გაუსაძლისი შიმშილის შეტევის დათრგუნვაა.
მეცნიერებმა გაშიფრეს ქალის X-ქრომოსომის კოდი, რომელიც 300-ზე მეტი დაავადების განვითარებაზე ახდენს გავლენას.
ესპანელი ფსიქიატრების განცხადებით,  ინტერნეტ-დამოკიდებულების სინდრომი მეტად სერიოზული დაავადებაა.