რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
IBღ-მა "ყველაზე იაფი" და "ყველაზე ძვირი" აფთიაქები გამოავლინა
IBღ-მა "ყველაზე იაფი" და "ყველაზე ძვირი" აფთიაქები გამოავლინა

მაისის დასაწყისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის საკონფერენციო დარბაზში "ილიაუნი ბიზნეს რევიუს" (იბრ) მიერ მომზადებული "აფთიაქების ბაზრის კვლევის" შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. "ილიაუნი ბიზნეს რევიუ" მზადდება ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევართა მიერ; მის მომზადებაში აქტიურად მონაწილეობენ იმავე უნივერსიტეტის სტუდენტები. "ილიაუნი ბიზნეს რევიუს" ინტერესისა და საქმიანობის სფეროა მაკრო- და მიკროეკონომიკური მაჩვენებლები და მათი ანალიზი, ბაზრების კვლევა, პროგნოზირება, რეიტინგები, ინდექსები, ტენდენციები და რეკომენდაციები.

"ილიაუნი ბიზნეს რევიუმ" გამოსაკვლევად შეარჩია თბილისში შედარებით მსხვილი რამდენიმე სააფთიაქო ქსელი: "ავერსი", "პსპ", "გპს", "ციტყ პჰარმა", "ფარმაცენტრი", "ფარმადეპო", "ნეოფარმი", "36,6", "სახალხო აფთიაქი", "ფარმაგიდი". კვლევის მეთოდოლოგია გახლდათ ვიზიტები აფთიაქებში; სატელეფონო ზარები და აფთიაქების ვებგვერდების ანალიზი. კვლევა მიზნად ისახავდა ფასების დადგენას ერთსა და იმავე წამალზე საქართველოს ბაზარზე ოპერირებად აფთიაქებს შორის და მათ შედარებით ანალიზს. მიღებული შედეგების საფუძველზე განისაზღვრა, რომელი აფთიაქი აწვდის მომხმარებელს მედიკამენტებს და სამედიცინო საშუალებებს ყველაზე იაფად და რომელი - ყველაზე ძვირად. თბილისში მოქმედ მეტ-ნაკლებად ცნობილ ქსელურ აფთიაქებში გამოსაკვლევად 20 დასახელების წამალი განისაზღვრა (7 სხვადასხვა სახეობის წამლების კატეგორიებიდან).


აქვე გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებზე დაყრდნობითაც შედგა ეს კვლევა:
1. ბინტი - სტერილური, პატარა, 5სმX10სმ;
2. ბამბა (სტერილური) - 50 გრამი;
3. იოდი 5% - 10 მლ;
4. წყალბადის ზეჟანგი 3% - 100 მლ;
5. ამოქსიცილინი - 500 მგ. 10 ტაბ.
6. ანალგინი - 500 მგ. 10 ტაბ.
7. ბარალგინი - 500 მგ. 10 ტაბ.
8. კეტანოვი - 10 მგ. 10 ტაბ.
9. ნო-შპა - 40 მგ. 100 ტაბ.
10. ციტრამონი - 10 ტაბ.
11. ადელფანი - 10 ტაბ.
12. რაუნატინი - 10 ტაბ.
13. ვალიდოლი - 10 ტაბ.
14. ვალერიანი - 20 მგ. 10 ტაბ.
15. ომეპრაზოლი - 20 მგ. 10 კაფს.
16. ლევომიცეტინი - 500 მგ. 10 ტაბ.
17. ნაფტიზინი - 0,1% 10 მლ.
18. პარაცეტამოლი - 500 მგ. 10 ტაბ.
19. ბრომჰექსინი - 8 მგ. 25 ტაბ.
20. გრიპისა და გაციების საწინააღმდეგო ტაიქოლდის ჩაი - 1 პაკ.

შერჩეული მედიკამენტების შეძენა, მეტ-ნაკლები ალბათობით, ყველა სამიზნე აფთიაქშია შესაძლებელი. კვლევის შედეგების საფუძველზე გამოვლინდა "ყველაზე იაფი" და "ყველაზე ძვირი" აფთიაქები. აფთიაქების პოზიციები წამლებზე ფასების საერთო მოცულობაში ყველაზე იაფი და ყველაზე ძვირი მედიკამენტების ფიქსირების სიხშირის მიხედვით განისაზღვრა.


"ყველაზე იაფი" აფთიაქები:
I ადგილი - "ფარმადეპო" (24,0%)
II ადგილი - "პსპ" (20,5%)
III ადგილს ინაწილებენ "სახალხო აფთიაქი", "ფარმაცენტრი" და "ავერსი" (18,5%)


"ყველაზე ძვირი" აფთიაქები:
I ადგილი - "36,6" (40,5%)
II ადგილი - "ნეოფარმი" (35, 2%)
III ადგილი - "ფარმაგიდი" (24,3%)


კვლევაში ფიქსირებული ფასები დადგინდა მომხმარებლებისთვის პროდუქციის დახლზე შეთავაზებული ფასების შესაბამისად. ფასები ლარებშია აღრიცხული და ფიქსირებულია 2012 წლის 26 მარტიდან 10 აპრილამდე არსებული მდგომარეობით. "ილიაუნი ბიზნეს რევიუში" აცხადებენ, რომ შედეგების განზოგადებით ვიღებთ შემდეგ სურათს: "თუ ეგრეთ წოდებულ "ყველაზე იაფ" აფთიაქებში ოჯახი ჩვენ მიერ შერჩეული ხშირად მოხმარებული წამლების პაკეტს შეიძენს, იმავე წამლების შეძენა ეგრეთ წოდებულ "ყველაზე ძვირ" აფთიაქებში ოჯახს პროდუქციას საშუალოდ 62%-მდე უძვირებს".

You must have Flash Player installed in order to see this player.
"ილიაუნი ბიზნეს რევიუს" მკვლევართა ჯგუფი ბაზრის კვლევას სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებს. უახლოეს მომავალში ინფორმაცია უკვე დინამიკაში მიეწოდება საზოგადოებას, რაც ბაზარზე მიმდინარე საინტერესო პროცესებზე უფრო ნათელ წარმოდგენას შექმნის.


 

თარიღი : 22-07-2015
მარი
ავერსზე ძვირი აფთიაქი თბილისში არაა---რა კვლევა უნდა მაგათ.,... კარგით რაა...
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
შაქრის გადაჭარებეული მოხმარება თანამედროვე კვების რეჟიმის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. ტკბილი საკვების სიყვარული აჩქარებს დაბერების პროცესს,
ალბათ, ბევრს აინტერესებს - რა ხდება ორგანიზმში შიმშილობისას, მაშინ, როდესაც ორგანიზმში არ ხვდება არავითარი საკვები, არც ცილები, არც ცხიმები, არც ნახშირწყლები. მეტიც, ე.წ. მშრალი შიმშილობისას ორგანიზმი წყლის მიღებასაც კი მოკლებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში (რადგან, საბედნიეროდ, სამკურნალო შიმშილობა გარკვეული ვადით გრძელდება) შინაგანი მოთხოვნილებები საკუთარი სარეზერვო ენერგეტიკული წყაროებიდან უნდა დაიკმაყოფილოს, რადგან მათ სხვა წყაროებით ვერ მიიღებს.

ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ამ საკითხზე გვესაუბრება მედიცინის ჰაბილიტირებული დოქტორი, რიგის აღმოსავლეთ კლინიკის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მთავარი სპეციალისტი – ონკოლოგი, სტრადინას უნივერსიტეტის (რიგა, ლატვია) ასოცირებული პროფესორი – დაცე ბალტინა.

ორგანული ლოკალიზაციის მიხედვით კანის ავთვისებიანი სიმსივნეები პირველ ადგილზეა. მათ შორის, მელანომა განსაკუთრებით აგრესიული სიმსივნეა, რადგან მის უჯრედებს სწრაფი გამრავლების უნარი აქვთ და ასევე სწრაფად მეტასტაზირებენ და ვრცელდებიან ორგანიზმში.

როგორც ჩანს, ინტერნეტ-დამოკიდებულების პრობლემა უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ასეთი დასკვნის გაკეთების საფუძველი კომპანია iPass-ის თანამშრომლებს ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის 1700 მცხოვრების
მომავალი წლიდან ფარმაცევტულ ბაზარზე შეიძლება გამოჩნდეს სიახლე ისრაელის კომაპნიისგან Teva. კომპანიამ შეთანხმება დადო კომპანიასთან Syqe Medical, სამედიცინო მარიხუანას ინჰალატორის კომერციალიზაციის შესახებ.
ტელეკომპანია PalitraNews-ი ახალ გადაცემას იწყებს, სახელწოდებით "არცოდნა აკრძალულია".
ხელოვნური განაყოფიერებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკა "ინ ვიტრო" საქართველოში, როგორც დამოუკიდებელი ერთეული, 2010 წლიდან ფუნქციონირებს. ევროპის ემბრიოლოგთა და რეპროდუქტოლოგთა საზოგადოების წევრი კლინიკა პაციენტებს 18-წლიანი გამოცდილებით ემსახურება. კლინიკა "ინ ვიტრო"-ს საფუძველი ჩაეყარა ბ-ნი გია ცაგარეიშვილისა და ქ-ნი ნატალია ხონელიძის გუნდის მიერ და დღემდე ათასობით იმედგადაწურული ოჯახისათვის ბედნიერების მოტანის საწინდარი გახდა.

აქამდე ადამიანების კრიოკონსერვაცია მხოლოდ ფანტასტიურ ლიტერატურაში აღწერილი იდეა იყო. თუმცა, სიტუაცია შეიცვალა. კიბოს უკურნებელი ფორმით დაავადებულმა 14 წლის ბრიტანელმა მოზარდმა,
08 აგვისტო 2016
· ოჯახის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს საკუთარი პირსახოცი და საწოლი;
26 სექტემბერი 2016
ელექტრონულ ფოსტაზე დამოკიდებულება ზრდის სტრესის დონეს, რამაც შეიძლება სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს.
ქალის ტირილი არავის უკვირს, კაცის თვალზე კი ცრემლს იშვიათად შენიშნავთ. მშრალი, მაგრამ სასტიკი სტატისტიკით, მამაკაცები დიდხანს ვერ ცოცხლობენ. მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ მათ ტირილის მორალური უფლება არ აქვთ, დარდსა და სევდას გარეგანი გამოვლინების საშუალება არ ეძლევა.

თუმცა მამაკაცებიც ტირიან, მაგრამ გაცილებით იშვიათად და ახლობელთაგან ფარულადაც კი.

ნათხემშიდა სისხლჩაქცევები

ნათხემში სისხლჩაქცევების მიზეზი ვადაზე დაბადებულ ბავშვებში მასიური სუპრატენტორიალური პარკუჭშიდა ჩაქცევაა, დღენაკლულ ბავშვებში კი - გერმინული მატრიქსის ჰემორაგია (სისხლჩაქცევა). ყოველივეს კი იწვევს სამშობიარო ტრავმისა და ასფიქსიის თანხვედრა.

ნათხემში სისხლჩაქცევების კლინიკა სწრაფად პროგრესირებს. ქალას უკანა ფოსოს სუბდურალური სისხლჩაქცევის მსგავსად ამ დროსაც სწრაფად ძლიერდება სუნთქვითი დარღვევები, ქვეითდება ჰემატოკრიტი და ჩქარდება ლეტალური გამოსავალი (ბავშვი იღუპება).

ეს ნივთიერებები საკვებს არც აგემრიელებს და არც სასარგებლოა, სამაგიეროდ, საგრძნობლად აიაფებს მის წარმოებას.