კარტოფილი საოჯახო ტრაპეზზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კარტოფილი საოჯახო ტრაპეზზე

მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო

კარტოფილი ჩვენს წელთაღრიცხვამდე დიდი ხნით ადრე იყო ცნობილი. იგი ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის აბორიგენებმა აღმოაჩინეს, დასავლეთ ევროპაში კი მე-16 საუკუნეში მოხვდა კოლუმბის შემწეობით. თავდაპირველად კარტოფილს, როგორც დეკორატიულ მცენარეს, იტალიისა და ესპანეთის ბოტანიკურ ბაღებში ახარებდნენ. მის ბოლქვებს პირველად ესპანელებმა გაუსინჯეს გემო, თანაც უმს! საკვებად კარტოფილის ფართო მოხმარება კი მე-16 საუკუნის ბოლოს იტალიაში დაიწყო. თავდაპირველად მას პერუულ მიწის კაკალს ეძახდნენ, მერე ტრიუფელთან მსგავსების გამო “ტარტუფოლი” შეარქვეს, გერმანელებში ეს სახელი გადასხვაფერდა და “ტატროფელად” იქცა. ღარიბ ინგლისელებსა და ირლანდიელებს კარტოფილი შიმშილობის წლებში პურის მაგივრობას უწევდა. რუსეთში ეს პროდუქტი მე-17 საუკუნის ბოლოს გამოჩნდა - ჰოლანდიაში მყოფმა პეტრე I-მა პარკით გამოგზავნა რუსეთში დასათესად. მე-18 საუკუნის ბოლოს კი ფართოდ გავრცელდა ბალტიისპირეთშიც. დღეს კარტოფილს მთელ მსოფლიოში მიირთმევენ და ძალიან უყვართ.

კარტოფილის თვისებები

კარტოფილის ბოლქვები მდიდარია: სახამებლით (დაახლოებით 24%), ვიტამინებით (C, B ჯგუფის, DE, E); მიკროელემენტებით (R, Mg, Zn, Fe, P), ცილებით, ორგანული მჟავებით. კარტოფილი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, ორგანიზმიდან ჭარბი მარილებისა და სითხის გამოყოფას. იმის წყალობით, რომ უხვად შეიცავს სახამებელს და უმნიშვნელო ოდენობით - უჯრედისს, ნახშირწყლებსა და ცილებს 80-90%-ით ითვისებს ორგანიზმი, განსაკუთრებით - პიურედან. გაითვალისწინეთ: კარტოფილის ქერქში უფრო მეტი მინერალი და ვიტამინია. მათ შესანარჩუნებლად კარტოფილის ბოლქვები ქერქიანად შეწვით ღუმელში ან მოხარშეთ. ახალ კარტოფილში უფრო მეტი ჩ ვიტამინია, ვიდრე ძველში. რეცხვისას კარტოფილი კარგავს სახამებელსა და ჩ ვიტამინს, მათთან ერთად კი ნიტრატებსაც. უმჯობესია, რეცხოთ გამდინარე ცივი წყლით.

კარტოფილი ხალხურ მედიცინაში

უმი კარტოფილის ნაჭრებს ალერგიული ლაქების, დამწვრობის შემდგომი ნაკვალევის მოსარჩენად იყენებენ. დააფინეთ ასეთ ადგილებზე თხელი, მრგვალი ნაჭრები. უმი გახეხილი კარტოფილი უხდება ჩირქოვან ჭრილობებს, ფურუნკულებს (ძირმაგარას). უმი კარტოფილის წვენი, როგორც სუფთა სახით, ისე სხვა ბოსტნეულის წვენთან ერთად, კარგია საჭმლის მომნელებელი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევების, კუჭ-ნაწლავის დავადებებისა და ნერვული დარღვევების, ანემიისა და რეგულარული თავის ტკივილის დროს. ქერქიანად მოხარშული კარტოფილის ორთქლის ინჰალაცია ძალიან ეფექტურია გაციების, ზედა სასუნთქი გზების დაავადებებისა და სურდოს დროს.

კარტოფილი ბავშვის კვებაში

კარტოფილის გარეშე ბევრს ტრაპეზი ვერც კი წარმოუდგენია, მით უმეტეს - მარხვის დღებში. კარტოფილისგან წელიწადის ნებისმიერ დროს მრავალფეროვანი კერძების მომზადება შეიძლება. კარტოფილი ფართოდ გამოიყენება ბავშვისა და დიეტურ კვებაში, მაგრამ მაღალი კალორიულობისა და სახამებლის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო მის უზომოდ გამოყენებას არ ვურჩევთ სიმსუქნისადმი მიდრეკილებს. სანამ ბავშვს კარტოფილის კერძს მოუმზადებდეთ, მის ეკოლოგიურ სისუფთავეში უნდა დარწმუნდეთ. კარტოფილი შეიძლება იყოს გენმოდიფიცირებული, ნიტრატებისა და პესტიციდების შემცველი, ამიტომ, ჯობს, საკუთარ ბოსტანში მოიყვანოთ. გამწვანებული და გაღივებული ბოლქვების ჭამა არ შეიძლება. ნივთიერება სოლანინმა, რომელსაც შეიცავს ასეთი კარტოფილი, შესაძლოა მოწამვლა და თვალის დაავადება გამოიწვიოს.


კარტოფილი სტაფილოს  გულსართით

  • 500 გ კარტოფილი;
  • 1 კვერცხი;

გულსართისთვის:

  • 400 გ სტაფილო;
  • 30 გ ნაღების კარაქი;
  • მარილი, კამა.

მოხარშული კარტოფილი გაფცქვენით, გახეხეთ და შეურიეთ კვერცხი. გადაიღეთ ხის დაფაზე და გააბრტყელეთ პატარა რგოლებად. თითოეულ მათგანში ჩადეთ ფარში, მოუკარით პირი, დამრგვალეთ და ტაფაზე, ზეთში შეწვით. შემწვარი ბურთები გადაიღეთ თეფშზე და ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი კამა. ფარიშისთვის წინასწარ მოხარშული სტაფილო გახეხეთ წვრილად, შეურიეთ კარაქი და მარილი.

კარტოფილი ქათმის ფილეთი

საჭიროა:

  • 200 გ კარტოფილი;
  • 2 ცალი ქათმის ფილე;
  • 10 გ ნაღების კარაქი;
  • 20 გ არაჟანი;
  • მარილი, კამა.

კარტოფილი ქერქიანად მოხარშეთ ისე, რომ არ ჩაიშალოს. გააცივეთ, გაჭერით ორად და ამოუღეთ გული მრგვალად. მოხარშული და გატარებული ქათმის ფილე შეაზავეთ კარაქით, მარილით. ამოღრუებული კარტოფილი ამ ფარშით ამოავსეთ და შეაერთეთ. გაახვიეთ ფოლგაში და 5-10 წუთით შეაწყვეთ ღუმელში. რომ გამოცხვება, მოაცალეთ ფოლგა, დააწყვეთ თეფშზე, სათითაოდ დაადეთ კოვზით არაჟანი და მოაყარეთ დაკეპილი კამა.

საჭიროა: