News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

აუტოიმუნური დაავადებების (დიაბეტი, გაფანტული სკლეროზი) დროს იმუნური სისტემა  „პატრონის“ წინააღმდეგ მოქმედებს. ახლა აქტიურად იკვლევენ ე.წ. თრეგ-უჯრედების როლს კიბოსა და აუტოიმუნური დაავადებების განვითარებაში. უჯრედები იმუნიტეტს ჯანმრთელ ქსოვილზე იერიშის მიტანის საშუალებას არ აძლევენ. თუ ეს „მუხრუჭი“ მოიხსნა, ამ უჯრედების კიბოს წინააღმდეგ მიმართვა გახდება შესაძლებელი. სპეციალისტებმა გამოიყვანეს  თაგვის ჯიში, რომელსაც არ ჰქონდა თრეგ-უჯრედების ნორმალური მუშობისთვის აუცილებელი ნივთიერება. ამის შემდეგ სწავლულებმა ჩაატარეს იმ პრეპარატის ტესტირება, რომელიც ჩვეულებრივი თაგვების ორგანიზმში ანალოგიურ პირობებს ქმნის. ორივე შემთხვევაში დადასტურდა ფილტვის კიბოს ზრდის შეფერხება. ახლო მომავალში მეცნიერები ანალოგიური მანიპულაციის ადამიანის იმუნიტეტზე განხორციელებას სცდიან.

მიაგნეს სისხლის კიბოს გენეტიკურ მიზეზს

დაბერების პროცესის მაკონტროლებელ გენს, რომელიც „უჯრედული საათის“ როლს ასრულებს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მიელომის (სისხლის კიბოს) განვითარებაში - ასეთია ლონდონის კიბოს კვლევის ინსტიტუტის დასკვნა. ახალგამოვლენილ გენეტიკურ ვარიანტებთან ერთად მიელომასთან დაკავშირებული ვარიანტების რიცხვმა 7-ს მიაღწია.   ამ ტიპის კიბოს განვითარების მიზეზია ცვლილებები სისხლის თეთრ უჯრედებში, რომლებიც, ჩვეულებრივ, ორგანიზმს ინფექციებსა და ტრავმებთან ბრძოლაში ეხმარებიან. ამ სახის კიბოს შემთხვევაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაღალია: ათი დაავადებულიდან მხოლოდ ოთხი ცოცხლობს დიაგნოზის დასმიდან 5 წელზე მეტხანს, ხოლო სამი პირველსავე წელს კვდება. ახალი მარკერები გამოავლინეს  4692 კიბოთი დაავადებული და 10990 ჯანმრთელი ადამიანის გენომების შედარების დროს. აღსანიშნავია, რომ ერთი გენეტიკური მარკერი დაკავშირებულია ტელომერების სიგრძის მარეგულირებელ თEღჩ გენომთან (ტელომერები მოკლდება დაბერების პროცესის პარალელურად). მაგრამ კიბოს ზოგიერთი უჯრედი დაბერების პროცესის იგნორირებას ახდენს და დაყოფას აგრძელებს. მიელომის დროს სისხლის თეთრი უჯრედები  უკონტროლოდ იზრდებიან ძვლის ტვინში და იქ ერთგვარ ბორცვებს ქმნიან, რის შედეგადაც ნორმალური სისხლწარმოქმნა შეუძლებელი ხდება.