ყველაზე დაუცველებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველაზე დაუცველებისთვის

მეცნიერულად დადასტურებულია 2500-ზე მეტი განსხვავებული ინფექციის არსებობა. ასეთი ინფექციების მიმართ ყველაზე მეტად დაუცველები არიან: ორსული ქალები, ახალშობილი და ჩვილი ბავშვები,  რომელთაც დასუსტებული ან საერთოდ ჩამოუყალიბებელი აქვთ იმუნიტეტი, რაც განაიარაღებთ მათ დაავადებების გამომწვევი მიკრობების წინააღმდეგ. ექიმები ცდილობენ  ასეთ პაციენტებს არ დაუნიშნონ ისეთი ანტიბაქტერიული პრეპარატები, მათ შორის ანტიბიოტიკები, რომლებიც ძირითად შემთხვევებში ასუსტებს მათ იმუნიტეტს. ორსულის ორგანიზმში მოხვედრისას ასეთმა პრეპარატებმა, შესაძლოა  ნეგატიურად იმოქმედოს ნაყოფის განვითარებაზე.  შესაბამისად  ბავშვებში ანტიბიოტიკები მხოლოდ უკიდურეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში ინიშნება.  ყოველთვის უნდა გვახსოვდეს: მსგავსი ანტიბაქტერიული, ძლიერ მოქმედი პრეპარატების  გვერდითი  მოქმედებით გამოწვეული შესაძლო არასასურველი გართულებების შესახებ.

 

ნუთუ ყველაზე უმწეოები დაცვის გარეშე რჩებიან?

არა! რადგან არსებობს  ბუნებრივი ალტერნატივა - ბაქტერიოფაგი. და საქართველო აღიარებული ლიდერია მსოფლიოში, ამ პრეპარატების (ბაქტერიოფაგი) შემუშავება–წარმოებისა  და მიწოდების სფეროში. საქართველოში მათ აწარმოებს ბიოფარმაცევტული კომპანია სს „ბიოქიმფარმი“, რომელიც  არის ბაქტერიოფაგის პრეპარატების ლიდერი მწარმოებელი, სადაც აღნიშნული პრეპარატები მზადდება ქარხნული წესით, რაც პრეპარატების მაღალი ხარისხის,  ეფექტურობისა და უსაფრთხოების გარანტია.

როგორ მუშაობ ბაქტერიის შთანმთქმელი

ბაქტერიოფაგი (ფაგი) - ბერძნულიდან ითარგმნება როგორც - „ბაქტერიის შთანმთქმელი“. ფაგი ბაქტერიების  ბუნებრივი მტერია. ფაგები პოულობენ დაავადების გამომწვევ ბაქტერიებს, ანადგურებენ მათ და ტოვებენ ორგანიზმს. ამასთან ფაგი სრულიად უსაფრთხოა სხვა არამიკრობული უჯრედებისთვის და ზოგადად ადამიანის ორგანიზმისათვის. ფაგის პრეპარატების გამოყენებას თან არ ახლავს უკუჩვენებები. ექიმები ამ პრეპარატების გამოყენების მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად: არ აღნიშნავენ რაიმე სახის გართულებებს ან გვერდით მოვლენებს, რაც განაპირობებს ფაგის პრეპარატების ფართოდ  გამოყენებას სამედიცინო პრაქტიკაში.  კომპანია „ბიოქიმფარმი“ უშვებს  ფაგის პოლიკომპონენტურ პრეპარატ ფაგიო -ს. პრეპარატი, რომელიც შედგება ერთდროულად რამდენიმე ფართოდ გავრცელებული ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების საწინააღმდეგო მაღალაქტიური, მაღალეფექტური ფაგებისაგან, ფაგის პრეპარატებთან ერთად შეიძლება სხვა პრეპარატებით, მათ შორის ანტიბიოტიკებით მკურნალობა ექიმის დანიშნულებით, ფაგი აძლიერებს აღნიშნული პრეპარატებით მკურნალობის ეფექტურობას.

ფაგიო - გამოიყენება ყველაზე ფართოდ გავრცელებულ დაავადებებთან საბრძოლველად:

  • ყელის დაავადებები, სასუნთქი გზების, ცხვირის ღრუსა და შუა ყურის ანთება ბავშვებსა და მოზრდილებში;
  • ანგინა, ფარინგიტი, ლარინგიტი, სინუსიტი;
  • უროგენიტალური ინფექციები, მათ შორის ორსულებში, ცისტიტი, ურეთრიტი;
  • მწვავე ნაწლავური ინფექციები ბავშვებსა და მოზრდილებში;
  • დისბაქტერიოზი ბავშვებსა და მოზრდილებში;

ფაგიოში შემავალი ფაგები  ანადგურებენ მხოლოდ ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს და არ აზიანებენ ადამიანის ორგანიზმში არსებულ სასარგებლო (მეგობარ) ფლორას, განსხვავებით რიგი ანტიბაქტერიული პრეპარატებისაგან. სწორედ ამიტომ ფაგის პრეპარატებს იყენებენ არა მარტო მკურნალობისათვის, არამედ სხვა და სხვა  დაავადების პროფილაქტიკისთვისაც.

ფაგიო (პიობაქტერიოფაგი თხიერი 20 მლ #4) გამოდის სითხის სახით 20 მლ -იან ფლაკონებში, კოლოფში 4 ფლაკონი. მისი თავისუფლად შეძენა შესაძლებელია, როგორც მსხვილი სააფთიაქო ქსელების აფთიაქებში, ასევე საცალო აფთიაქებშიც, გაიცემა ურეცეპტოდ.  არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატის მიღება შეიძლება როგორც შიგნით მისაღებად (დასალევად, გამოსავლებად, ჩასაწვეთებლად), ასევე ადგილობრივად და ზედაპირის დასამუშავებლად, რაც დამოკიდებულია ანთების ლოკალიზაციაზე. მკურნალობის სრული კურსი საშუალოდ 1-2 კვირა გრძელდება.

  • ანგინისა და პირის ღრუს დაავედებების დროს ფაგიო გამოიყენება შიგნით მისაღებად (დასალევად) და გამოსავლებად
  • ნაწლავების გაღიზიანებისას და დისბაქტერიოზის დროს პრეპარატი მიიღება დასალევად (2-3 ჯერ დღეში, 1 საათით ადრე ჭამამდე).

სს "ბიოქიმფარმი"

ლ. გოთუას  № 3, თბილისი 0160, საქართველო

https://www.facebook.com/biochimpharm