ფსიქოლოგიური კონსულტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური კონსულტაცია

მერე კი ეძებეთ ის, რაც ამ აღწერილობას შეესატყვისება. თან გაიყოლეთ მეგობარი, რომლის გემოვნებასაც ენდობით. ერთი დღე ასორტიმენტის გაცნობას დაუთმეთ, მეორე დღეს კი დაუბრუნდით იმ ნივთებს, რომლებიც განსაკუთრებით მოგეწონათ და მათგან საუკეთესო აირჩიეთ.

საშინლად ფიცხი ვარ! ჯერ ზედმეტებს ვამბობ, მერე დიდხანს ვნანობ, ბოდიშებს ვიხდი და ვირწმუნები, რომ არავის წყენინება არ მინდოდა. როგორ ვისწავლო თავის შეკავება? თეკლა, 26 წლის

შეეცადეთ, ჩხუბის დაწყებამდე დაიჭიროთ მომენტი, როცა მზად ხართ ასაფეთქებლად და რამდენიმე წამით ტაიმ-აუტი აიღეთ. არაფერი თქვათ, დაფიქრდით, ღირს თუ არა მკვახე პასუხის გაცემა. თუ მიხვდებით, რომ აზრის გამოთქმა აუცილებელია, თავს ნუ შეიკავებთ, მაგრამ ფორმულირება შეცვალეთ. სიფიცხესთან გამკლავება ძნელია, ნუ დაელოდებით სწრაფ შედეგს. მთავარია, გამუდმებით ივარჯიშოთ. თანდათან ყველაფერი გამოგივათ.

ერთგული მეგობარი დავკარგე, რაშიც თავად ვარ დამნაშავე. ვიცოდი, რომ გიორგი ჩემდამი გულგრილი არ იყო, მე კი მას იმისთვის ვიყენებდი, რომ ჩემს შეყვარებულს ეეჭვიანა. ახლა გიორგის ჩემი დანახვაც აღარ უნდა, აღარც ზარებზე მპასუხობს. როგორ დავიმსახურო პატიება? ეკა, 18 წლის

აცადეთ, პირველმა წყენამ  გაუაროს. ორი კვირა მაინც ნუ შეაწუხებთ, ცეცხლზე ნავთს ნუ დაასხამთ. ახლა გიორგი გულნატკენია და გაბრაზებული. როცა დამშვიდდება, პატიება სთხოვეთ. თუ თქვენს  მოსმენას არ მოისურვებს, მისწერეთ, რომ ძალიან განიცდით მომხდარს. უთხარით, რომ ბედნიერი იქნებით, თუ თქვენთან ურთიერთობას გააგრძელებს. ცხადია, ბოდიშის მოხდა პატიებას არ ნიშნავს. შესაძლოა, ადრინდელი ურთიერთობა ვეღარ აღადგინოთ. რაც არ უნდა გადაწყვიტოს, უსიტყვოდ დაემორჩილეთ მის არჩევანს და დაჟინებით ნურაფერს მოსთხოვთ.

ჩემმა მშობლებმა შეიტყვეს, რომ ცოლიან მამაკაცს ვხვდები. მამამ მითხრა, თუ აქ მოსული დავინახე, ფანჯრიდან გადავუძახებო. როგორ ავუხსნა მათ, რომ ის კარგი, კეთილი ადამიანია? და საერთოდ, მაქვს თუ არა პირადი ცხოვრების უფლება? სალომე, 20 წლის

მოდი, სიტუაციას თქვენი მშობლების თვალითაც შეხედეთ: ცოლიანი მამაკაცი ხვდება მათ ქალიშვილს და, რა თქმა უნდა, განქორწინებაზე არც კი ფიქრობს. მათ ვერაფრით დაარწმუნებთ, რომ თქვენი თაყვანისმცემელი კარგი ადამიანია. მათ პიროვნების შეფასების თავიანთი კრიტერიუმები აქვთ. გააგრძელებთ თუ არა მასთან შეხვედრას, თქვენი გადასაწყვეტია. უთხარით დედასა და მამას, რომ გესმით მათი, მაგრამ არჩევანი თავად უნდა გააკეთოთ. მის შინ მიპატიჟებას კი არ გირჩევთ. თუ თქვენ გაქვთ პირადი ცხოვრების უფლება, თქვენს მშობლებსაც აქვთ უფლება, არ მიიღონ საკუთარ სახლში მათთვის არასასიამოვნო ადამიანები.


ჩემი სამი წლის გოგონა უფრო და უფრო უარესად იქცევა. აღარავის აძლევს მისი სათამაშოების შეხების უფლებას, მეც კი! პირს არ აკარებს საჭმელს, უარს ამბობს გასეირნებაზე. მისი საყვარელი სიტყვებია “ჩემია!” და “არ მინდა!” არ ვიცი, რა წყალში გადავვარდე... თათა, 30 წლის

თქვენს გოგონას სამი წლის ასაკის კრიზისი აქვს. ეს ბავშვის განვითარების ერთ-ერთი კრიტიკული პერიოდია. ამ დროს პატარა იწყებს თავისი სურვილების გაცნობირებასა და დაცვას, მოითხოვს, მის აზრს ანგარიში გაუწიონ და მხოლოდ იმისთვის, რომ მშობლებს შეეკამათოს, შესაძლოა იმაზეც კი თქვას უარი, რაც თავადაც ძალიან სურს. თუ გოგონა ჭამაზე უარს ამბობს, შესთავაზეთ ალტერნატივა: არა “შეჭამ თუ არა”, არამედ “რა უფრო გინდა - ქათამი თუ კატლეტი?” ესაუბრეთ მოზრდილი ადამიანივით, მიეცით აზრის გამოთქმის საშუალება, ყური დაუგდეთ და აუსრულეთ თხოვნა, როცა ეს დასაშვებია.

საყვარელ მამაკაცთან სიახლოვის დროს დაძაბული ვარ და მოდუნება მიჭირს. სხვებთანაც მქონია ურთიერთობა და ყოველთვის ყველაფერი რიგზე იყო... თანაც ასე არავინ მყვარებია... ვერ გამიგია, რა ხდება. ელენე, 23 წლის

როგორც ჩანს, მოდუნებაში ხელს გიშლით გრძნობა, რომელსაც საყვარელი მამაკაცის მიმართ განიცდით - ცდილობთ, ყველაფერი კარგად იყოს, აკონტროლებთ საკუთარ თავს... სხვა მამაკაცებთან ასე არ იყავით შებოჭილი, რადგან თქვენთვის არც ისე მნიშვნელოვანი იყო, რა შთაბეჭდილებას მოახდენდით მათზე. მოდუნება გსურთ? უბრალოდ მიენდეთ თქვენს განცდებს. გახსოვდეთ, თქვენი საყვარელი მამაკაცი კი არ გაფასებთ, არამედ ტკბება თქვენთან ურთიერთობითა და სიახლოვით. ყველაფერი მოგვარდება, როცა უფრო მეტად შეეჩვევით ერთმანეთს.

ჩემმა გოგონამ მეგობარი გამოიგონა. ხშირად “ეთამაშება”, “ესაუბრება” ძილის წინ და უყვება ათასგვარ ამბავს. თუ უსაქციელობის გამო ვუსაყვედურე, მპასუხობს, რომ ეს მან კი არა, “ლულუმ” ჩაიდინა... როგორ მოვიქცე? თაკო, 28 წლის

წარმოსახვით მეგობართან ურთიერთობა სავსებით ნორმალურია. ის სკოლამდელი ასაკის ბავშვების უმრავლესობას ჰყავს. მიზეზი სხვადასხვაა. მაგალითად, შესაძლოა გოგონა თავს მარტოსულად გრძნობდეს, რადგან რეალური მეგობრები არ ჰყავს. შესაძლოა, ასეთი კომპანიონი იმისთვის სჭირდებოდეს, რომ თავისი უსაქციელობა გადააბრალოს. ან უბრალოდ მდიდარი წარმოსახვა აქვს. “ლულუზე” საუბრის აკრძალვა არ შეიძლება. პირიქით, მასზე მოთხრობილი ამბები წარმოსახვითი მეგობრის გაჩენის მიზეზებს წარმოაჩენს.

ხუთი წელია, მე და ჩემი მეუღლე ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობთ. ქორწინების პირველ წლებში უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით, ახლა კი სიახლოვე ჩვენს შორის უფრო და უფრო იშვიათია. ჩვენ ამას მაინცდამაინც არ განვიცდით, მაგრამ როცა დაქალების ნაამბობს ვისმენ, შურით ვივსები... ტასო, 24 წლის

წყვილების უმრავლესობას დროთა განმავლობაში სექსუალური მადა უქვეითდება. ურთიერთობის გამუდმებით პიკზე შენარჩუნება ძნელია. დაფიქრდით, როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება, დღესაც მთელ დროს ერთმანეთის ალერსში რომ ატარებდეთ - სხვას ხომ ვეღარაფერს გააკეთებდით?! თქვენ უკვე შეეჩვიეთ ერთმანეთს, მიხვდით, რომ აღარ დაშორდებით... თუ ამ ვითარებაში პირადად თქვენ ყველაფერი ხელს გაძლევთ, ნუ მოუსმენთ დაქალებს და შედარებებს ნუ გააკეთებთ.

ჩემი სტუდენტები ჩემი თანატოლები არიან. ძალიან ვღელავ, როცა მათ ლექციას ვუკითხავ, ხმა მიწყდება. არ ვიცი, რა მოვუხერხო თავს. მარი, 25 წლის

ნუ გრცხვენიათ საკუთარი განცდების - ეს ხომ უფრო მეტად გაგანერვიულებთ. უმჯობესია, თავიდანვე გააფრთხილოთ აუდიტორია, რომ ცოტას ნერვიულობთ, ამიტომ შეიძლება შეფერხდეთ. ჩაატარეთ ლექციის რეპეტიცია შინ და დაიმახსოვრეთ თქვენი ემოციური მდგომარეობა ამ მომენტში, როცა თქვენი ხმა მკაფიოდ და თამამად ისმოდა. ლექციის წინ შეეცადეთ გაიხსენოთ ეს ემოციური მდგომარეობა. ასევე დაგეხმარებათ როლური თამაშიც: ალბათ არსებობს ისეთი პედაგოგი, ლექტორი, რომელიც თქვენთვის პროფესიონალიზმის მაგალითს წარმოადგენს; სცადეთ, “მის ნაცვლად” ჩაატაროთ მეცადინეობა.