News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ამ მასალის გადანერგვის შემდეგ გაუმჯობესდა 16 პაციენტის მდგომარეობა, რაც ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარე დაკვირვებამ დაადასტურა. ორი წლის შემდეგ მასალა მთლიანად გაიწოვება და დაზიანებულ ქსოვილს ეფექტურად და უსაფრთხოდ აღდგენის საშუალებას მისცემს. მეცნიერთა აზრით, მარჯნის იმპლანტატები მოტეხილობების წარმატებულ მკურნალობას უზრუნველყოფს.

გულის უკმარისობის საწინააღმდეგო ვაქცინა

ამერიკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს და ცხოველებზე გამოსცადეს გულის უკმარისობის მკურნალობის ახალი მეთოდი SUMO-1. კეთილთვისებიანი ვირუსების მეშვეობით მათ საცდელ ცხოველებს გულში შეუყვანეს გენი SERCA2, რომელიც ამ ორგანოს უფრო ღონივრად და რიტმულად მუშაობის სტიმულს აძლევს და, ამასთან, მის ზრდასაც იწვევს. ამ დროს აღდგება გულის ქსოვილები, უმჯობესდება სისხლის მიწოდება. აღმოჩნდა, რომ გულის აღსადგენად საკმარისია ერთი ინექცია. ამჟამად იგეგმება მეთოდის ადამიანებზე გამოცდა.

ანთებითი ცილა ქალების სიმსუქნის მიზეზია

კიდევ ერთი გამოკვლევა კაროლინის უნივერსიტეტში ჩატარდა. მისი შედეგების საფუძველზე მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ანთებასთან დაკავშირებული ცილა AIF-1 შესაძლოა ქალებში სიმსუქნის ერთ-ერთი მიზეზი იყოს. კვლევის მიზანი ცხიმოვანი ქსოვილის უჯრედთა მიერ ამ ცილის გამოყოფის უნარის დადგენა იყო. სპეციალისტებმა შეისწავლეს მსუქანი და ნორმალური წონის ქალების ცხიმოვანი ქსოვილის ნიმუშები და ინსულინისადმი მგრძნობელობაც გაითვალისწინეს. გენეტიკურმა ტესტირებამ ცხიმოვან ქსოვილში აღნიშნული ცილა გამოავლინა. ჭარბწონიან ქალებს მისი კონცენტრაცია საგრძნობლად მაღალი აღმოაჩნდათ. AIF-1, ჩვეულებრივ, ტრავმის პასუხად აქტიურდება სისხლის თეთრი უჯრედების მეშვეობით. იგი იწვევს ანთებას, რასაც შეხორცებითი პროცესი მოჰყვება. გაირკვა ისიც, რომ AIF-1 დაკავშირებული იყო ინსულინრეზისტენტობასთან, რომელიც შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპის განვითარების მანიშნებელია. ამჟამად მეცნიერებს განზრახული აქვთ გაარკვიონ, ეს ცილა მხოლოდ სიმსუქნის მარკერია თუ უშუალოდ მოქმედებს ცხიმოვან უჯრედებზე. ამის შემდეგ საჭირო გახდება მიღებული დასკვნების შემოწმება მამაკაცებზეც.