News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მათ, ვინც რეგულარულად იღებდა რძეს, მეხსიერებისა და ლოგიკური აზროვნების მაჩვენებლები გაუუმჯობესდათ. მესამე ადგილზეა პარკოსნები. ისინი ფოლიუმის მჟავასა და В ვიტამინის წყაროს წარმოადგენენ და მეხსიერების გაუმჯობესებას უწყობენ ხელს. შემდეგ მოდის პომიდორი, რომელიც შეიცავს ანტიოქსიდანტ ლიკოპინს. ეს უკანასკნელი ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, რომლებსაც შეუძლია თავის ტვინის უჯრედების დაზიანება. აღსანიშნავია, რომ თერმული დამუშავების შემდეგ ლიკოპინის კონცენტრაცია იმატებს. გარდა ამისა, ნაერთი წმენდს ორგანიზმს, ასტიმულირებს უჯრედების განახლებას და კანის გაახალგაზრდავებას. ჩამოთვლილ პროდუქტებთან ერთად მეცნიერთა ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოხვდა შტოში, მოცვი, კომბოსტო, ჭარხალი და ისპანახი.

პლასტმასის ბოთლში ნადგამი წყალი თავის ტკივილს იწვევს

თუ ადამიანი ხშირად სვამს წყალს პლასტმასის ბოთლიდან, მას შაკიკი ემუქრება, რადგან ნივთიერება, რომელიც პლასტიკის შემადგენლობაში შედის, ამ თვალსაზრისით სახიფათოა. კანზასის უნივერსიტეტის მეცნიერები გვირჩევენ, უარი ვთქვათ პლასტმასის ბოთლებისა და კონტეინერების გამოყენებაზე, ასევე - მიკროტალღურ ღუმელში საკვების გაცხელებაზე. აღმოჩნდა, რომ ახალი საკვების მიღებისას, რომელიც ხელოვნური მასალებისგან დამზადებულ ჭურჭელში არ შენახულა, მხოლოდ სამ დღეში 66%-ით მცირდება შარდში ბისფენოლის შემცველობა. ასეთი სტრატეგია შაკიკის შეტევების სიხშირესა და სიმწვავესაც შეამცირებს. ბისფენოლ А-ს ეფექტს მეცნიერები ვირთხების მაგალითზე აკვირდებოდნენ. მათ ნახევარს სამი დღის განმავლობაში აძლევდნენ ამ ნაერთს. ბისფენოლის განსაზღვრული დოზის შეყვანიდან ერთი საათის შემდეგ ვირთხები ხდებოდნენ პასიურები, გაურბოდნენ ხმაურს და კაშკაშა სინათლეს, ადვილად ფრთხებოდნენ და ახდენდნენ თავის მიდამოს მომატებული მგრძნობელობის დემონსტრირებას. ყველა ეს სიმპტომი შაკიკისთვის არის დამახასიათებელი. საერთო ჯამში, მღრღნელების ტვინის მდგომარეობა ესტროგენების მოზღვავებაზე მეტყველებდა. ცნობილია, რომ შაკიკი ხშირად არის შეჭიდული ამ ქალური სასქესო ჰორმონის დონის გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან. სწორედ ბისფენოლი А ახდენს ესტროგენების მოქმედების იმიტაციას. უნდა აღინიშნოს, რომ საბავშვო ბოთლების წარმოებაში ბისფენოლ А-ს გამოყენება უკვე აიკრძალა ევროკავშირის ქვეყნებში, კანადასა და ჩინეთში.