News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

თანმხლები ეფექტი იშვიათია და მხოლოდ სისხლჩაქცევებითა და შეშუპებით ვლინდება. აღსანიშნავია, რომ ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) მიერ ფილერების გამოყენება ნებადართულია მხოლოდ სახის შუა ნაწილში, მაგალითად, პირის გარშემო, თუმცა ექიმები მათ ხშირად თვალების გარშემო და შუბლზე არსებული ნაოჭების საკორექციოდაც იყენებენ. თვალების გარშემო კანის დაჩხვლეტისას კოსმეტიკური შემავსებელი შესაძლოა ამ არეში არსებულ წვრილ სისხლძარღვებში მოხვდეს, ამ გზით ბადურას ცენტრალურ არტერიამდე მიაღწიოს და მისი სისხლის მიმოქცევის ბლოკირება გამოიწვიოს. არტერიისა და მისი ტოტების ოკლუზიის შემთხვევაში პროგნოზი არასასურველია: 50%-ში მხედველობის სიმახვილე 0,01-მდე მცირდება, ხოლო 10%-ში ვითარდება სრული სიბრმავე მხედველობის ნერვის შემდგომი ატროფიის გამო. ასეთი გართულება იშვიათია, მაგრამ, სპეციალისტების თქმით, იმდენად სავალალო, რომ მისი გათვალისწინება აუცილებელია. თვალების გარშემო რთული სისხლძარღვოვანი ქსელის არსებობის გამო ყოველგვარი ინექცია ამ არეში საფრთხის შემცველია. უფრო მეტიც - სისხლძარღვების გამავლობის დარღვევამ შესაძლოა მხედველობის შეუქცევადი დაკარგვაც გამოიწვიოს.

ალცჰაიმერის დაავადების დადგენა სისხლის ანალიზით მოხერხდება

ამერიკელმა მეცნიერებმა ალცჰაიმერის დაავადების სისხლის ანალიზით დიაგნოსტირების მეთოდი შეიმუშავეს. სისხლში არსებობს ამ დაავადებისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული სასიგნალო მოლეკულები. მკვლევართა თქმით, სისხლის პლაზმაში ამ მოლეკულის შემადგენლობაში შემავალი განსაკუთრებული ნაერთების ოდენობა ჯერ კიდევ დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე იზრდება, ამიტომ პათოლოგიის დადგენა შესაძლებელი გახდება პირველი სიმპტომების გამომოჟღავნებამდე სამი წლით ადრე. ალცჰაიმერი მძიმე დაავადებაა, რომლის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ გაურკვეველია მეცნიერებისა  და ექიმებისთვის. მაგალითად, უცნობია მისი უტყუარი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები, ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობა განუწყვეტლივ მიმდინარეობს. ამერიკელ მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ დაავადების დიაგნოსტიკაში ბიოლოგიური მარკერების გამოსავლენად სისხლის სტანდარტული ანალიზი ფართო გამოყენებას პოვებს.