"არასრულფასოვანი" სხეული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"არასრულფასოვანი" სხეული

ეს სრული სისულელეა! უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ მრავალი ქალი საკუთარ თავსაც და სხვებსაც მეტისმეტად მკაცრად აფასებს. მეორე - მამაკაცებს, რომელთა გამოც ქალები უარს ამბობენ საყვარელ კერძებზე და ოფლად იღვრებიან სპორტულ დარბაზებში, სრულიადაც არ უყვართ ძვალზე გადაკრული ტყავი. მესამე - მოდელებისა და მანეკენების ფოტოებით ტკბობა და მათი ახლოდან თვალიერება, მით უმეტეს - მაკიაჟის გარეშე, სხვადასხვა რამაა! მკაცრი, ულმობელი დიეტები, რომლებსაც ფანატიკურად იცავენ ქალები თუ ქალიშვილები, სინამდვილეში დამღუპველად მოქმედებს გარეგნობაზე. თმა ხუნდება, უსიცოცხლო ხდება, სუსტდება და ცვივა, ფრჩხილები მყიფდება, ხოლო კანს მიწისფერი ედება, შრება და სიმკვრივეს კარგავს. უსიამოვნო სურათია? არადა, ეს მხოლოდ მწვერვალია იმ აისბერგისა, რომელსაც ანორექსია ეწოდება. საკვებზე ხანგრძლივ და რეგულარულ უარს საბოლოოდ ნივთიერებათა ცვლის ფატალურ დარღვევებამდე მივყავართ. თუ ღვეზელსა და ნელ, მტანჯველ სიკვდილს შორის არჩევანზე მიდგა საქმე, უმჯობესია, ღვეზელი ვარჩიოთ. ოღონდ, რა თქმა უნდა, აქაც ზომიერებაა საჭირო - ერთი ღვეზელი და არა ათი! თუ ვერაფრით ურიგდებით სხეულის “არასრულფასოვნებასა” და “არასრულყოფილებას”, ეცადეთ, “შეისწოროთ”, მაგრამ მანამდე აუცილებლად მიმართეთ ფსიქოლოგს. განაწყენებულ სახეს ნუ მიიღებთ. უბრალოდ, კომპლექსების მიზეზი მეტწილად სწორედ ჭარბი კილოგრამებია და არა საკუთარი სხეულით უკმაყოფილება. ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ მოეშვათ და საკუთარ თავზე ხელი ჩაიქნიოთ. ყველა ქალმა უნდა შეიგნოს, რომ სიგამხდრე არ არის მომხიბვლელობის აუცილებელი პირობა, ხოლო ჯანმრთელობა, საკუთარი თავის რწმენა, თავდაჯერება და ოპტიმიზმი მართლაც აუცილებელ პირობას წარმოადგენს. მიიღეთ საკუთარი სხეული როგორც ჩვეულებრივი სასწაული. ის მშვენიერია, ჰარმონიული და შესწევს უნარი, ახალი სიცოცხლე შვას. იზრუნეთ თქვენი სხეულის ჯანმრთელობაზე. როცა იკვებებით, მისდევთ სპორტს, იფიქრეთ არა იმაზე, რომ გახდეთ ან მოიმატოთ, არამედ იმაზე, რომ იყოთ ჯანმრთელი. სწორედ ეს პოზიცია დაგეხმარებათ, განდევნოთ “ჭარბი წონის” პრობლემა თქვენი ცხოვრებიდან და გადალახოთ სასწორთან მიახლოების შიში.