არსებობს თუ არა ალერგია ავეჯზე? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არსებობს თუ არა ალერგია ავეჯზე?

მტვრის ბაღლინჯოს ძირითადი სადისლოკაციო ადგილი ავეჯის საფარ ნაჭრის ქსოვილებსა და ამ ქსოვილების ნაკეცებშია. სწორედ ამიტომ მეცნიერები გვირჩევენ, რომ უფრო უკეთესია, თუ ავეჯი ჰიპოალერგიული ქსოვილით იქნება დაფარული. თუმცა მომხმარებელმა აქვე ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ ჰიპოალერგიული საფარველით დაფარული ავეჯის ყიდვისას გამყიდველს ამის დამადასტურებელი სერტიფიკატი მოსთხოვოს. მხოლოდ საბუთის არსებობა ამტკიცებს იმას, რომ ქსოვილი ნამდვილად ჰიპოალერგიულია და რომ მთლიანი ავეჯი ეკოლოგიურად სუფთაა და აკმაყოფილებს ევროსტანდარტის მოთხოვნებს.

სხვათა შორის, ავეჯის ხარისხის განსაზღვრისათვის სპეციალისტები ერთ მარტივ რჩევას გვაძლევენ: შეძენის წინ კარადა ან თუნდაც საწოლი... დაყნოსეთ. თუ ავეჯი ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან არის დამზადებული, მას ხის სუნი უნდა ჰქონდეს და არა სხვაგვარი, მაგალითად, წებოს სუნი. კიდევ ერთი რჩევაც: გახსოვდეთ ისიც, რომ ქარხნული წესით დამზადებული ავეჯი კუსტარული წესით დამზადებულზე გაცილებით უკეთესია, - ქარხანაში შესული ავეჯის ნაწილები, აწყობისას გამოყენებული ნივთიერებები ხომ ათასგვარად არის შემოწმებულ-გამოცდილი. ყურადღება უნდა მიაქციოთ ავეჯზე ორნამენტების სიმრავლესაც. რაც უფრო მეტი ორნამენტი აქვს ავეჯს, მით უფრო მაღალია მათ კიდეებში მტვრის შეუმჩნეველი ნაწილაკებისა თუ პარაზიტების მოხვედრის რისკი, შესაბამისად კი იზრდება ალერგიის განვითარების საფრთხეც.

კიდევ ერთ საკითხში უკეთ გარკვევის მიზნით "ოჯახის მკურნალმა" კომპანია "ემბავუდის" წარმომადგენლობის დირექტორს გიორგი დაბრუნდაშვილს მიმართა:

- ბატონო გიორგი, გასაგებია, რომ ახალი ავეჯი ძველს  სჯობს, თუმცა საქართველოში მყიდველების დიდი ნაწილი უპირატესობას ხშირად უცხოეთიდან შემოსულ მეორად ავეჯს ანიჭებს. არის თუ არა საფრთხის შემცველი მეორადი ავეჯის გამოყენება?

- როცა კლასიკურ, რენესანსულ ავეჯთან გვაქვს საქმე, რომელიც ხელოვნების ნიმუშს განეკუთვნება, მყიდველების გატაცება სავსებით გასაგები ხდება. რაც შეეხება არაანტიკვარულ მეორად ავეჯს, რომელსაც ევროპის მოსახლეობა ხუთ წელიწადში ერთხელ იშორებს და რომელიც იაფად იყიდება იმავე ან ჩვენი ქვეყნის ბაზარზე, აქ საქმე სხვაგვარადაა. ევროპელ მოსახლეობას ხელი მიუწვდება იმ ინფორმაციაზე, რომ რაც არ უნდა სუფთად შეინახო ავეჯი, რამდენიმე წლის ექსპლუატაციის შემდეგ გარკვეული მიზეზებით, თუნდაც თქვენ მიერ ნახსენები ალერგიის წარმოქმნის საფრთხის მომატების გამო, ჯობს ის ახლით შეიცვალოს. მსგავსი ინფორმაცია კი ჩვენს მოსახლეობას არ აქვს და ამჯობინებენ, ვთქვათ, ათას ლარად შეიძინონ მეორადი ავეჯი და უარი თქვან იმავე ფასის მქონე ახალ ავეჯზე. მეორად ავეჯზე ხარისხის გარანტიას არავინ მოგცემთ. გარდა ამისა, აქ ჰიგიენის მომენტიც არის საყურადღებო. ახალი ავეჯი - ახალია და ის უფრო უკეთესად მოერგება მყიდველის ოჯახს, ვიდრე ათასნაირი ქიმიკატით დამუშავებული და კაცმა არ იცის, ვის ოჯახში ნამყოფი ავეჯი. მიზანშეწონილია თუ არა გაურკვეველი რეკომენდაციის მქონე ნივთის სახლში შეტანა - ამ საკითხის გარკვევა თავად მკითხველისთვის მიმინდვია.

მოკლედ რომ ვთქვათ, რაც არ უნდა ხარისხიანი იყოს მეორადი ავეჯი, მას მაინც ახალი ავეჯი სჯობს. იმედი მაქვს, რომ ქართველი მომხმარებელი დიდ ყურადღებას მიაქცევს ჰიგიენას და საკუთარ ჯანმრთელობას და თანაბარი ფასის პირობებში საკუთარი ოჯახისთვის ახალ ავეჯს აირჩევს.