News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ამიტომ არის, რომ მწვანე ჩაი საუკეთესო სასმელად მიიჩნევა წონის დაკლების მსურველთათვის. შავი ჩაი მდიდარია კოფეინით. კვლევები მოწმობს, რომ ის ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს და ეფექტურად წმენდს მწეველთა ფილტვებს ტოქსინებისგან. ჩინური ულუნი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტრიგლიცერიდების გამოდევნას, ამიტომ კარგი დამხმარე საშუალებაა წონის კლებისას. თეთრი ჩაი მინიმალურადაა დამუშავებული, ამიტომ მასში უხვადაა ანტიოქსიდანტები. ისინი აღკვეთენ თავისუფალი რადიკალების მიერ უჯრედების დაზიანებას. ამის გამო თეთრი ჩაის რეგულარული სმა კიბოს განვითარების რისკს ამცირებს. გარდა ამისა, იგი სისხლის წნევის ნორმალიზებასა და ქოლესტერინის დონის შემცირებასაც უწყობს ხელს. ჩაი პუერი ქოლესტერინთან დაკავშირებული პრობლემების დროს არის სასარგებლო, თანაც არაჩვეულებრივად მოქმედებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მცენარეული ჩაი გამხმარი ხილის, ყვავილებისა და ბალახების კომბინაციას წარმოადგენს და, შემადგენლობის კვალობაზე, აქვს სხვადასხვა თვისება - ძილის გაუმჯობესებიდან ჰიპერტენზიის მკურნალობამდე.

ნანონაწილაკები გულის შეტევის შედეგებს უკვალოდ გააქრობს

ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რძე-გლიკოლის პოლიაციდისგან მიღებული დაშლადი ნანონაწილაკების სისხლში შეყვანა ორგანიზმს გულის შეტევით განვითარებული დაზიანებებისგან იცავს. ეს ნაწილაკები ნაწიბურების წარმოქმნას ებრძვის და ამით ამცირებს გულის უკმარისობის განვითარების რისკს. ეფექტის მისაღწევად აუცილებელია, ნანონაწილაკები სისხლში შეტევიდან 24 საათის განმავლობაში მოხვდეს. ისინი ზემოქმედებენ ანთებით უჯრედებზე - მონოციტებზე, რომლებიც დიდი რაოდენობით გამომუშავდება სტრესის პირობებში, მათ შორის - გულის შეტევის დროსაც. ისინი ამუხრუჭებენ შემდგომ დაზიანებას, ქსოვილის კვდომას და აუმჯობესებენ დაზიანებული ზონის სისხლმომარაგებას, თუმცა მათვე შეუძლიათ სახიფათო ანთების გამოწვევა, რომელიც უფრო მეტად ტვირთავს გულს და ხელს უწყობს ნაწიბურების წარმოქმნას. უარყოფითად დამუხტული ნანონაწილაკები უკავშირდებიან დადებითად დამუხტულ დამაზიანებელ მონოციტებს და სხეულიდან ელენთის საშუალებით გამოჰყავთ. ცხოველებზე ჩატარებულმა ცდამ აჩვენა, რომ გულის შეტევის შემდეგ ნანონაწილაკების მყისიერი შეყვანის შემთხვევაში 50%-ით მცირდება დანაწიბურების ზონების რაოდენობა და ზომა და ძლიერდება გულის მიერ სისხლის გადასროლის უნარი. მეცნიერები მეთოდიკის ადამიანებზე გამოცდას უახლოეს მომავალში გეგმავენ.