ქვედა კიდურების სისხლძარღვთა სპაზმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქვედა კიდურების სისხლძარღვთა სპაზმი

- არტერიების დაზიანებანი მოიცავს სისხლძარღვთა დაავადებებს, რომლებიც იწვევს ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის ნაწილობრივ ან სრულ მოშლას. ამის ძირითადი მიზეზებია:

1. ათეროსკლეროზი;

2. მაობლიტერირებელი თრომბანგიიტი;

3. არასპეციფიკური აორტოარტერიიტის პერიფერიული ფორმა, ე.წ. ტაკაიასუს დაავადება, რომელიც იშვიათად გვხვდება.

ეს პათოლოგიები, ჩვეულებრივ, ქრონიკულად, წლობით მიმდინარეობს გართულებებითა და რემისიებით. ათეროსკლეროზის დროს ცილოვანი და ცხიმოვანი ცვლის დარღვევის გამო ზიანდება არტერიები; ამის შედეგად მათ კედლებზე ფორმირდება ათეროსკლეროზული ფოლაქები, რომლებიც იწვევს სისხლძარღვთა შევიწროებას ან სრულ დახშობას და სისხლის მიმოქცევის დარღვევამდე მივყავართ.

- რომელი მიზეზები უწევს პროვოცირებას ქვედა კიდურთა არტერიებში ათეროსკლეროზის განვითარებას?

- ათეროსკლეროზის მიზეზები ბოლომდე შეუსწავლელია, თუმცა დანამდვილებით არის ცნობილი ამ პათოლოგიის განვითარების რისკფაქტორები. ესენია:

1. გენეტიკური მიდრეკილება;

2. შაქრიანი დიაბეტი;

3. ქოლესტერინით მდიდარი საკვების სისტემატური მოხმარება;

4. თამბაქოს წევა;

5. არტერიული ჰიპერტენზია.

რაც შეეხება ასაკს, ის უმთავრესად 45 წელს გადაცილებულ პირებთან გვხვდება, მამაკაცებთან - გაცილებით ხშირად, ვიდრე ქალებთან, თუმცა ქალებთან გაცილებით აგრესიულად მიმდინარეობს.

- რა უწევს პროვოცირებას სისხლძარღვების შევიწროებას მაობლიტერირებელი თრომბანგიიტის დროს?

- მაობლიტერირებელი თრომბანგიიტიც მამაკაცებთან გვხვდება უფრო ხშირად, თუმცა გაცილებით ახალგაზრდა ასაკში - 20-დან 30 წლამდე. მაობლიტერირებელი თრომბანგიიტის განვითარების მთავარი რისკფაქტორებია:

1. ქვედა კიდურების ხანგრძლივი გადაცივება-მოყინვა;

2 ქვედა კიდურების ტრავმა;

3. თამბაქოს წევა;

4. ავიტამინოზები;

5. მძიმე ემოციური ფსიქიკური აშლილობები;

6. ინფექციები;

7. აუტოიმუნური პროცესების დარღვევა.

როდესაც ეს ფაქტორები მუდმივია, ზიანდება არტერიების შიგნითა შრე და იმატებს შესაბამის უბნებში თრომბების განვითარების ალბათობა, რომლებსაც, თავის მხრივ, არტერიის სანათურის ნაწილობრივ ან სრულ დახშობამდე, საბოლოოდ კი სისხლის მიმოქცევის მოშლამდე მივყავართ.


- როდის ვიეჭვოთ სისხლძარღვების დაზიანება და რა ნიშნები მივიჩნიოთ საგანგაშოდ? კერძოდ, როგორ ვლინდება ქვედა კიდურების არტერიათა დაზიანება?

- პირველი სიმპტომი, რომელიც ქვედა კიდურების არტერიათა დაზიანებაზე მიგვითითებს, არის ფეხების ტკივილი, ე.წ. გარდამავალი კოჭლობა. ტკივილი იწყება წვივის კუნთებში გარკვეული დისტანციის გავლის შემდეგ. ის ისეთი ინტენსიურია, რომ ადამიანს შესვენებას აიძულებს. ტკივილი იმით აიხსნება, რომ დატვირთვისას კუნთები მოითხოვენ მეტ სისხლსა და ჟანგბადს, მაგრამ ვერ იღებენ არტერიების დაზიანების გამო. დაავადების დასაწყის სტადიაზე ტკივილი დაახლოებით 1000 მეტრის გავლის შემდეგ იწყება. ამიტომაც რთულდება ადრეულ სტადიაზე დაავადების დიაგნოსტირება - პაციენტი ყურადღებას არ აქცევს ტკივილს, რადგან მიაჩნია, რომ ამ მანძილის გავლის შემდეგ ეს ჩვეულებრივი რამაა. შესაბამისად, არც სპეციალისტს მიმართავს. ამავე სტადიაზე დაავადება, გარდა ტკივილისა, შესაძლოა გამოიხატოს ფეხის თითებში სიცივისა და ჩხვლეტის შეგრძნებით, კანის გაფერმკრთალებით. დაავადების პროგრესირებასთან ერთად მცირდება მანძილი, რომლის გავლაც პაციენტს უმტკივნეულოდ შეუძლია. 200 მეტრის გავლის შემდეგ ტკივილის აღმოცენება უკვე დაავადების მეორე სტადიას გვამცნობს. ამავე დროს ტერფსა და წვივზე კანი კარგავს ელასტიკურობას, შრება, ფრჩხილების ზრდა ნელდება, ისინი სქელდება, მყიფდება და მუქდება, წვივებზე მცირდება თმა (ჰიპოტრიქოზი). მუდმივი ჟანგბადოვანი შიმშილის გამო კუნთები განიცდის ატროფიას, განილევა. მესამე სტადიაზე პაციენტს უკვე მუდმივი ტკივილი აწუხებს. კანის შეფერილობა იცვლება დაზიანებული კიდურის მდგომარეობის შესაბამისად, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში კიდური ფერმკრთალდება, ვერტიკალურ მდგომარეობაში კი მოწითალო შეფერილობას იღებს. დაავადების მეოთხე სტადიაზე უკვე დესტრუქციული ცვლილებები მიმდინარეობს, ტკივილი მუდმივი და გაუსაძლისია, იწყება წყლულოვან-ნეკროზული ცვლილებები, ძირითადად - თითებზე, ქუსლებსა და წვივის ქვედა მესამედის დონეზე.

- მინდა, დიაბეტურ ანგიოპათიაზე გკითხოთ. ამ დროს რა მექანიზმით ზიანდება სისხლძარღვები?

- დიაბეტური ანგიოპათია იზოლირებული სახით იშვიათად გვხვდება. ამ დროს ზიანდება ჩვეულებრივ წვრილი სისხლძარღვები: კაპილარები და არტერიოლები. დიაბეტური ანგიოპათია უმეტესად ათეროსკლეროზთან ერთად მიმდინარეობს; ამ ორი დაავადებების თანხვედრისას ზიანდება როგორც წვრილი, ისე მსხვილი კალიბრის არტერიები. ათეროსკლეროზი შაქრიან დიაბეტთან ერთად 10-20 წლით ადრე იჩენს თავს. თუ დამოუკიდებლად ათეროსკლეროზი უმთავრესად მამაკაცებს ემუქრება, დიაბეტური ანგიოპათია ორივე სქესის წარმომადგენელთა არტერიებს თანაბარი სიხშირით აზიანებს. დიაბეტური ანგიოპათიის კლინიკური მანიფესტაცია ათეროსკლეროზის იდენტურია, თუმცა მიმდინარეობს უფრო აგრესიულად და ინვალიდიზაციის გაცილებით მაღალი ხარისხიც ახასიათებს. საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინა ფლობს მეთოდებს, რომელთა მეშვეობითაც როგორც ადრეულ, ისე შორს წასულ შემთხვევებში შესაძლებელია დაავადების დიაგნოსტიკა და საფუძვლიანი მკურნალობა. აღნიშნულ პრობლემათა თერაპიაში წამყვანი ადგილი უკავია ქირურგიულ მკურნალობას, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტისა და ექიმის დროულ თანამშრობლობას. აუცილებელია, დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნების გაჩენისთანავე მივმართოთ სპეციალისტს. პირველი სასიგნალო ნიშანია დაახლოებით 500 მეტრის გავლის შემდეგ აღმოცენებული ტკივილი და გარდამავალი კოჭლობა.

- როგორ მკურნალობენ?

- თერაპიის მთავარი მიზანია შემაწუხებელი ტკივილის შემცირება; ვცდილობთ გავზარდოთ ადამიანის ტოლერანტობა ფიზიკური დატვირთვისადმი. აუცილებელია კრიტიკული არტერიული ოკლუზიის (დახშობის) რისკის თავიდან აცილება. მკურნალობა ასევე ითვალისწინებს წყლულების, განგრენის პროფილაქტიკასა და ამპუტაციის თავიდან აცილებას. ყოველივე ეს მიიღწევა როგორც მედიკამენტური, ისე ქირურგიული მეთოდებით. მკურნალობა უნდა წარიმართოს კომპლექსურად. მნიშვნელოვანია ცხოვრების წესის შეცვლა. ზოგჯერ საჭიროა, რაციონიდან გამოირიცხოს ცხოველური ცხიმებით მდიდარი პროდუქტები და გაიზარდოს მცენარეული უჯრედისით მდიდარი საკვების რაოდენობა, რადგან ის ხელს უწყობს ორგანიზმიდან ჭარბი ქოლესტერინის გამოდევნას. ჭარბი წონის არსებობისას დიეტოლოგები პაციენტებს უნიშნავენ სუბკალორიულ დიეტას, რომელიც ითვალისწინებს მარილის, ცხოველური ცხიმებისა და ნახშირწყლების შეზღუდვას.

- შესაძლებელია თუ არა ამ მდგომარეობათა პროფილაქტიკა?

- სავსებით შესაძლებელია. ამასთან, მეტად მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური ღონისძიებების დროული გატარება, რაც არტერიის დამაზიანებენ ფაქტორებზე ზემოქმედებას ისახავს მიზნად. კერძოდ, აუცილებელია:

  • შაქრიანი დიაბეტისა და გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევის დროს - სისხლში შაქრის დონის კონტროლი;
  • სისხლში ქოლესტერინის დონის მოწესრიგება;
  • არტერიული წნევის კონტროლი;
  • თამბაქოზე უარის თქმა;
  • მაღალკალორიული და ქოლესტერინით მდიდარი საკვების რაციონიდან ამოღება;
  • სხეულის მასის კონტროლი;
  • რეგულარული ვარჯიში.

ამ მხრივ შეუცვლელია ფეხით სიარული კვირაში სამჯერ, 30 წუთის განმავლობაში.