დროზე ადრე რომ არ გავმელოტდეთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დროზე ადრე რომ არ გავმელოტდეთ

.

ნაადრევი გამელოტება

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მამაკაცის ნაადრევი გამელოტება დაკავშირებულია:

  • ჰორმონ დიჰიდროტესტოსტერონთან;
  • მძიმე ეკოლოგიასთან (ჰაერის დაბინძურება და ქიმიური გამონაბოლქვი);
  • ხშირ სტრესთან;
  • წყლის ხარისხთან;
  • თავის თმიანი ნაწილის სისხლით მომარაგების უკმარისობასთან;
  • თმის არასწორ მოვლასთან.

გაჭაღარავება

გაჭაღარავება ფიზიოლოგიური პროცესია. თმის პიგმენტი დროთა განმავლობაში იშლება, რაც შეუქცევადი მოვლენაა. პიგმენტის სიმტკიცეზე გავლენას ახდენს B1, B2, B6, PP ვიტამინები, თიროზინი (ცილების უმრავლესობის შემადგენელი ნივთიერება) და სპილენძი. პიგმენტის ნაადრევ რღვევას იწვევს:

  • ნერვული სტრესები;
  • სისხლნაკლებობა (ანემია);
  • ქრონიკული გადაღლა;
  • მზეზე დიდხანს ყოფნა;
  • თმის ჭარბი ცხიმიანობა.

თმის გაცხიმიანებას მამაკაცები ხშირი ბანით ებრძვიან, რაც შეცდომაა. ჭარბი ცხიმიანობა შინაგანი პრობლემაა. აუცილებლად უნდა გაირკვეს მისი მიზეზი და დაიწყოს მასთან ბრძოლა. მომატებული ცხიმიანობა ყველაზე ხშირად განპირობებულია სელენის, თუთიის, B ჯგუფის ვიტამინების ან პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ნაკლებობით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი: თმა ცხიმიანდება, როდესაც ცხიმოვანი ჯირკვლები ბევრ სეკრეტს გამოიმუშავებს. ამ დროსაც უპირველესად მიზეზია მოსაშორებელი.

ქერტლი

ქერტლთან ბრძოლისას, შეიძლება ითქვას, პრაქტიკულად ყველა მამაკაცი უშვებს შეცდომას. ასიდან 99 შემთხვევაში ქერტლის მიზეზი ორგანიზმის შიგნით არის საძიებელი და არა ზედაპირზე. გაიხსენეთ, უკანასკნელად როდის შეიმოწმეთ ჰორმონული ფონი. მნიშვნელოვანია, როგორ მუშაობს კუჭ-ნაწლავის სისტემა. გასათვალისწინებელია ხშირი სტრესი, ასევე - სწორად ვიკვებებით თუ არა, ბევრს ხომ არ მივირთმევთ ცხიმიან საკვებს, ტკბილეულსა და ცომეულს. ქერტლის წარმოქმნის “ზედაპირული” მიზეზი შეიძლება იყოს მიკროსკოპული სოკო, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ესეც შინაგანი მიზეზია: თუ იმუნური სისტემა საჭიროებისამებრ მუშაობს, ის არ დაუშვებს სოკოს გამრავლებას. თუ თმას სათანადოდ მოუვლით, გამელოტებასა და გაჭაღარავებას მაქსიმალურად გადაავადებთ და დიდხანს შეინარჩუნებთ ლამაზ, ჯანსაღ და ძლიერ თმას.