News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

გარდა ამისა, საკვებზე დროებით უარის თქმა ამცირებს ქიმიოთერაპიის გვერდით მოვლენებს. შიმშილის დროს ორგანიზმში არსებული ღეროვანი უჯრედები იწყებენ ლეიკოციტების წარმოებას და ახდენენ მთელი იმუნური სისტემის რეგენერაციას. ეს იმიტომ, რომ შიმშილის დროს სხეული ცდილობს ენერგიის მაქსიმალური რაოდენობის შენარჩუნებას და ამ პროცესის გვერდითი ეფექტია ძველი, სუსტი ან დაზიანებული იმუნური უჯრედების მოცილება. დღემდე სპეციალისტები ავადმყოფებს კატეგორიულად უკრძალავდნენ შიმშილს, მაგრამ ახლა მიდგომა შეიცვალა. ონკოლოგიურ ავადმყოფებთან ერთად შიმშილი ასაკოვანთათვისაც ნაჩვენებია.

ლეიკემიის საწინააღმდეგო საშუალება

სამხრეთ ავსტრალიის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტისა და ადელაიდის უნივერსიტეტის კიბოს საწინააღმდეგო მედიცინის ცენტრის მეცნიერები აცხადებენ, რომ შეიმუშავეს მკურნალობის მეთოდი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რთულად სამკურნალო დაავადების, ლეიკემიის, მკურნალობასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას აღმოფხვრის. მეცნიერთა თქმით, ახალი საშუალება გვერდით ეფექტებსაც ამცირებს. თერაპიის ახალი მეთოდი ბიძგს აძლევს კიბოს უჯრედების თვითლიკვიდაციას და ამ გზით კიბოს ხელახალ განვითარებას აღკვეთს. მკურნალობის ეს მეთოდი სხვებთან შედარებით ხანმოკლეა. პრეპარატი მეცნიერებმა ცილა შთAთ 5-ზე წარმოებული მანიპულაციების შედეგად მიიღეს. ამ ცილაზეა დამოკიდებული, განადგურდება თუ არა კიბოს უჯრედი. კიბოს საწინააღმდეგო ახალი საშუალების მიღება რთული არ არის. მეცნიერთა აზრით, ახალი მიდგომა ეფექტური იქნება სხვა ტიპის კიბოს შემთხვევაშიც.

ლაზერული ტექნოლოგია - ახალი სიტყვა სტომატოლოგიაში

ჰარვარდელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ლაზერული ტექნოლოგიით კბილების მკურნალობის სტანდარტული მეთოდები წარსულს ჩაბარდება. ლაზერით შესაძლებელი გახდება კბილების რეგენერაცია და კარიესის პრევენცია, რაც გამორიცხავს არხების მკურნალობის საჭიროებას. დამტკიცებულია, რომ ლაზერი იწვევს ცვლილებათა მთელ წყებას, რომელიც დენტინის (მინანქრის ქვეშ განთავსებული ფენის) ფორმირებას განაპირობებს. საქმე ეხება პულპაში ღეროვანი უჯრედების გააქტიურებას. მეცნიერებმა საცდელ ცხოველებს კბილების ნაწილი მოაცილეს და შემდეგ კბილები ლაზერით დაასხივეს. 12 კვირის შემდეგ დენტინმა ფორმირება დაიწყო, მაგრამ ის არ იყო ორიგინალის იდენტური, რაც, მეცნიერთა ვარაუდით, ლაზერის სათანადოდ მორგებამ უნდა უზრუნველყოს. სამწუხაროდ, მინანქრის წარმოქმნა ვერ მოხერხდა. ლაზერი უეფექტო აღმოჩნდა უკვე განვითარებული პულპიტის დროსაც. ლაზერის ენერგია კბილის ქსოვილებში ჟანგბადის უაღრესად რეაქტიული ფორმების გამომუშავებას იწვევს. ეს, თავის მხრივ, ააქტიურებს ნაერთებს, რომლებიც ასტიმულირებს ღეროვან უჯრედებს და მათ მიერ დენტინის წარმოებას განაპირობებს. კბილების სამკურნალოდ ამჟამად გამოყენებული საშუალებებიც უნდა უწყობდეს ხელს დენტინის ფორმირებას, თუმცა ყოველთვის ასე არ ხდება.