სასწრაფოს გამოძახებაზე ცვლილებები წლის ბოლომდე განხორციელდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასწრაფოს გამოძახებაზე ცვლილებები წლის ბოლომდე განხორციელდება

ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, საზოგადოებაში საუბრობენ, რომ დღეიდან სასწრაფო დახმარების მანქანები განსხვავებული პროტოკოლით იმოქმედებენ.

"მომსახურება გაგრძელდება ისევ ისე, როგორც იყო. ხოლო პრიორიტეტები გამოძახების დროს, რომელზეც ვსაუბრობდით, წლის ბოლომდე ეტაპობრივად დაინერგება. ეს იქნება ინსტრუმენტი, რათა გაკონტროლდეს სასწრაფო დახმარების მომსახურეობის ხარისხი და არა პირიქით, ბარიერი შეექმნას მოსახლეობას. პრიორიტეტები გამოძახების დროს გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, სადაც არის უფრო მეტი გამოძახება და ნაკლები ბრიგადა. ამ შემთხვევაში ლოგიკურია, რომ დისპეჩერმა პირველ რიგში ბრიგადა გააგზავნოს, მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევაზე, ვიდრე - მაღალი ტემპერატურის დროს გამოძახებაზე", - აღნიშნა სერგეენკომ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების გამოძახებების კლასიფიკაცია პრიორიტეტების მიხედვით მოხდება და ადგილზე მისვლა არა რიგითობის, არამედ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე განხორციელდება. პრიორიტეტებს თავად დისპეტჩერები განსაზღვრავენ.