მარილმა შეიძლება გაფანტული სკლეროზი გამოიწვიოს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მარილმა შეიძლება გაფანტული სკლეროზი გამოიწვიოს

შესაძლოა არსებობდეს კავშირი მოხმარებული მარილის რაოდენობასა და გაფანტულ სკლეროზს შორის.

ნატრიუმი სასიცოცხლო მნიშვნელობის ელემენტია, რომელიც აუცილებელია განვითარებისათვის. ადამიანის ორგანიზმში ისწორედ ის აკონტროლებს სისხლის წნევას, შესაბამისად, უზრუნველყოფს კუნთებისა და ნერვების ნორმალურ ფუნქციონირებას. ჩვეულებრივ, სუფრის მარილი 40% ნატრიუმს შეიცავს.

ცნობილია, რომ კვების რაციონში შეტანილმა დიდი რაოდენობით ნატრიუმმა, შეიძლება, სისხლის წნევის ზრდა გამოიწვიოს, რაც განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც ციროზი, გულისა და თირკმლის დაავადებები აწუხებს.

სასურველია, რომ ჯანმრთელმა, ზრდასრულმა ადამიანმა ნატრიუმის დღიური რაოდენობა შეზღუდოს 2,3 გ-მდე, ხოლო მან, ვინც ჩვეულებრივ, მაღალ წნევას ატარებს, მარილის რაოდენობა 1,5 გ-მდე უნდა შეამციროს. აღსანიშნავია, რომ ერთი ჩაის კოვზი სუფრის მარილი 2,3 გ ნატრიუმს შეიცავს, რაც ზრდასრული ადამიანის ყოველდღიური ნორმაა.

დღევანდლამდე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ არსებობს რეალური კავშირი მარილის მოხმარებასა და ასთმის ჩამოყალიბებას, ასევე პირველი ტიპის დიაბეტის დროს სიკვდილიანობის შემთხვევებს შორის. მეცნიერები განმარტავენ, რომ მოზარდებში მარილი აჩქარებს და ზრდის უჯრედული დაბერების რისკს. გარდა ამისა, მარილი მჭიდრო კავშირშია გულისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებასთან.

ბოლო დროის გამოკვლევებით დაადგინეს, რომ მარილი, ასევე, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისეთი იმუნური დაავადებების განვითარებაში, როგორიცაა ფსორიაზი და რევმატოიდული ართრიტი. აღსანიშნავია, რომ მარილის ჭარბი რაოდენობა გავლენას ახდენს TH 17 უჯრედების გაძლიერებულ წარმოქმნაზე _ მათი გამრავლება კი, თავისმხრივ, ზემოთაღნიშნული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს.

გაფანტული სკლეროზი ზემოთჩამოთვლილი, იმუნური დაავადებების რიგში შედის. ამ დაავადების დროს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მიელინისა და, შესაბამისად, ნერვული ბოჭკოების დაზიანება ხდება. ეს ხელს უშლის ნერვული სიგნალების გადაცემას თავისა და ზურგის ტვინს შორის, ასევე სხეულის სხვადასხვა ნაწილებს შორისაც.

საშუალოდ, იმისი შანსი, რომ ადამიანი გაფანტული სკლეროზით დაავადდეს, ამერიკაში 0,1 %-ია, თუმცა, მსოფლიოში დაავადებულ ადამიანთა რიცხვი 2,3 მილიონია.

ექსპერიმენტის საფუძველზე დაადგინეს, რომ ადამიანებს, რომლებიც დიდი რაოდენობით მარილს იღებდნენ, გაფანტული სკლეროზის მსგავსი სიმპტომები ოთხჯერ უფრო ხშირად უვითარდებოდათ, ვიდრე ადამიანებს, რომლებიც ნორმალური რაოდენობის მარილს იღებენ. დაავადების გავრცელებაზე ზეგავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, სქესი, D ვიტამინის დონე და სხეულის მასის ინდექსი. დაავადების სიმპტომებსა და პროგრესირებაზე დასაკვირვებლად გამოიყენეს რენტგენის სხივები და სკანოგრამა.

მიუხედავად ცნობილი ფაქტისა, რომ მარილის რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება დაავადების განვითარების ალბათობა, ზოგიერთ პაციენტს მკურნალობის მიუხედავად, მაინც არ შეუჩერდა დაავადების პროგრესირება, რადგან დაავადების მაღალი აქტივობა ჰქონდა.

მასალა მოამზადა თათია მუკბანიანმა

წყარო www.medicalnewstoday.com