News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

სპეციალისტებმა შეისწავლეს ბაქტერია Pseudomonas aeruginosa, რომელიც ინფექციის გამომწვევია ფეხის ქრონიკული წყლულის მქონე პაციენტებთან და ფილტვების პრობლემებისა - მუკოვისციდოზის დროს. როდესაც მკვლევრები Pseudomonas aeruginosa-ს ბიოაპკს ანტიბიოტიკებით ამუშავებდნენ, ეფექტი მცირე იყო, ხოლო აჯოენის დამატებისას სურათი იცვლებოდა - იღუპებოდა ბაქტერიების 90%-ზე მეტი. ასევე უეფექტო იყო მხოლოდ ნაერთის (ანტიბიოტიკების გარეშე) ზემოქმედებაც. მეცნიერები ამბობენ, რომ, სამწუხაროდ, ნიორში აჯოენის შემცველობა მცირეა და სასურველი ეფექტის მიღება მხოლოდ მისი უხვი ოხმარებით არის შესაძლებელი.

ვიტამინების დეფიციტი შესაძლოა ტკივილის მიზეზად იქცეს

D ვიტამინის დეფიციტი სახიფათოა ორგანიზმისთვის. მას შეუძლია ოსტეოპოროზის გამოწვევა და ზრდის ორსულებში პრეეკლამფსიის რისკს. D ვიტამინი მატებს კუნთოვან ძალას, იცავს კიბოსა და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტისგან. მანჩესტერის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევებმა წარმოშვა ვარაუდი, რომ მისი დეფიციტი შესაძლოა გავრცელებული ტკივილების მიზეზი იყოს. ასეთ ტკივილებს ხშირად უკავშირებენ რევმატიზმს ან ნევროლოგიურ დარღვევებს. გამოკვლევის საფუძველზე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ D ვიტამინის მძიმე დეფიციტისთვის დამახასიათებელია ძვალკუნთოვანი ტკივილი, რომელსაც შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ოსტეომალაციასთან (ძვლების დარბილებასთან). D ვიტამინით მდიდარი პროდუქტი ბევრი არ არის. მათ რიცხვს მიეკუთვნება თევზის ქონი, ცხიმიანი თევზი, სოკო, კვერცხის გული და ღვიძლი. ამიტომ დეფიციტის შესავსებად უმჯობესია მზის აბაზანები მივიღოთ. რაც შეეხება D ვიტამინის შემცველ ბიოაქტიურ საკვებ დანამატებს, მათი ეფექტურობის დამადასტურებელი სანდო მტკიცებულებები ჯერჯერობით არ არსებობს.

ალუბლის მჟავე წვენი უნიკალური საძილე საშუალებაა

მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ ორი კვირის განმავლობაში, ყოველ დილა-საღამოს, ალუბლის მჟავე წვენის მიღება თითქმის 90 წუთით გაუხანგრძლივებს ძილს უძილობით შეპყრობილ ხანდაზმულ ადამიანებს. ცდების საფუძველზე მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ალუბლის წვენი ძილის მომწესრიგებელი უსაფრთხო საშუალებაა. ტრადიციული საძილე საშუალებების მიღება ხანდაზმულებთან ზრდის დაცემის, მოტეხილობისა და ლეტალური შედეგის რისკს. წვენის ეფექტურობას განაპირობებს მელატონინი - ჰორმონი, რომელიც ორგანიზმს ძილისა და ღვიძილის ციკლის რეგულირებაში ეხმარება. გარდა ამისა, ალუბლის წვენის მიღების შედეგად იზრდება მნიშვნელოვანი ამინმჟავის, ტრიპტოფანის, ხელმისაწვდომობა. ეს უკანასკნელი აუცილებელია სეროტონინის სინთეზისათვის. თავად ალუბლის წვენში ტრიპტოფანის შემცველობა არც ისე მაღალია, მაგრამ წვენის შემადგენლობაში შემავალი სხვა ნივთიერებები ხელს უშლის ორგანიზმში ამ ნაერთის დაშლას და ზრდის მის ბიოშეღწევადობას, რითაც მაღლა სწევს სეროტონინის დონეს.