თვითმკურნალობის შეზღუდვა თუ წამლების გაძვირების ახალი მცდელობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თვითმკურნალობის შეზღუდვა თუ წამლების გაძვირების ახალი მცდელობა

ვერც იმის მოყოლით გაგაოცებთ, როგორ იღებენ ადამიანები ნაცნობ-მეგობარ-ნათესავ-მეზობლების მიერ “გამოწერილ” წნევის დამწევ თუ არითმიის მოსაწესრიგებელ წამლებს და სულაც არ ფიქრობენ იმაზე, რომ ყველა პაციენტი და დაავადება ინდივიდუალურია, რომ წამალი, რომელიც მეზობელს დაუნიშნა ექიმმა და მას ძალიან მოუხდა, სხვისთვის შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს. არც იმაზე ფიქრობენ, რომ არ შეიძლება ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტის სხვა, “მსგავსი” ან “უფრო იაფი” წამლით შეცვლა, რომელსაც აფთიაქარი გვთავაზობს, რადგან ექიმმა ეს წამალი თქვენი დაავადების სიმპტომების, ანალიზების შედეგების, ინსტრუმენტული კვლევის საფუძველზე და თქვენი ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით შეგირჩიათ.

სამწუხაროდ, საქართველოში მოსახლეობის სამედიცინო განათლება და სამედიცინო კულტურა ჯერ კიდევ ქვის ხანაშია და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად თითქმის არაფერი კეთდება. თუმცა ჯანდაცვის მესვეურებმა სულ ახლახან ერთი სიახლე მაინც გვამცნეს, რომელიც ზემოხსენებულ პრობლემას ოდნავ მაინც გამოასწორებს და პაციენტს ექიმამდე მიიყვანს. 2014 წლის 1 სექტემბრიდან “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში” ძალაში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც ანტიდეპრესანტები, მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატები, მათ შორის - ანტიბიოტიკებიც, საგულე გლიკოზიდები, ანტიჰიპერტენზიული და არითმიის საწინააღმდეგო საშუალებები, ვიტამინების გარკვეული ნაწილი, დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატები, ინექციისთვის განკუთვნილი წამლები, ტკივილგამაყუჩებლები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები და ზოგიერთი სხვა პრეპარატი ურეცეპტოდ აღარ გაიცემა. ზემოთ ჩამოთვლილი წამლები მედიკამენტების მეორე ჯგუფში მოხვდა. არსებობს პირველი ჯგუფიც, რომელშიც უმთავრესად ნარკოტიკული, ძლიერმოქმედი საშუალებები და ზოგიერთი ის პრეპარატი შედის, რომლებზე მოთხოვნაც “სააფთიაქო ნარკომანების” მხრივ საკმაოდ დიდია. ეს ჯგუფი “რეცეპტების რეფორმის” პირველ ეტაპზე შეიქმნა. ეს, რა თქმა უნდა, შესანიშნავი გადაწყვეტილება გახლდათ, თუმცა რეცეპტებმა გარკვეულწილად კი შეზღუდა, მაგრამ ბოლომდე ვერ შეაკავა ვერც ფულის მოყვარული ვაიფარმაცევტები და ვერც ამ წამლების ბოროტად მომხმარებლები. არსებობს პრეპარატების კიდევ ერთი, მესამე ჯგუფიც - მასში ის მედიკამენტები და სამკურნალო საშუალებები მოხვდა, რომლებიც აფთიაქიდან ურეცეპტოდ გაიცემა. ამ ნუსხაში თავმოყრილია პრეპარატები, რომლებიც, ასე ვთქვათ, პირველი მოხმარებისთვის არის განკუთვნილი. ამ სიების ნახვა ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა შესაძლებელი.


ორიოდე სიტყვა ისტორიიდან და პასუხგაუცემელი კითხვები

შარშან ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ბრძანება, რომლის მიხედვითაც 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ მედიკამენტების უმრავლესობა მხოლოდ და მხოლოდ რეცეპტით უნდა გაცემულიყო, თუმცა ამ კანონის ამოქმედება რვა თვით დაგვიანდა. მიზეზი ის გახლდათ, რომ “ჯანდაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა” და გადაწყვიტა, “რეცეპტების დანერგვა ეტაპობრივად განეხორციელებინა”. საინტერესოა, რა მდგომარეობაზე მიგვანიშნებდნენ რვა თვის წინ და რა გამოსწორდა ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში - საყოველთაო დაზღვევა გაფართოვდა? დიახ, გაფართოვდა და მასთან ერთად გაიზარდა რიგებიც, რომლებშიც უამრავი ნერვებმოშლილი პაციენტი დგას და სახელმწიფოსგან მისთვის გამეტებულ დახმარებას ელის.

წამლები გაიაფდა?

გაიაფდა კი არა, ზოგიერთმა აფთიაქმა, რომელიც, სულ ორიოდე წლის წინ, გამოკითხვებით პირველ ადგილს ინარჩუნებდა ყველაზე იაფი მომსახურების რეიტინგში, წამლების ფასები სხვა აფთიაქებისას გაუთანაბრა. კიდევ ერთი: თითქმის ყველა სააფთიაქო კომპანიამ კვირის სხვადასხვა დღე ფასდაკლების დღეებად გამოაცხადა, თუმცა ეს სარეკლამო სვლას უფრო ჰგავდა, ვიდრე წამლის რეალურ გაიაფებას. რა გამომრჩა? ხელფასები გაგვეზარდა თუ პენსიონერებს პენსიები მოემატათ ევროსტანდარტების მიხედვით? რეალურად არჩევითია საავადმყოფოები და ექიმები თუ რომელზეც დაზღვევა მიგვითითებს, მხოლოდ იქ შეიძლება მივიღოთ სამედიცინო დახმარება? როგორ მოიქცეს სოფლის მოსახლეობა, რომლის “ოჯახის ექიმი” რაიონულ ცენტრში ზის? ვინ მოიფიქრა, რომელ ქვეყანას მიბაძა და საიდან გადმოიღო მავანმა ეს “რეფორმა”? თუ ყოფილა პრეცედენტი რომელიმე ქვეყანაში და გაამართლა თუ არა მან? რამდენი დღით ადრე უნდა ჩავეწეროთ ექიმთან რეცეპტის მისაღებად? ამ დღეების გასვლის შემდეგ საერთოდ დაგვჭირდება ეს წამალი თუ დაავადება ან თავისით გაივლის, ან ბოლოს მოგვიღებს? სასწაულის იმედად ვიყოთ ოცდამეერთე საუკუნეში თუ მომავალ საუკუნეს დაველოდოთ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღების იმედით? გამოიწვევს თუ არა ეს რეფორმა წამლის ფასის ზრდას? ეხსნება თუ არა გზა “შავ ბაზარს”? კანონიერია თუ არა აფთიაქებიდან ჩვენს მობილურ ტელეფონებზე (ამ ტელეფონის ნომრებს საიდან იღებენ, ესეც საკითხავია!) ამ დღეებში შემოსული მოკლე ტექსტური შეტყობინებები დაახლოებით ასეთი ტექსტით: “1 სექტემბრიდან წამლები რეცეპტით გაიყიდება... დაიჭირეთ თადარიგი”? რას ნიშნავს ეს? ანუ უნდა გავიქცე აფთიაქში და წამლები მოვიმარაგო? ხომ არ არის პანიკის შექმნის მცდელობა? ეს და უამრავი სხვა კითხვა სასწრაფო პასუხს მოითხოვს. ტელევიზიით გვამშვიდებენ, რომ პანიკა არ არის საჭირო, რომ ყველაფერი კარგად იქნება, რომ აფთიაქებში ისხდებიან ექიმები, რომლებიც ადგილზე გასცემენ რეცეპტებს, რომ ნელ-ნელა შევეჩვევით ახალ სიტუაციას (ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული, ისედაც ბევრი რამ აღარ გვიკვირს), რომ ზოგიერთი რეცეპტი ერთი წლის ვადით გაიცემა და სხვა. რა თქმა უნდა, მივესალმებით, თუ ყველაფერი მოწესრიგდება და კარგად ჩაივლის, თუმცა ჯერჯერობით ჰორიზონტზე მხოლოდ ღრუბლები ჩანს.