მოცვი შესაძლოა პარკინსონიზმის ეფექტური წამალი აღმოჩნდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოცვი შესაძლოა პარკინსონიზმის ეფექტური წამალი აღმოჩნდეს

სწორედ დოფამინის დეფიციტია დამახასიათებელი პარკინსონიზმით დაავადებულთათვის. პარკინსონის დაავადებისადმი მიდრეკილების შემთხვევაში აღინიშნება ალფა-სინუკლეინის ან მისი შეცვლილი ფორმის ჭარბი დაგროვება. ნიუფაუნდლენდის მემორიალური უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეისწავლეს ალფა-სინუკლეინის გენი მწერებში და აღმოაჩინეს, რომ ანტიოქსიდანტები ხელს უშლიან დაჟანგვით სტრესს. მოცვი კი, როგორც ცნობილია, ყველაზე ცნობილ ანტიოქსიდანტად ითვლება. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ იმ მწერების სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომლებიც მოცვის ექსტრაქტით იკვებებოდნენ, 15%-ით აღემატებოდა სხვა მწერებისას. გარდა ამისა, მოცვი მხედველობასაც აუმჯობესებდა. პარკინსონის დაავადება ნელა პროგრესირებადი ქრონიკული ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც უმთავრესად ხანდაზმულებთან გვხვდება. ამ დროს თანდათანობით იხოცებიან მედიატორ დოფამინის გამომმუშავებელი მოტორული ნეირონები. ამის შედეგად ირღვევა მოძრაობის რეგულაცია და კუნთოვანი ტონუსი, რაც ვლინდება დამახასიათებელი ტრემორით, ზოგადი შებოჭილობით, პოზისა და მოძრაობის მოშლით. პარკინსონის დაავადების მკურნალობის ეფექტური მეთოდები დღესდღეობით არ არსებობს, თუმცა ცნობილია მისი პროგრესის შემფერხებელი საშუალებები. მედიკამენტებით შესაძლებელია დაავადების ცალკეული სიმპტომების საგრძნობი შემსუბუქება. ზოგჯერ მიმართავენ ნეიროქირურგიულ მკურნალობასაც - სტერეოტაქსიურად დამარღვეველ ან მასტიმულირებელ ოპერაციებს ტვინის ღრმა სტრუქტურებზე (ელექტროდების ჩანერგვასა და მათ ელექტროსტიმულაციას). კვლევის წამყვანი ავტორი ბრაიან სტეივლი (Bრიან შტაველეყ) ამბობს, რომ, მიღებული მონაცემების თანახმად, მოცვი დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე და საგრძნობლად ახანგრძლივებს სიცოცხლეს. იმავდროულად, ეს კენკრა შესაძლოა პარკინსონიზმის სამკურნალო ეფექტური საშუალება გახდეს.