კანის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის ინოვაციურ მეთოდებზე დერმატოლოგიურ კონგრესზე იმსჯელებენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის ინოვაციურ მეთოდებზე დერმატოლოგიურ კონგრესზე იმსჯელებენ

კონგრესის მიზანია, კანის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის ინოვაციური მეთოდების წარდგენა, რაც გულისხმობს დერმატოსკოპიის, როგორც კანის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის კვლევის საშუალებას, მის შესაძლებლობებს, მობილური ტელედერმატოსკოპიის არსს და მიზნებს.

კონგრესზე ფართო აუდიტორიის წინაშე გაშუქდება აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF – Global) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში დერმოსკოპიის ასოციაციისა და ა(ა)იპ "პარტნიორები ჯანმრთელობისათვის" მიერ ჩატარებული ტელედერმატოლოგიური კვლევები, შექმნილი ორიგინალური კომპიუტერული პროგრამა და მიღებული შედეგები (პროფ. ნატალია კილაძე, თეონა შულაია, ნატა კორსანტია, პროფ. ზვიად კირტავა, დავით ჟორჟოლიანი).

კონგრესის მიმდინარეობისას დაგეგმილია ასევე ვენის უნივერსიტეტის დერმატოლოგიური განყოფილების გამგის, ავსტრიელი პროფესორის, ჰარალდ კიტლერის სახელმძღვანელოს "დერმატოსკოპია" პრეზენტაცია, რომელიც ახლახან გამოიცა რუსულ ენაზე - ასოციაციის წევრების, პროფესორ ნატალია კილაძისა და თეონა შულაიას რედაქტირებით.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან "დერმატოონკოლოგიის, დერმატოსკოპიისა და კანის ოპტიკური დიაგნოსტიკის ასოციაცია" და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დერმატოვენეროლოგიის დეპარტამენტი.

კონგრესს მხარს უჭერს დერმატოლოგიის საერთაშორისო საზოგადოება. მონაწილეობას მიიღებენ ექიმ-დერმატოლოგები, ონკოლოგები და ზოგადი პროფილის ექიმები. კონგრესზე მიწვეული არიან ჯანდაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის წარმომადგენლები, სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელები და ამ საკითხებით დაინტერესებული სამედიცინო საზოგადოება, ასევე, ჯანდაცვის სპეციალისტები თბილისიდან და რეგიონებიდან.

კონგრესის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე უცხოელი სპეციალისტები: ფილიპ ცანდლი - ვენის სამედიცინო უნივერსიტეტი, დერმატოლოგიის დეპარტამენტი (ვენა, ავსტრია) და აგატა ბულინსკა კვინსლენდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა, (ბრისბენი, ავსტრალია). მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ მასტერკლასს დერმატოსკოპიაში. გაიცემა სათანადო სერტიფიკატი.