"გრავიკური" - არ შემოიფარგლება მარტო კიბოს საწინააღმდეგო თვისებებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"გრავიკური" - არ შემოიფარგლება მარტო კიბოს საწინააღმდეგო თვისებებით

“გრავიკური” ლიცენზირებულია და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისგან მზადდება. Migi ძლიერი ანტიკანცეროგენი, ანტიოქსიდანტი და ჰეპატოპროტექტორია. ამასთან პრეპარატი მინიმალური უკუჩვენებებით და გვერდითი მოვლენებით გამოირჩევა. "გრავიკური" გამოიყენება ბაქტერიული და პარაზიტული ინფექციების, ჰერპესის, ლეიშმანიოზის, ყველა ტიპის ართრიტის, ალერგიის, ასთმის, ქრონიკული რინიტის, დიაბეტისა და ალცჰეიმერის დაავადების დროს. "გრავიკური" - მისი შემადგენელი ნაწილების წყალობით გამოიყენება ყველა ტიპის სიმსივნური დაავადებისა და პროფილაქტიკისთვის, თუმცა, ამაზე უფრო დაწვრილებით მოგვიანებით მოგახსენებთ.

მეცნიერებმა დიდი ხნის წინ დაამტკიცეს, რომ ოქსიდაციური დაზიანება ორგანიზმის დაბერებისა და სხვადასხვა ქრონიკული პათოლოგიური გართულებების (კიბო, ათეროსკლეროზი და ნეიროდეგენერაციული დაავადებები) ერთ-ერთ მიზეზად ითვლება. ანტიოქსიდანტები სწორედ რომ იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან. "გრავიკური" ის ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელსაც მისი ქიმიური სტრუქტურიდან გამომდინარე შეუძლია გაანეიტრალოს თავისუფალი რადიკალები. გარდა ამისა, ის ზრდის ორგანიზმის საკუთარი ანტიოქსიდანტური ფერმენტების აქტიურობას და ბლოკავს თავისუფალ რადიკალებს როგორც პირდაპირი გზით, ასევე არაპირდაპირი ანუ ორგანიზმის ანტიოქსიდანტური მექანიზმების გააქტიურების გზით.

ღვიძლის დაავადებები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამედიცინო პრობლემაა მსოფლიოში. მისი მართვისთვის მრავალი მცენარეული პროდუქტი არის შესწავლილი. მათ შორისაა კურკუმინიც. ისრაელში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურეს, რომ კურკუმინს გააჩნია ჰიპოლიპიდური მოქმედება და ჰეპატოციტებში (ღვიძლის უჯრედებში) ხელს უშლის ცხიმოვანი მჟავის დაგროვებას. ამასთანავე მისი ჰეპატოპროტექტორული ეფექტი განიხილება არა მხოლოდ ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს, არამედ კანცეროგენეზის და ასაკობრივი პროცესების დროსაც. პრეპარატი ამცირებს ღვიძლის ციროზის განვითარების რისკს და შეუძლია მოახდინოს ღვიძლის დეტოქსიკაცია.

"გრავიკური" ამცირებს გულის დაავადებების რისკს. მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტითრომბოლიზური, კარდიო და ანგიოპროტექტორული ეფექტი. მისი გამოყენება მნიშვნელოვანია ალცჰაიმერის დაავადების პრევენციისა და მკურნალობის დროსაც. მისი შემადგენელი ნაწილი, კურკუმინი, ამცირებს თავის ტვინში ამილოიდური ფოლაქების ჩამოყალიბების რისკს, ზრდის ნეიროტროპულ ფაქტორს და შესაბამისად, აუმჯობესებს მეხსიერებას.

მძლავრი ანთების საწინააღმდეგო თვისებებიდან გამომდინარე პრეპარატი გამოიყენება რევმატოლოგიაშიც. ის თრგუნავს პროანთებითი ციტოკინების გამოყოფას და ართრიტების სამკურნალოდ მეტად ეფექტურია.

ზემოთ "გრავიკურის" ანტიკანცეროგენულ თვისებებსაც შევეხეთ. მეცნიერთა მტკიცებით მისი მოქმედება ქიმიურ ანალოგებს არაფრით ჩამოუვარდება. მწარმოებლები გვარწმუნებენ, რომ მისი გამოყენება შეიძლება როგორც დამოუკიდებლად, ასევე ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაშიც და ქიმიოთერაპიის შემდეგაც.

მეცნიერული აღმოჩენების თანახმად, სამხრეთ აზიაში, სადაც საკვებად იყენებენ და სხვადასხვა კერძებში ამატებენ კურკუმას, სიმსივნით დაავადებული ადამიანების სიხშირე გაცილებით უფრო დაბალია (1). მეცნიერების ნაწილი აცხადებს, რომ "არ არსებობს კიბოს ისეთი სახეობა, რომელიც არ ექვემდებარება კურკუმინით (კურკუმას შემადგენელი ნაწილი-დ.დ.) მკურნალობას". ცდებით დადგენილია, რომ კურკუმინი ერევა არა ერთეულ, არამედ მრავალ სამიზნეს, რომლებიც ჩართულნი არიან კიბოს წარმოქმნის პროცესში, სიმსივნური უჯრედების ზრდის ფაქტორის დაბლოკვის ხარჯზე. თრგუნავს კიბოს ღეროვანი უჯრედების თავიდან გაზრდას, რომლებიც კიბოს სათავეებად გვევლინებიან (2). იწვევს სიმსივნის დამრთგუნველი გენის გამოღვიძებას (3). სიმსივნეს სისხლმომარაგების გარეშე ტოვებს (4). ანადგურებს კიბოს უჯრედებს (5). სწორედ ამ ყველაფერში გამოიხატება კურკუმინის ანტიკანცეროგენული მოქმედება.

შციენტიფიც ჟოურნალ “The Prostate”, 2011 დაადგინა, რომ კურკუმინი მნიშვნელოვნად აჩერებს პროსტატის კიბოს ზრდას. UCLA ჩატარდა კვლევები კოლორექტალური კიბოთი დაავადებულ პაციენტებზე და ამჟამად მიმდინარეობს სხვა კლინიკური კვლევებიც. კურკუმინი ეფექტურია პანკრეასის კიბოსთან ბრძოლის დროსაც, ამცირებს სარძევე ჯირკვლის კიბოს ზრდის პოტენციალს (6)

კურკუმინს აღიარებს ამერიკის კიბოსთან ბრძოლის ოთხი მნიშვნელოვანი ცენტრი: MD Anderson Cancer Center, UCLA (university of California, Los Angeles), The Emory School of Medicine, Tufts.

რაც შეეხება გუანაბანას - ის ეფექტურად ანადგურებს 12 ტიპის კიბოს უჯრედებს, მათ შორის მსხვილი ნაწლავის, სარძევე ჯირკვლის, პროსტატის, ფილტვისა და პანკრეასის კიბოს უჯრედებს (დამტკიცებულია 1970 წლიდან მიმდინარე კვლევებით); University of Nebraska) (Catolic University of South korea); ახასიათებს სელექტიური მოქმედება - ანადგურებს მხოლოდ ავთვისებიან უჯრედებს და არ აზიანებს ჯანსაღ უჯრედებს (Catolic University of South korea); იცავს იმუნურ სისტემას; აძლიერებს და ენერგიას მატებს ორგანიზმს, საგრძნობლად ამცირებს გვერდითი მოვლენების ინტენსივობას (ინტოქსიკაცია, თმის ცვენა, წონაში კლება, გულისრევა) ქიმიოთერაპიული მკურნალობის პროცესში.

დაბოლოს, კიდევ ერთ საკითხზე გვსურს, რომ გავამახვილოთ მკითხველის ყურადღება: მართალია, "გრავიკური" იმის საშუალებას იძლევა, რომ ეფექტურად ვებრძოლოთ სიმსივნეთა უამრავ ნაირსახეობას, მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ მის სასარგებლოდ უარი ითქვას მკურნალობის სხვა კლასიკური მეთოდების გამოყენებაზე. ყველა მეთოდს აქვს ავთვისებიან სიმსივნეზე მოქმედების საკუთარი მექანიზმი. სწორედ ამიტომ მკურნალობისას მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა მკურნალობის ყველა მეთოდის კომპლექსური გამოყენებით, რომლებიც ნაჩვენებია თითოეული კონკრეტული კლინიკური სიტუაციისთვის, და რა თქმა უნდა, პროფესიონალი ექიმების რჩევითა და დახმარებით. კიდევ ერთი რჩევაც: დაუშვებელია იაფფასიანი საკვები დანამატების ინტერნეტით შეძენა, რადგან არ არსებობს იმის გარანტია, რომ ისინი ნამდვილ გუანაბანასა და კურკუმინს შეიცავენ.

მწარმოებელი: Viva phamaceutical Inc. 13880 Viking Place Richmond, BC V6V 1k8 Canada.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. (Professor Bharat Aggerwal PH. D. MD Anderson Cancer Center, Texas)

2. National Cancer Institute, US).

3. Journal of "Genes and Nutrition" (2011, 6 (2) 93-108).

4. Emory School of Medicine, Atlanta, USA 2013

5. Kentucky University, 2013

6. The University of Missouri, Columbia, US, 2011), Tufts University.