News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

შემუშავებულია ორი პროგრამული ალგორითმი, რომელიც შეკრებილ ინფორმაციას ექიმისთვის გასაგებ “ენაზე” თარგმნის. მოწყობილობა ზომავს ბრადიკინეზიის (მოქმედებათა შენელება, რაც პარკინსონიზმის საწყის სტადიას ახასიათებს) მაჩვენებლებს. ამ სიმპტომს, ჩვეულებრივ, დოფამინის ჩანაცვლებითი თერაპიით მკურნალობენ. ფასდება კუნთოვანი დისკინეზიაც - არაკონტროლირებადი მოძრაობები, რაც პარკინსონის დაავადების უფრო განვითარებული სტადიისთვის არის დამახასიათებელი. საერთო ჯამში, სენსორების მონაცემების ანალიზით ექიმები ადგენენ, როდის ჯობს ამა თუ იმ პრეპარატის დანიშვნა და როგორ რეაგირებს მკურნალობაზე პაციენტი. დღესდღეობით სამაჯური ცხრა ქვეყანაში იყიდება. ის ხმოვანი სიგნალით ამცნობს პაციენტს წამლის მიღების დროს.

გოგირდწყალბადი დიაბეტის

ჭკუასუსტობისა და გულის დაავადებათა მკურნალობის ეფექტური საშუალებაა ექსიტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი უნიკალური ნაერთი - AP39 - და მის უშუალოდ პრობლემურ უჯრედებში მცირე რაოდენობით მიზანმიმართულ მიწოდებას გვთავაზობენ. ნაერთი იცავს უჯრედების ენერგეტიკულ “ფაბრიკებს” - მიტოქონდრიებს. სწორედ მათ გაუმართავ მუშაობასთან ასოცირდება ინსულტის, გულის უკმარისობის, შაქრიანი დიაბეტის, ართრიტის, დემენციის განვითარება და დაბერების პროცესები. მიტოქონდრიებზეა დამოკიდებული უჯრედების გადარჩენა. ისინივე არეგულირებენ ანთებით პროცესებს. როდესაც უჯრედები ავადმყოფობის გამო სტრესს განიცდიან, იწყებენ ფერმენტების მიზიდვას. ამ დროს იწყება ორგანიზმში გოგირდწყალბადის გამომუშავება, რაც ახანგრძლივებს უჯრედების სიცოცხლეს. თუ ასე არ მოხდა, უჯრედები კარგავენ გადარჩენის რეგულირებისა და ანთებითი პროცესის კონტროლის უნარს და იღუპებიან. ნაერთი AP39 კი მცირე კონცენტრაციით გოგირდწყალბადის უშუალოდ მიტოქონდრიებში შეტანის საშუალებას იძლევა, რაც იმას ნიშნავს, რომ AP39-ის საშუალებით სტრესის პირობებშიც კია შესაძლებელი უჯრედების გადარჩენა. მეთოდი შემოწმებულია გულ-სისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადების მოდელზე. კრიტიკულ პირობებში AP39-ის შეყვანის შემდეგ უჯრედთა 80%-ზე მეტი გადარჩა.

საკვების ვაკუუმური შეფუთვა საზიანოა ორგანიზმისთვის

ვაკუუმური შეფუთვა მეტად მოხერხებული და ერთი შეხედვით უსაფრთხო გზაა პროდუქტის შესანახად, მაგრამ, როგორც ირკვევა, ასეთი შეფუთვის ქვეშ შესაძლოა საშიში ბაქტერიები იმალებოდნენ. დანიელმა ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ვაკუუმური შეფუთვის ქვეშ არსებული ბაქტერიებით ინფიცირებულთა მეოთხედს მომატებული აქვს სიკვდილის რისკი. საქმე ის არის, რომ უჟანგბადობის პირობებში პათოგენი Listeria monocytogens-ი შესაძლოა განსაკუთრებით აგრესიული გახდეს და ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას აქტიურ შეტევაზე გადავიდეს. როგორც მეცნიერები ამბობენ, ამ თვალსაზრისით სახიფათოა რძე, ნაყინი, ყველი, ხორცი, ნახევარფაბრიკატები, თევზი და ბოსტნეული. ისინი გვირჩევენ, ვერიდოთ ვაკუუმური წესით შეფუთულ საკვებს. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საკვებისმიერი მოწამვლა გაცილებით საშიშია, ვიდრე ბევრს ჰგონია. უკვე მეცნიერულადაა დადასტურებული, რომ მოწამვლა ადამიანის ორგანიზმზე სამუდამო კვალს ტოვებს და მომავალში შესაძლოა დიაბეტს, ართრიტს, თირკმლის უკმარისობას, ჰიპერტენზიას, გულის შეტევასა და ინსულტს გაუწიოს პროვოცირება. E. coli-ს მოქმედების შორეულ შედეგად მეცნიერები თირკმლის უკმარისობასა და დიაბეტს მიიჩნევენ, კამპილობაქტერიას უკავშირებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევებს, გიიენ-ბარეს სინდრომს (პათოლოგია, როდესაც იმუნური სისტემა უტევს ნერვებს, შედეგად კი იწვევს კუნთების სისუსტესა და დამბლას), ხოლო სალმონელას - ართრიტს.


მიმიკა პაციენტის მდგომარეობაზე მეტყველებს

სასწრაფო დახმარების ექიმებს მიმიკის მიხედვით ზოგიერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის შეფასება შეუძლიათ. გამოკვლევამ აჩვენა, რომ გულისა და ფილტვების მძიმე დაავადებათა მქონე პირებს მიმიკა დარღვეული აქვთ. ეს კარგად ჩანს მათ მიერ გაოცების გამოხატვის დროს. კვლევაში მონაწილეობა მიიღო კაროლინის სამედიცინო ცენტრის 50-მა პაციენტმა. ისინი უჩიოდნენ ქოშინს და ტკივილს გულის არეში. კვლევის მონაწილეებს ნოუთბუქის ეკრანზე მონაცვლეობით (სწრაფ ტემპში) აჩვენებდნენ ემოციის გამომწვევ სამ სურათს - იუმორისტულ კარიკატურას, გაოცებულ სახეს ახლო ხედით და მტირალ ადამიანს, ხოლო მათი გამომეტყველების ცვლილებას ვებკამერით იღებდნენ და სპეციალური პროგრამით ამუშავებდნენ, მერე კი ამ პაციენტებს უტარებდნენ სრულფასოვან გამოკვლევას გულისა და ფილტვების მწვავე და ქრონკულ დაავადებებზე - ეძებდნენ ინფარქტის, სტენოკარდიის, კიბოს, პნევმონიის ნიშნებს. გამოკვლევის შემდეგ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ ორი კვირის განმავლობაში ფასდებოდა. ამ ორი კვირის განმავლობაში კვლევის მონაწილეთა 16%-ს, 8 კაცს, დაუსვეს გულისა და ფილტვების მძიმე დაავადების დიაგნოზი. დანარჩენი 42-იდან ორს დაუდასტურდა მდგომარეობის გაუარესება ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების გამო, კიდევ ორს - გულის უკმარისობა, ხოლო ერთს - მოციმციმე არითმია. ექსპერტები ამბობენ, რომ გულისა და ფილტვების მძიმე დაავადებების მქონე პაციენტებს სახის გამომეტყველება ჯანმრთელებთან შედარებით გაცილებით ნაკლებად ეცვლებათ. კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ავადმყოფობა ართულებს ემოციის გამოხატვას. ამის კვალობაზე, მიმიკის შეფასება ექიმებს შესაძლოა იმის განსაზღვრაში დაეხმაროს, რომელ პაციენტს სჭირდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მათი თქმით, ექიმები მეტ ყურადღებას უთმობენ კვლევის ობიექტურ მეთოდებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ავადმყოფთან ურთიერთობაც ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.

ამერიკელმა მეცნიერებმა ალერგიასა და კიბოს შორის კავშირი აღმოაჩინეს

ვირჯინიის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც პროფესორი დანიელ კონრადი (Daniel H. Conrad) ხელმძღვანელობდა, აღმოაჩინა კავშირი ალერგიასა და კიბოს შორის. ცნობილია, რომ ალერგენის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ იმუნური უჯრედები - ე.წ. პოხიერი უჯრედები - ჰისტამინს გამოიმუშავებენ. ეს უკანასკნელი ალერგიული რეაქციების მედიატორია, თუმცა ანთებით პროცესებშიც მონაწილეობს და სიმსივნეებს იმუნური სისტემისგან იცავს. ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჰისტამინის სინთეზის დაბლოკვისას ფერხდება მელანომის ზრდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჰისტამინის მოქმედების შედეგია იმ მიელოიდური უჯრედების - სუპრესორების - გადარჩენა და პროლიფერაცია, რომლებიც იმუნური სისტემის აქტივობის დათრგუნვით ხელს უწყობენ სიმსივნის ზრდას. უფრო მეტიც - აღმოჩნდა, რომ სუპრესორები მიგრირებენ პოხიერი უჯრედების ზონაში, რაც ანთებით კერაში, სიმსივნის უშუალო სიახლოვეს, მათ დაგროვებას იწვევს. ჰისტამინი მასტიმულირებელ გავლენას ახდენს მიელოიდური უჯრედების - სუპრესორების - ერთ-ერთ სუბპოპულაციაზე, კერძოდ, მონოციტურ უჯრედებზე. კვლევებმა ცხადყო, რომ ამ უჯრედების რაოდენობას საგრძნობლად ამცირებს ანტიჰისტამინური პრეპარატები ცეტირიზინი და ციმეტიდინი. მეცნიერებმა დაადგინეს ისიც, რომ ალერგიული დაავადებების მქონე ადამიანებს სისხლში მიელოიდური უჯრედი გაცილებით მეტი აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც ალერგია არ აღენიშნება. კვლევის შედეგები შესაძლოა საფუძვლად დაედოს ანტიალერგიული პრეპარატების გამოყენებით კიბოს მკურნალობის ახალ მეთოდს.