News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ამ გენებს კი, როგორც ცნობილია, კავშირი აქვთ კიბოს უჯრედების ზრდა-გამრავლებასთან. 23 ჯანმრთელ მოხალისეს ოთხკვირიანი ხორცის დიეტის შემდეგ კიდევ ერთი თვე კვებავდნენ ხორცით, მაგრამ იმავდროულად აძლევდნენ სახამებელსაც კარტოფილისა და ბანანის სახით. ამის შედეგად miR17-92-ის კონცენტრაცია შემცირდა. miR21-ზე კი სახამებელმა გავლენა ვერ მოახდინა. როგორც ჩანს, ხორცი კიბოს განვითარების რისკს ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე შეტევით ზრდის. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ სახამებელი გაუმკლავდება ხორცის მოხმარებით გამოწვეული დამღუპველი მექანიზმების კომპლექსს.

გაზიანი სასმელი კბილების მტერია

ადელაიდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ შაქრის მაღალი შემცველობის მქონე სასმელებს კბილების მინანქარზე მავნე ზემოქმედებისთვის 30 წამიც ჰყოფნით. მკვლევართა აზრით, ერთი ყლუპი გაზიანი სასმელიც კი სერიოზულად აზიანებს კბილის მინანქარს. რისკის ჯგუფში ბავშვები ლიდერობენ, რადგან მათი კბილის მინანქარი ჯერ ჩამოუყალიბებელი და, შესაბამისად, ადვილი დასაზიანებელია. სტომატოლოგიურ პაციენტებს შორის მეტად გავრცელებულია კბილის ეროზია, რომელიც, სამწუხაროდ, ისე გვიან მჟღავნდება, რომ ექიმი მის წინაშე უკვე უძლურია. ეროზია ადამიანს პირის ღრუს არასათანადო ჰიგიენის ან ტკბილი სასმელების ყოველდღიური მოხმარების გამო შეიძლება დაემართოს. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, რადგან კბილებისა და მათი მინანქრის ფორმირება ამ ასაკში ხდება. ამიტომაც საუბრობენ ექიმები ბავშვებთან მიმართებით სამმაგი საფრთხის შესახებ. შაქრით გაჯერებული გაზიანი სასმელი 30 წამში იწყებს კბილის მინანქრის დაზიანებას. ამის მიზეზია სასმლის მაღალი მჟავიანობა, რაც კბილის ქსოვილებთან რეაქციაში შესვლას ააადვილებს. ექიმები გვირჩევენ, ბავშვები შეძლებისამებრ მოვარიდოთ ლიმონათს, კოკა-კოლას, პეპსი-კოლას და სხვა ტკბილ გაზიან სასმელებს, მათ ნაცვლად კი უშაქრო ნატურალური წვენები და ახალი ხილი შევთავაზოთ.