ქართველი ექიმების მორიგი სასწაული და კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქართველი ექიმების მორიგი სასწაული და კიდევ ერთი გადარჩენილი სიცოცხლე

კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილ იქნა 43 წლის ქალბატონი, რომლის კრიტიკული მდგომარეობა და შესაბამისად, უმძიმესი დიაგნოზი შეფასდა როგორც სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ახალგაზრდა ქალს სიმაღლიდან (მე-5 სართულიდან) ვარდნის გამო აღენიშნებოდა პოლიტრავმა - ქალა ტვინის დახურული ტრავმა, კომა, ხერხემლის მალების ხაზოვანი და კომპრესიული მოტეხილობები, ზურგის ტვინის კონტუზია, გულმკერდის ღრუს დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, გულმკერდის აორტის დასწვრივი ნაწილის ტრავმული რუპტურა (გაგლეჯა, გახეთქვა), მუცლის ღრუს დახურული ტრავმა, ღვიძლის ტრავმული დაზიანება (მე-5 სეგმენტის ნახეთქი), ორივე კიდურის წვივის ძვლების ქვედა მესამედის ღია დამსხვრეული მოტეხილობა, ტრავმულ-ჰემორაგიული შოკი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პოლიტრავმის ხარისხი შეფასებულ იქნა როგორც სიცოცხლესთან შეუთავსებელი.

ყველა თვითმხილველი და ნებისმიერი ადამიანი, ვინც კი იგებს ამ ფაქტის შესახებ, გაოცებას ვერ მალავს - როგორ გააცოცხლეს ეს მკვდარი ქალი ექიმებმა, როგორ ააწყვეს თავიდან მთლიანად დაშლილი ორგანიზმი!

ეს სასწაული კი მართლა მოახდინეს ჩვენმა პროფესიონალებმა! კლინიკის გადაუდებელ დეპარტამენტში პაციენტის შემოყვანისთანავე დაუყოვნებლივ იქნა მიბილიზებულ ემერჯენსის ექიმთა გუნდი, ქირურგთა ბრიგადა და რადიოლოგები; მიმღების ექიმები - მიხეილ ბერიაშვილი, ნიკოლოზ კვაჭაძე, თეა თავართქილაძე; ქირურგები - გიორგი კენჭაძე, ირაკლი ფიფია, დავით ლოლაძე, ლევან თოხაძე; ტრავმატოლოგები - კობა სირბილაძე, არჩილ ჯვარშეიშვილი, გრიგოლ ნემსაძე. მათ დაუყოვნებლივ, ერთი წუთის დაგვიანების გარეშე საოცარი სისწრაფით ერთობლივად მოახერხეს ოპერაციული ჩარევა, პაციენტს ჩაუტარეს აორტოპლასტიკა, წვივის ძვლების ოსტეოსინთეზი ღეროვანი აპარატით (წვივის ძვლების ოსტეოსინთეზი შემდგომშიც იგეგმება), შეუჩერეს სისხლდენა, ურთულესი ტრავმატოლოგიური ჩარევის გარდა, რამდენიმე დღის შემდეგ ნეიროქირურგ არჩილ ჯვარშეიშვილის მიერ ჩატარდა ხანგრძლივი ოპერაცია - ხერხემლის სტაბილიზაცია, და რაოდენ არ უნდა გაგიკვირდეთ, ახალგაზრდა ქალი რამდენიმე დღეში ადექვატური და კონტაქტური გახდა. ის რეანიმაციული განყოფილებიდან მულტიპროფილურ განყოფილებაში გადაიყვანეს.

უდიდესი მადლობა და თაყვანისცემა ჩვენს ექიმებს, იმისათვის რომ მათ თავი არ დაზოგეს, მაღალი პროფესიონალიზმი და ძალისხმევა არ დაიშურეს ახალგაზრდა ქალის გადასარჩენად.

როგორც დენი დიდრო აღნიშნავდა: "ექიმის თავგანწირვა სწორედ რომ გმირობის ტოლფასია, რადგან სოცოცხლის გადარჩენა ყველაზე დიდი გმირობაა ქვეყანაზე!"