„მაკდონალდსის“ მენიუს საშუალებით გახდომა ან დიეტის დაცვაც კი შესაძლებელია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„მაკდონალდსის“ მენიუს საშუალებით გახდომა ან დიეტის დაცვაც კი შესაძლებელია

სხვა ქვეყნები არ ვიცი, მაგრამ ქართული„მაკდონალდსისთვის“ 100%-იანი საქონლის ხორცის წარმოება ხდება გერმანიაში მდებარე ხორცის ქარხანაში, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. მასში მკაცრად არის დაცული ჰიგიენის ნორმები, ხორცის წარმოების წესები და ხარისხის კონტროლის პროცედურები. ქარხანაში გამოყენებულია საუკეთესო ტექნიკა და პროდუქტის გაყინვის თანამედროვე მეთოდები, დაცულია ხორცის წარმოებისა და შენახვის ვადები. პროდუქტი მუდმივად მოწმდება ქარხანაში არსებულ ლაბორატორიაში. ქართული „მაკდონალდსის“ ხორცი არის 100% საქონლის, არ შეიცავს დანამატებს და არ არის გენმოდიფიცირებული. ამ სფეროს ექსპერტების შეფასებით - „მაკდონალდსის“ პროდუქციის ხარისხი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და არის უსაფრთხო.

შეგვიძლია თვითონაც ვნახოთ, რომ „მაკდონალდსში“ კონტროლდება არა მარტო საკვები პროდუქტები, არამედ მათი მომზადების ყველა ეტაპი და წვრილმანი ნიუანსიც კი, რათა ჩვენამდე მოსული მზა პროდუქტი გემრიელი და ამავდროულად ჯანსაღი იყოს. ამასთან, შესაძლებელია კვების რაციონის კალორიების და მთლიანად ინგრედიენტების შემადგენლობის გაკონტროლება. „მაკდონალდსის“ თითოეულ მზა პროდუქტს, შესაფუთ მასალაზე, თან ახლავს ცხრილი შემადგენლობის აღწერით, სადაც აღნიშნულია თუ რამდენ კალორიას, ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებსა და მარილებს შეიცავს ეს პროდუქტი, რაც კვების რაციონის კალორიების და მთლიანად ინგრედიენტების შემადგენლობის გაკონტროლების საშუალებას იძლევა. ასე რომ, „მაკდონალდსის“მენიუს საშუალებით გახდომა ან დიეტის დაცვაც კი შეგვიძლია.