News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

პროფესორ დევიდ დენინგის თქმით, იმ რაოდენობის თეთრეული, რომელიც საშუალო ზომის სარეცხ მანქანაში ირეცხება, ორ ლიტრამდე წყალს შეიცავს. ოთახში მისი გაფენისას ეს წყალი იქვე ორთქლდება, რაც ზრდის ფილტვის ასპერგილოზის განვითარების რისკს. ეს არის დაავადება, რომელიც ფილტვებსა და ცხვირის ღრუს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. ამიტომ თეთრეული უნდა გაშრეს ან გარეთ, ან საშრობ მანქანაში, ან შენობაში, რომელიც კარგად ნიავდება. პროფესორი დენინგი ხაზს უსვამს, რომ სოკო თავდაპირველად იჭრება ცხვირის ღრუში, იქიდან ტრაქეასა და ფილტვებში გადადის, მერე შეიძლება მთელ ორგანიზმს მოედოს. სიმპტომატიკა სხვადასხვანაირია. ზოგს ხველა და ცემინება აწუხებს, ზოგს კი სისხლიანი ხველა.

ღამით ჭამა მეხსიერებას ვნებს

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა ექსპერიმენტი ჩაატარა ვირთხებზე კვების რეჟიმის დარღვევის შედეგების დასადგენად. ვირთხები ღამის ცხოველები არიან - საკვებს ღამით მოიპოვებენ, დღისით კი სძინავთ. კვლევის დროს ვირთხები იცავდნენ ძილის ბუნებრივ რეჟიმს. მკვლევრები მათ ერთ ჯგუფს ღამით კვებავდნენ, მეორეს კი - მხოლოდ დღისით. დილით გამოკვებილ ვირთხებს ძილის რეჟიმი რამდენადმე შეეცვალათ, მაგრამ უმეტესად ეძინათ, ჭამდნენ და იწონიდნენ იმდენივეს, რამდენსაც საკონტროლო ჯგუფის ვირთხები. მეცნიერებმა ვირთხების მეხსიერების შესაფასებლად ორი ექსპერიმენტი ჩაატარეს. თავდაპირველად მღრღნელები მოათავსეს ყუთში, რომელშიც ორი განსხვავებული საგანი იდო და ამ საგნების შესასწავლად განსაზღვრული დრო მისცეს. ამის შემდეგ ვირთხები კვლავ ჩასვეს ყუთში, რომელშიც ერთი უკვე ნაცნობი და ერთიც ახალი საგანი იდო. იმ ვირთხების მეხსიერება, რომელთა კვების რეჟიმიც შეიცვალა, დარღვეული აღმოჩნდა - ისინი ნაცნობ საგანს უფრო მეტხანს იკვლევდნენ, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის ცხოველები. მეორე ექსპერიმენტის დროს მეცნიერებმა აიძულეს მღრღნელები, განსაზღვრულ მდგომარეობაში შიში განეცადათ. რამდენიმე ხნის შემდეგ ცხოველები იმავე მდგომარეობაში დააბრუნეს. აღმოჩნდა, რომ იმ ვირთხებიდან, რომლებიც დღისით იკვებებოდნენ, უფრო ნაკლებმა იგრძნო შიში, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის ვირთხებმა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ კვების რეჟიმის შეცვლამ მათ გადატანილი ხიფათი დაავიწყა.